Visa Starknet-ის ავტოგადახდებს იკვლევს

ფოტო - Visa  Starknet-ის ავტოგადახდებს იკვლევს
Visa-მ დაიწყო ახალი კონცეფციის გამოყენება და Ethereum-ის დეველოპერების ერთ-ერთი წამყვანი წინადადება, რომელიც ცნობილია როგორც ანგარიშის აბსტრაქცია (Account Abstraction), რათა შეისწავლოს, თუ როგორ შეიძლება ავტომატიზებული პროგრამირებადი გადახდებისთვის სმარტ-კონტრაქტების რეალიზება.
ისინი გვთავაზობენ ახალ გამოსავალს ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტომატური გადახდის გამოყენებისთვის. შესაძლებელი იქნება სმარტ-კონტრაქტის დაწერა საფულეზე, რომელსაც შეუძლია თანხების ავტომატურად ჩამოჭრა და ყოველ ჯერზე ბლოკჩეინზე გადახდების გაგზავნისთვის მომხმარებლის აქტიურ მონაწილეობას არ საჭიროებს.

პრობლემის მაგალითი და მისი გადაწყვეტა

განვიხილოთ ჰიპოთეტური სცენარი. დღეს 25 თებერვალია. ალექსი შვებულებაში მიდის და 10 მარტს დაბრუნდება. მან უნდა გადაიხადოს იპოთეკა, ტელევიზიის სააბონენტო  და კომუნალური გადასახადები ყოველი თვის 5 რიცხვამდე. 25 თებერვლისთვის მას არ აქვს საკმარისი სახსრები, რომ ეს შვებულებამდე გადაიხადოს. მაგრამ ხელფასს  - 1 მარტს მიიღებს. საკითხავია, როგორ   ისიამოვნოს ალექსმა თავისი შვებულებით გადახდების გამოტოვების გარეშე?  გამოსავალი არსებობს. ეს არის ავტომატური გადახდები! მართლაც, ალექსს რომ ჰქონოდა საბანკო ანგარიში, ეს მარტივი პროცესი იქნებოდა. საჭირო იქნებოდა  უბრალოდ  განმეორებადი გადახდების დაყენება  Visa ბარათზე, რათა ავტომატურად განხორციელდეს  რეგულარული გადასახადების გადახდა. თუმცა, ამის მიღწევა  არც ისე ადვილია Ethereum ბლოკჩეინზე. დღეს Ethereum ქსელში არსებობს ორი ტიპის ანგარიშები: გარე ანგარიშები (EOA), რომლებიც უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც მომხმარებლის ანგარიშები და საკონტრაქტო ანგარიშები (CA), რომლებსაც უწოდებენ სმარტ-კონტრაქტებს. მომხმარებლის ანგარიშს, რომელიც კონტროლდება  საიდუმლო გასაღებით, შეუძლია ტრანზაქციების გაგზავნა. სმარტ-კონტრაქტს აქვს დაკავშირებული კოდი, რომლის  შესრულებაც შესაძლებელია, მაგრამ სმარტ-კონტრაქტს არ შეუძლია ტრანზაქციის ინიცირება. ტრანზაქციები ყოველთვის უნდა განხორციელდეს მომხმარებლის ანგარიშიდან და ხელსაც მომხმარებელი უნდა აწერდეს.

მაშ, რა უნდა გააკეთოს ალექსმა, თუ მას სურს ავტომატური გადახდების განხორციელება ბლოკჩეინზე?

ანგარიშის აბსტრაქცია (Account Abstraction/AA) -  არის წინადადება, რომელიც ცდილობს მომხმარებლების ანგარიშებისა და სმარტ-კონტრაქტების  ერთ ტიპის Ethereum ანგარიშში გაერთიანებას და მომხმარებელთა ანგარიშებს  სმარტ-კონტრაქტებად ფუნქციონირებას აიძულებს.

ავტომატური გადახდების გამოსავალი არის AA-ს გამოყენება და ანგარიშის ახალი ტიპის  კონტრაქტის შექმნა -ანგარიში დელეგირების უფლებით. 

Visa-ს სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით ავტომატური გადახდების დაყენება,  თავის ტესტებში Starknet blockchain-ის გამოყენებით სურს.  ის შესაძლებელს ხდის საკუთარი   საფულეებიდან  გადახდები ყველა ტრანზაქციის ხელმოწერის გარეშე გაიგზავნოს. მაშინ როდესაც Ethereum-ზე  მითითებულ მისამართზე საჭიროა სწორი ხელმოწერით ტრანზაქციის გადამოწმება,  Starknet-ის მეორე დონის ბლოკჩეინზე,  უბრალოდ მოწმდება, არის თუ არა ტრანზაქცია მითითებული მისამართიდან.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ კომპანიიამ,   Argent საფულის გამოყენებით ტექნოლოგია უკვე გამოცადა. 

Visa-ში თვლიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს ბლოკჩეინზე გაცილებით მეტი პროგრამა გადავიტანოთ, რადგან ბლოცეინს სწორედ ეს ფუნქციონალურობა აკლია:
ავტომატურ გადახდებს განციხილავთ, როგორც ძირითად ფუნქციას, რომელსაც მოკლებულია არსებული ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა

რბ