Polymath: ტოკენის ERC-1400 სტანდარტიდან Polymesh-ის ბლოკჩეინამდე

ფოტო - Polymath: ტოკენის ERC-1400 სტანდარტიდან Polymesh-ის ბლოკჩეინამდე
Polymath არის კანადური კომპანია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის გვთავაზობს ინსტრუმენტებს security-ტოკენების (ტოკენიზებული აქციები, ბონდები და კაპიტალის წილის სხვა უფლებები) შემუშავებისთვის, რომლებიც რეგულირდება კანონით ფასიანი ქაღალდების შესახებ.
Polymath-ს security-ტოკენების კომპლექსურად შექმნისთვის გააჩნია ორი პლატფორმა - Polymath Capital და Token Studio. პირველი კრიპტოგრაფიის მეშვეობით ფინანსური ინსტრუმენტების დიგიტალიზაციას ახდენს. მეორე კი აუცილებელია ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების კონფიგურაციისთვის, მართვისა და განაწილებისთვის.

კომპანიის საბაზისო ტექნოლოგიებს, რომლებზეც ეს პლატფორმებია დაფუძნებული, წარმოადგენს ინსტიტუციონალური ბლოკჩეინი ღია საწყისი კოდით Polymesh და ტოკენების სტანდარტი ERC-1400. ბლოკჩეინი 2021 წელს ამოქმედდა, სტანდარტი კი 2018 წელს მიიღეს.

Polymath-ის გენერალური დირექტორია ვინს კადარი. მანამდე ის იყო CEO ფინტექ კომპანიაში Telepin Software Systems, რომელიც კრიპტოსაფულეებისა და გადახდის პლატფორმებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიდა. ვინს კადარი ასევე Airwide Solutions-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი და დამფუძნებელია.

Polymath-ის utility-ტოკენი — POLY

POLY კომპანიის საკუთარი utility-ტოკენია, რომელიც გამოიყენება პლატფორმებზე Polymath Capital და Token Studio. სტატიის წერის მომენტში, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 182,3 მილიონ დოლარს შეადგენს. ბაზარზე მიმოქცევაშია 924,9 მილიონი ტოკენი, ხოლო მაქსიმალური მიწოდება 1 მილიარდი POLY-ით არის შეზღუდული.

ლისტინგის დროს, რომელიც 2018 წელს შედგა, განაწილდა 240 მილიონი ტოკენი, კიდევ 75 მილიონი 2024 წლის იანვრამდეა  დაბლოკილი.

ERC-1400 სტანდარტის შესახებ

ERC-1400 სტანდარტი არის ერთიანი ფრეიმვორკი, რომელიც security-ტოკენების სტრუქტურირებას ახდენს. ის მათი გენერირების პროცესს ამარტივებს და ტოკენიზებულ ფასიან ქაღალდებს თავსებადს ხდის. ERC-1400-ს საფუძვლად უდევს პროტოკოლი ST20, რომელშიც შემუშავების წესები და რეკომენდაციებია ჩაწერილი.

ERC-1400 სტანდარტი ასევე წარმოადგენს პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს security-ტოკენების რეგულირებას, მათ შორის სხვადასხვა იურისდიქციის კანონებს.

ERC-1400 სტანდარტის გამოყენების ძირითადი უპირატესობები:

  • მაღალი გამჭვირვალობა. გადარიცხვის სტატუსის გაუქმების, შეცვლისა და შემოწმების, აგრეთვე ტოკენის კონტრაქტის აუდიტის ჩატარების  შესაძლებლობა, რათა შემცირდეს მაქინაციების რისკი და გაიზარდოს მდგრადობა მარეგულირებლების მიმართ;
  • მანამდე ჩატარებული ინსპექტირება. ტოკენის ლისტინგამდე ბირჟებზე ტექნიკური შემოწმების გავლის აუცილებლობა ნიველირებულია;
  • მხარდაჭერილია სხვადასხვა ტიპის აქტივები. შესაძლებელია აქციების, ბონდების, კერძო კაპიტალის, უძრავი ქონების, სახვითი ხელოვნების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაცია;
  • გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი. ინვესტორებს არ მოუწევთ წარუმატებელი გარიგების მიზეზის ხანგრძლივი ძებნა და არ გაუჭირდებათ იმ მოთხოვნების გაგება, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს.

Polymesh — ბლოკჩეინი security-ტოკენებისთვის

ბლოკჩეინი Polymesh სპეციალურად security-ტოკენებისთვის შეიქმნა. ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გადასატანად Polymesh-ის გამოყენებით, შეგიძლიათ დაივიწყოთ პრობლემები და სირთულეები, რომლებსაც ამ ტიპის ციფრული აქტივი სხვა განაწილებულ რეესტრებში აწყდება.

Polymesh-ის თავისებურებები:

  • აქტივებისა და გარიგებების კონფიდენციალურობა;
  • ჩაშენებული KYC და AML შემოწმებები, რომლებიც ინვესტორების ვინაობას ადასტურებს;
  • კომპანია აკონტროლებს ბლოკჩეინს სმარტ კონტრაქტების მეშვეობით (მასში არ შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი ფორკები, გარიგებების დუბლირება და კლასიკური ბლოკჩეინის სხვა ხარვეზები);
  • ოპერაციების გამართულად შესრულება და დამატებითი ლიკვიდობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამირებადი და ავტომატიზებული შემოწმებები სმარტ კონტრაქტების მეშვეობით;
  • პროცესის მარტივი მართვა;
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა.

ბლოკჩეინ Polymesh-ს გააჩნია საკუთარი ტოკენი - POLYX. ის გამოიყენება საკომისიოს სახით ტრანზაქციების განსახორციელებლად, ქსელური მოდულების ღირებულების გადასახდელად და ვალიდატორებისთვის განკუთვნილი ჯილდოს სახით. POLYX-ის მიღება შესაძლებელია მასზე ტოკენ POLY-ის გაცვლით, კომპანია Polymath-ის სპეციალური ხიდის მეშვეობით.