პორტალი კრიპტაში: GateToken-ის (GT) მიმოხილვა

ფოტო - პორტალი კრიპტაში: GateToken-ის (GT) მიმოხილვა
2023 წლის მაისში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კრიტობირჟა, Gate.io ათი წლის იუბილეს აღნშნავს. GateToken (GT) — არის ან კრიპტოპლატფორმის ბლოკჩეინ-ქსელის, GateChain-ის ნატიური ტოკენი.

GateToken-ის (GT) შემქმნელი და იდეოლოგია

Gate.io-ს დამფუძნებელი არის ჩინელი მეცნიერი და კრიპტოენთუზიასტი ლინ ჰანი(Dr. Lin Han), Ph.D.  High-Performance Computing Algorithms-ის სფეროში.  2010-იანი წლების დასაწყისში ჰანი შემთხვევით ბიტკოინის Whitepaper-ს წააწყდა. მეცნიერი კრიპტის პოტენციალმა და ბლოკჩეინის შესაძლებლობებმა შთააგონა. ჰანმა დაიწყო საფონდო ვაჭრობა და გახდა თაღლითების მსხვერპლი, რა დროსაც დაკარგა დაახლოებით 100 BTC. ამ მოვლენამ ლინ ჰანს გაუჩინა სურვილი, შეექმნა უსაფრთხო „კარიბჭე კრიპტოში“ - საკუთარი პლატფორმა კრიპტის  სავაჭროდ. 2013 წელს მან აამუშავა საიტი Bter.com ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ. 2017 წელს, კრიპტოსექტორის მიმართ პეკინის პოზიციის გამკაცრების გამო, პროექტი კაიმანის კუნძულებზე გადაბარგდა და სახელი Gate.io-ით შეცვალა.

დროის განმავლობაში, მცირე ინტერნეტ რესურსი  განვითარებულ კრიპტო-ეკოსისტემად გადაიქცა. დღეს ის  GateChain-ის ბლოკჩეინს და სხვა სავაჭრო და საინვესტიციო პროდუქტებს მოიცავს. CoinMarketCap-ის ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე Gate.io მსოფლიოს კრიპტოვალუტის ყველაზე მსხვილი  ბირჟებისTOP-20-ში შედიოდა.

GateToken-ის ფასი 2019-2023 წ.წ.

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

GateToken-ის (GT) გაშვება

2019 წლის 8-დან  15 აპრილამდე Gate.io-მ 64 მილიონი დოლარი მოიზიდა საკუთარი GT ტოკენის გამოსაშვებად. ეს თანხები შეგროვდა ე.წ. Gate Points-ის ფარგლებში. ბირჟამ შესთავაზა მათი გამოსყიდვა  BTC-ით, USDT-ით და ETH-ით, გაცვლის ტოკენები Binance (BNB), Huobi (HT) და სხვა კრიპტო აქტივები. მომხმარებლების მიერ შეძენილი თითოეული Gate Point შეიძლება გამოყენებული იყოს საკომისიოს შესამცირებლად ან Gate Tokens-ში (GT) გასაცვლელად. კვირის განმავლობაში ბირჟამ  დაახლოებით 160 მილიონი ტოკენი გაანაწილა Gate Points-ის მფლობელებს შორის. ბირჟამ Gate Points-ის შესაძენად განაცხადების საერთო რაოდენობა თითქმის $3 მილიარდად შეაფასა, შედეგად, Gate Points-ის მყიდველებმა დაახლოებით 1 მილიარდი GT მიიღეს.

GT-ის ვაჭრობა  2019 წლის 21 აპრილს დაიწყო.  მონეტით ვაჭრობა წყვილებში  GT/USDT და GT/BTC მიმდინარეობდა. 

GateToken-ის (GT) ტოკენომიკა

ორი წლის განმავლობაში Gate.io-მ გამოისყიდა და დაწვა 700 მილიონი მონეტა. შედეგად, 2021 წლის მაისისთვის ტოკენის ფასი თავის მაქსიმუმამდე, 13 დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის მარტის ბოლოს GT-ის ფასი დაახლოებით $5 იყო.

მაქსიმალური GT მიწოდება (2023 წლის მარტის ბოლოს) არის 300 მილიონი მონეტა.

GT მიმოქცევაში მარაგი 108 მილიონ მონეტაზე მეტია.

GT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია: დაახლოებით $548 მილიონი.

კრიპტობირჟის ტოპ-10  ტოკენი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

დღეს Gate.io-ს მომხმარებლები კვლავ იღებენ GT-ს Gate Points-ში ინვესტირებით ან ბირჟის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობით. ასევე, ტოკენის მაინინგით მოპოვება ან ადგილობრივ ბაზარზე შეძენაა შესაძლებელი.

GT არის გზა Gate.io მომხმარებლის VIP დონეზე ასაწევად. GT-ის მფლობელები ხდებიან ბირჟის დახურული ღონისძიებების მონაწილეები და აქვთ დამატებითი ფასდაკლება სადებეტო ვაჭრობაზე.