რა არის ლევერიჯის მქონე ტოკენები და როგორ მუშაობს ისინი?

ფოტო - რა არის ლევერიჯის მქონე ტოკენები და როგორ მუშაობს ისინი?
ლევერიჯის მქონე ტოკენები დერივატული ინსტრუმენტებია, რომლებიც ჩაშენებული ლევერიჯის მქონე აქტივების ყიდვისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა.
კრიპტოვალუტის ბირჟები ამ ინსტრუმენტს სხვაგვარად უწოდებენ: FTX-ზე ლევერიჯის მქონე ტოკენები პრეფიქსს „Bull/Bear“ ატარებდნენ, Gate-მა და Kucoin-მა კრიპტოვალუტის სახელს ტიკერი X3 და ფასის მიმართულება (L - გრძელი, S - მოკლე) დაამატეს. ეს მაჩვენებელი ლევერიჯის ოდენობაა, რომელიც საბაზისო აქტივს აქვს.

მუშაობის მექანიზმი

ლევერიჯის მქონე ტოკენების გამოყენებისას, ფიუჩერსებით, ან მარჟით ვაჭრობა საჭირო არ არის. მაგალითად, თუ ტრეიდერი BTC-ის ზრდას ელოდება, ის ლევერიჯის მქონე ტოკენს BTCX3L (BTC X3 Long) ყიდულობს. ბიტკოინის ზრდასთან ერთად, ტოკენი 3-ჯერ უფრო გაიზრდება, თუ მისი ლევერიჯი 3-ს შეადგენს.

მთავარი თავისებურებები აქ გამოყენების სიმარტივე და ლიკვიდაციის არარსებობაა. სახსრების სესხება, დაფარვა და დაბრუნება არ არის საჭირო, ხოლო თუ აქტივი ტრეიდერის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, გარიგება ლიკვიდირებული არ იქნება. ეს მხოლოდ მონეტის ფასის მნიშვნელოვან შემცირებაზე აისახება.
AVAX3S (Kucoin)

AVAX3S (Kucoin)

სხვადასხვა ბირჟები – სხვადასხვა პრინციპი

მიუხედავად იმისა, რომ ლევერიჯის მქონე ტოკენის არსი ყველგან ერთმანეთის მსგავსია, ეს აქტივები კრიპტობირჟებზე ერთნაირი არ არის და მათ შეიძლება განსხვავებული ფასები ჰქონდეთ. თითოეული მონეტა კონტრაქტების პორტფელია და მისი ფასი სასტარტო თარიღის მიხედვით ყალიბდება.

მაგალითად, ბირჟაზე Binance ლევერიჯის მქონე ტოკენებს საშუალო ლევერიჯი X3 აქვთ, მაგრამ ის მუდმივი არ არის. ფაქტობრივი ლევერიჯი 1.5X-4X დიაპაზონში ცურავს, რაც საკუთარ ტრეიდინგში დიდ სირთულეებს ქმნის: რთულია მომავალი გარიგების გამოთვლა, თუ მისი პირობები „საბაზრო სიტუაციიდან გამომდინარე“ მუდმივად იცვლება.

როგორც აღვნიშნეთ, ლევერიჯის მქონე ტოკენების ყველაზე დიდი არჩევანი FTX-ზე იყო წარმოდგენილი. ახლა ეს ნიშა სხვა პლატფორმებთან ერთად Gate-მაც დაიკავა.

ჰიპერინფლაციის ხაფანგი

როგორ მაცდურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ფრაზა „ლევერიჯი  ლიკვიდაციის გარეშე“, ლევერიჯის მქონე ტოკენები, უმეტესწილად, მომხმარებლებისთვის წამგებიანი ინსტრუმენტია. პირველ რიგში, ასეთ აქტივებზე ვაჭრობის მოცულობა მინიმალურია, რას გამოც ლიკვიდურობასთან დაკავშირებით პრობლემები ჩნდება. ყიდვა და გაყიდვა ხდება არა საბაზრო ფასად, არამედ 10-15%-იანი სპრედით, რის გამოც ღია გარიგება მაშინვე წამგებიანი ხდება.
ტოკენ Looks3S-ის ლიკვიდურობის პრობლემები

ტოკენ Looks3S-ის ლიკვიდურობის პრობლემები

მეორეც, კრიპტოვალუტის ბაზრის ვოლატილობის გამო, ლევერიჯის მქონე ტოკენები „ჰიპერინფლაციის“ თვისებას იძენს. მუდმივი ლევერიჯის გამო, ტოკენის ფასი მთელი სავაჭრო პერიოდის განმავლობაში იაფდება.

მაგალითად, 19 ივნისიდან BTC 15%-ით გაიაფდა. ბიტკოინის ვარდნის ფონზე, 3X ლევერიჯის გათვალისწინებით, ლევერიჯის მქონე ტოკენი თითქოს დაახლოებით 45%-ით უნდა გაზრდილიყო. ამის ნაცვლად იმავე თარიღიდან BTC3XS-მა თავისი ღირებულების 50% დაკარგა. ეს აქტივის დიდ "აქეთ-იქით" რყევებს უკავშირდება, რის გამოც ლევერიჯის მქონე ტოკენის ფასი მუდმივად ეცემა.
BTC-ის ფასის ვარდნა და BTC3XS-ის ფასის შესაბამისი ვარდნა

BTC-ის ფასის ვარდნა და BTC3XS-ის ფასის შესაბამისი ვარდნა

რატომ ხდება ასე? გაჩვენებთ მაგალითზე. 

● დავუშვათ, საბაზისო აქტივის ფასი $1 არის, 3X ლონგ ტოკენის ფასი ასევე $1 იქნება.

● თუ აქტივი 100%-ით ძვირდება, მისი ღირებულება $2 აღწევს. შესაბამისად, ლევერიჯის მქონე ტოკენი 300%-ით გაძვირდება და $4-იან ნიშნულს მიაღწევს.

● ამის შემდეგ, საბაზისო აქტივი $1-ის ღირებულებას უბრუნდება, რითაც ღირებულების 50% კარგავს. თუ ტრეიდერს ლონგი 3X ლევერიჯით ჰქონდა გახსნილი, უბრალოდ მისი ლიკვიდაცია მოხდებოდა. მაგრამ ლევერიჯის მქონე ტოკენი 150%-ით (50% * 3) ვერ გაუფასურდება. ამის ნაცვლად ის 80-90%-ით იაფდება და ახლა მისი ღირებულება  $0.75-0.70-ია.

● შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც კრიპტოვალუტა არ გაიაფდა, მაგრამ ლევერიჯის მქონე ტოკენი აქტივის კურსის მუდმივი რყევების გამო დაეცა.

ბევრ ტრეიდერს ლევერიჯის მქონე ტოკენების მუშაობის პრინციპი არ ესმის და მათ ფიუჩერსული გარიგებების ალტერნატიულ და „მარტივ“ ჩანაცვლებად მიიჩნევს. სინამდვილეში კი, ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც, განაკვეთის დაფინანსებისა (ლევერიჯის მქონე ტოკენი მაინც ფიუჩერსების ნაკრებია) და ტოკენის სპეციფიკური მუშაობიდან გამომდინარე,  უპირატესად ბირჟა ხეირობს.