საპრიზო $225 000! Venom Foundation-ის ჰაკათონის დეტალები

ფოტო - საპრიზო $225 000! Venom Foundation-ის ჰაკათონის დეტალები
Venom Foundation-მა დააანონსა უფასო ონლაინ ჰაკათონის ამოქმედება, რომლის საპრიზო ფონდი $225 000-ს შეადგენს.
ჰაკათონზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან გაიხსნა, თავად ღონისძიების დაწყება კი 8 მაისს იგეგმება. ერთი თვის განმავლობაში დეველოპერები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ შექმნან საკუთარი აპლიკაცია ბლოკჩეინ Venom-ის სატესტო ქსელში და $3000-დან $30000-მდე გამოიმუშაონ.

ჩვენ შევკრიბეთ მომავალი ღონისძიების ყველა დეტალი, რომელიც მომხმარებლებს მთავარი პრიზებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

ჰაკათონის დეტალები

Venom არის მომავალი Layer1 ბლოკჩეინი, რომელმაც Abu Dhabi Global Market-ის ლიცენზია მოიპოვა და Web3-ის ეკოსისტემის სწრაფ განლაგებაზეა ორიენტირებული. 

Venom Foundation-ის ჰაკათონის მიზანია, კრიპტოვალუტურ  საზოგადოებას ახალი ქსელი გააცნოს და ადამიანებს მასთან მუშაობა ასწავლოს. Testnet-ში მიმდინარე შემუშავება  დაგეხმარებათ წინასწარ გაერკვეთ პროტოკოლის მუშაობაში,  საკუთარი სახსრების დახარჯვის გარეშე. ჰაკათონის შექმნას კრიპტოვალუტური პროექტები DoraHacks, Developer DAO და Hacken დაეხმარნენ.

ღონისძიება 8 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით წარიმართება, მოვლენების საერთო ქრონოლოგია კი ასეთია:

● 08.05.23 — გახსნის ცერემონია;
● 09.05.23 — შემუშავებება Venom-ის გაცნობა. სემინარების და ტრენინგების დაწყება;
● 08.05.23-10.06.23 — სამუშაო პროცესი;
● 10.06.23-16.06.23 — აპლიკაციების შეფასებისა და გამარჯვებულთა შერჩევის პერიოდი;
● 17.06.23 — ჰაკათონის დახურვის ცერემონია.
Venom Foundation-ის ჰაკათონის განრიგი (hackathon.venom.network/)

Venom Foundation-ის ჰაკათონის განრიგი (hackathon.venom.network/)

ჰაკათონის ფარგლებში ჩატარდება ლექციებისა და მასტერკლასების სერია, რომლებიც მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან თემებს - სმარტ კონტრაქტების შემუშავებას, TIP-4 სტანდარტის არაჩანაცვლებადი ტოკენის შექმნას, საკუთარი dApp-ის Venom-თან დაკავშირებასა და ა.შ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ბლოკჩეინის პროექტების შემუშავებაში ცოდნისა და გამოცდილების დონის მიუხედავად.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება ამ ბმულზეა შესაძლებელი.

შემუშავებების ძირითადი მიმართულებები

Venom Foundation-ის გუნდმა დაასახელა ჰაკათონის მონაწილეთა მუშაობის 3 მიმართულება:

■ Web3, NFT და Gaming. მოიცავს თამაშებს, სოციალურ ქსელებს, NFT მარკეტპლეისებს, მეტავერსს;
■ DeFi და  Stablecoins. დეცენტრალიზებული აპლიკაციები, ბირჟები, საკრედიტო პროტოკოლები;
■ Tools და Infrastructure. კრიპტოვალუტური საფულეები, ორაკულები, მონაცემთა შენახვის სერვისები.
dApp-ის აგების კატეგორიები Venom Foundation-ის ჰაკათონის ფარგლებში (hackathon.venom.network/)

dApp-ის აგების კატეგორიები Venom Foundation-ის ჰაკათონის ფარგლებში (hackathon.venom.network/)

პრიზები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები

Venom Network-ზე შექმნილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

● ტექნოლოგია და ინოვაციურობა;

● პოტენციური გავლენა და მნიშვნელობა ეკოსისტემისთვის;

● პროექტის სტაბილურობა;

● დიზაინი და ინტერფეისი;

● იდეის ხარისხი.

ჟიურის წევრები არიან მსხვილი კრიპტოპერსონები, რომელთა შორისაა Venom Technology-ის CTO ლუის ცუ, Dao Maker-ის აქსელერატორის CEO კრის ზაკნუნი, Arbitrum-ზე არსებული DEX-ის, Camelot-ის CTO სერგეი ჩერნიკოვი და ა.შ. 

შემუშავების სამი კატეგორიიდან თითოეულში შეირჩევა 6 ადამიანი ან გუნდი შემდეგი პრიზების მისაღებად:

■ პირველი ადგილი — $30 000;

■ მეორე ადგილი — $20 000;

■ მესამე ადგილი — $10 000;

■ მე-4— მე-6 ადგილი — $3 000.
ჯილდოს განაწილება Venom Foundation-ის ჰაკათონის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შორის (hackathon.venom.network/)

ჯილდოს განაწილება Venom Foundation-ის ჰაკათონის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შორის (hackathon.venom.network/)

დასკვნა

Venom Foundation-ის ჰაკათონი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გაეცნოთ ბლოკჩეინს, ისწავლოთ მასთან მუშაობა და აამოქმედოთ საკუთარი პროდუქტები. ფულადი ჯილდო საკმაოდ კარგია, დეველოპერების გუნდების სწავლება და მხარდაჭერა კი გაძლევთ საშუალებას, შეუერთდეთ ჰაკათონს მაშინაც კი, თუ პროგრამირების მინიმალურ ცოდნას ფლობთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ პრიზებს ვერ მოიგებთ, ჰაკათონი კარგი შესაძლებლობაა, შეამოწმოთ თქვენი უნარები ბლოკჩეინ-შემუშავებაში ტრანზაქციებზე დამატებითი ხარჯების გარეშე.