Waves (WAVES): ბლოკჩეინი, რომელსაც სქამის გემო დაჰკრავს

icon WAVES
ფოტო - Waves (WAVES): ბლოკჩეინი, რომელსაც სქამის გემო დაჰკრავს
ბლოკჩეინი Waves 2016 წელს ამუშავდა. ეს არის დეცენტრალიზებული პლატფორმა ღია საწყისი კოდით, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ მასშტაბირებადი და მოსახერხებელი აპლიკაციები.
საკმაოდ ტიპური აღწერილობის გარდა, Waves-ის ვებსაიტზე  არანაკლებ კლასიკური უპირატესობებია ჩამოთვლილი: მუშაობის მაღალი სიჩქარე, დაბალი საკომისიო, ნახშირბადული ნეიტრალიტეტი.

2022 წელს ბლოკჩეინის დეველოპერებმა მასიური განახლება დაიწყეს, რომელმაც 2023 წლის დასაწყისისთვის Waves  გადააქცია Waves 2.0-ად. ცვლილებები კონსენსუსის ალგორითმმა განიცადა: იყო Proof-of-Stake და გახდა Proof-of-Stake Sharding. არ არსებობს ახსნა, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი და კონკრეტულად როგორ მოხდა გადასვლა. თუმცა, ამ სახელწოდებით, ინტერნეტში გვხვდება PoS ბლოკჩეინების სეგმენტებად, ჰორიზონტალური დაყოფის პროცესი  მასშტაბირების გაზრდის მიზნით.

სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ბლოკჩეინმა თავის პროცესებში დანერგა ვირტუალური მანქანა Ethereum, DAO, რაღაც გრავიტაციული ხიდები, რომლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, 0 დონის მეტავერსთაშორისი პროტოკოლი და მრავალი სხვა.

WAVES არის ბლოკჩეინის საკუთარი ტოკენი, რომელიც მხარს უჭერს მის შრომისუნარიანობას სტეიკინგის  მეშვეობით  და  ტრანზაქციების გადასახდელად გამოიყენება. მონეტის კაპიტალიზაცია 221,5 მილიონი დოლარია. მიმოქცევაშია 111,2 მილიონი WAVES და მაქსიმალური მიწოდება არ არსებობს.

ზოგიერთი Dapps, რომლებიც ამ ბლოკჩეინზეა აგებული:

  • WX Network ან Waves.Exchange (დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტური ბირჟა ლიკვიდობის პულებით და ქსელთშორისი სტეიკინგით);
  • Swop.fi (ავტომატური მარკეტ-მეიკერი ლიკვიდობის პულებით);
  • Puzzle Network: DeFi-აპლიკაცია სამი ერთში: DEX, კრიპტოდაკრედიტება, NFT-მარკეტპლეისი;
  • Tsunami: უვადო კრიპტოსავალუტო ფიუჩერსები;
  • Vires (კრიპტოდაკრედიტება).
Waves ვებსაიტის მთავარი გვერდი, წყარო - waves.tech

Waves ვებსაიტის მთავარი გვერდი, წყარო - waves.tech

რატომ არ უნდა ჩაერთოთ პროექტში Waves?

დავიწყოთ 2022 წლიდან, როდესაც ბლოკჩეინის ერთ-ერთი პროექტი, ალგორითმული სტეიბლკოინი Neutrino (USDN), იყო პირველი ასეთ პროექტებს შორის, რომელმაც დაიწყო დოლართან მიბმის დაკარგვა. შედეგად, Neutrino "სტაბილურ" მონეტა UST-სთან ერთად (TerraUSD) ფსკერზე დაეშვა. ახლა ყოფილი USDN გადაიქცა ალგორითმულ ინდექსურ მონეტად Neutrino Index-ის (XTN) კრიპტოუზრუნველყოფით.

USDN-ის დაცემის დროს, ტვიტერის ბევრმა კრიპტელმა დაადანაშაულა Waves ბაზრით მანიპულირებაში მათი Vires.Finance დაკრედიტების პლატფორმის მეშვეობით და პროექტს პონცის სქემა უწოდა.

2023 წლის იანვარში, Waves.Exchange-ის კლიენტებმა დაიწყეს მასობრივად ჩივილი, რომ ვერ ახერხებენ USDT და USDC სტეიბლკოინების გატანას. ამავდროულად, ბლოკჩეინის მიმომხილველი  ტრანზაქციების შესრულებასა და ამ პლატფორმაზე სტაბილური მონეტების საკმარის კაპიტალიზაციაზე მიუთითებდა. თუმცა, Ethereum-ხიდის სტატისტიკა აჩვენებდა, რომ DEX-ზე USDC და USDT პრაქტიკულად არ დარჩა.

HAPI Labs-ში მიაჩნიათ, რომ დეცენტრალიზებული ბირჟა ცენტრალიზებულ შლუზს იყენებს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენმა კლიენტმა ვერ შეძლო თანხის გამოტანა და სად გაქრა ის.

არასაკმარისი ლიკვიდობა, ჰაკები, ქურდობა, მომხმარებლის საჩივრები ადრეც იყო Waves.Exchange-ის  პრობლემა. მაგრამ, ამ სავალალო ინციდენტებს ოფიციალური რეაქცია არასოდეს მოჰყოლია.

შესაძლოა ამიტომაა, რომ Waves ვებსაიტზე, იმ განყოფილებაში, სადაც ბირჟები არის ჩამოთვლილი, სადაც შეგიძლიათ  მათი ნატიური ტოკენის შეძენა (მათ შორის, Waves.Exchange), გამოქვეყნებულია დამაფიქრებელი დისკლეიმერი.  თითქოსდა ყველა ჩამოთვლილი სავაჭრო პლატფორმა მათ მიერ არ არის აღიარებული და ზოგადად მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის.
გაფრთხილება Waves ვებსაიტზე

გაფრთხილება Waves ვებსაიტზე

სხვა წითელი დროშები:

  • პროექტს არ აქვს დეტალური ტოკენომიკა, რომელიც აღწერს ტოკენების განაწილებას;
  • საგზაო რუკა მხოლოდ 2022 წელზეა გაწერილი;
  • მონეტების შეუზღუდავი მიწოდება;
  • Waves 2.0-ზე გადასასვლელად მომხმარებლებს ორი კვირის განმავლობაში უნდა გაეტანათ WAVES ტოკენები ცენტრალიზებული ბირჟებიდან და ქსელში სტეიკინგზე განეთავსებინათ;
  • პროექტის უკან დგას კომპანია DLTech Ltd, რომელიც რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე (ცნობილი ოფშორული ზონა, რომელსაც თაღლითები იყენებენ);
  • საიტზე არ არის კატეგორია, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის გუნდს.

ვინ დააარსა პროექტი?

Waves ბლოკჩეინის მთავარი სახე არის ვინმე საშა ივანოვი, რომელმაც 27 თებერვალს ტვიტერში დაწერა, რომ ზაპოროჟიედან იყო და პოსტს უკრაინის დროშა მიამაგრა. ახლა ზოგიერთი შეცდომით თვლის, რომ Waves არის უკრაინული პროექტი. თუმცა, ის სავარაუდოდ რუსულია. ამაზე რამდენიმე ფაქტი მიანიშნებს.
Waves ბლოგის სქრინი, რომელზეც საშა ივანოვია გამოსახული, წყარო — blog.waves.tech

Waves ბლოგის სქრინი, რომელზეც საშა ივანოვია გამოსახული, წყარო — blog.waves.tech

The Defiant Waves-ს რუსულ Ethereum-ს უწოდებს. Kraken-ის ბლოგში კი ნათქვამია, რომ ბლოკჩეინი  რუსეთის ფედერაციის ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტართან თანამშრომლობდა.

ასევე არსებობს ვარაუდები, რომ WAVES ტოკენი, რომელმაც დაიწყო ზრდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისთანავე, გამოიყენეს პროექტის შემქმნელებმა და სხვა რუსებმა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით. WAVES ერთ თვეში, 600%-ით გაძვირდა და 31 მარტს რეკორდულ ნიშნულს,  62$-ს მიაღწია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს ჩვეულებრივი ფამფი და დამფი იყო.

რას წერენ WAVES-ის შესახებ ტვიტერზე?

დათვური განწყობა ჭარბობს. ბევრი მომხმარებელი წერს, რომ ეს ბლოკჩეინი არის თაღლითობა უსასრულო მიწოდებით, LUNC-ის ან BNX-ის მსგავსად.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ Waves-ის გუნდი ატყუებს მომხმარებლებს და პროექტები მათი ეკოსისტემიდან არის სქამი და თაღლითობა. რა თქმა უნდა, შეტყობინებები სავსეა გაფრთხილებებით Waves.Exchange-ის შესახებ, რადგანაც ადამიანებს ამ დრომდე ვერ გააქვთ საკუთარი სახსრები.

Waves-ის ნეგატიური შეფასებები ტვიტერში, წყარო - Coin Market Cap

Waves-ის ნეგატიური შეფასებები ტვიტერში, წყარო - Coin Market Cap