როგორ მივიღოთ რეტროდროპი Optimism-გან?

ფოტო - როგორ მივიღოთ რეტროდროპი Optimism-გან?
ტოკენების საერთო რაოდენობის 19% გამოყოფილია მომხმარებელთა ჯილდოებისთვის. პირველი რეტროდროპი მხოლოდ 5% იყო. დარჩენილია დაუნაწილებელი ტოკენების 14%. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ Optimism-ის ქსელში არსებულ ყველა აქტივობას, რომელიც მომავალში რეტროდროპების მიღებაში დაგეხმარებათ.
Optimism არის სწრაფი, იაფი, სტაბილური და მასშტაბირებადი L2-ბლოკჩეინი, რომელიც შექმნეს Ethereum-ის დეველოპერებმა. Optimism-ის არქიტექტურა ეკვივალენტურია EVM-ს და შექმნილია როგორც არსებული Ethereum-ის პროგრამული უზრუნველყოფის მინიმალური გაფართოება, რომელიც თქვენს Ethereum-ის აპლიკაციების  მასშტაბირებას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე ახდენს.

ტოკენების საერთო რაოდენობის 19% გამოყოფილია მომხმარებელთა ჯილდოებისთვის. პირველი რეტროდროპი იყო მხოლოდ 5%, ფულადი თანაფარდობით ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიღო 30 000 დოლარამდე, დროპის ყველა პირობებით. ჯილდო მიიღეს ოფიციალური ხიდის მომხმარებლებმა (OP Bridge), ხიდის განმეორებითმა მომხმარებლებმა, Gitcoin, DAO Voter და სხვა დონატერებმა. ასევე იყო მულტიპლიკატორი (ანუ რაც უფრო მეტ მოქმედებას  ახორციელებდით, მით უფრო მეტ ტოკენი გერგებოდათ). 

რატომ უნდა ველოდოთ მეტ რეტროდროპებს?

ვინაიდან მომხმარებელთა ტოკენების pool-ი ჯერ კიდევ დიდია, შეინახეთ აქტივობების დაახლოებითი ჩამონათვალი,რომელიც საშუალებას მოგცემთ შემდგომი რეტროდროპის პრეტენდენტთა შორის  იყოთ.

პროექტის გუნდმა უკვე განაცხადა მომავალი დროპის შესახებ, რომელიც  თებერვალში უნდა ჩატარდეს. მისთვის გამოყოფილი იქნება 10 მილიონი OP ტოკენი.

1. Optimism-ის ქვესტები

სულ არის 18 ქვესტი. უმაღლესი ხარისხის "Tier 3"-ის მისაღწევად მხოლოდ 10  უნდა გაიაროთ. ყოველი დავალების შესრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ NFT-ს. ყველა ამოცანა განსხვავებულია და დაკავშირებულია Optimism-ქსელის ეკოსისტემასთან. ქვესტების შესრულების ბოლო ვადაა 17 იანვარი. დრო არც ისე ბევრია, ამიტომ უნდა იჩქაროთ, რადგან ზოგიერთ ქვესტში არსებობს ტოკენების შენახვის პირობები.

2. Optimism ქსელში რეგულარული აქტივობა

აჩვენეთ თქვენი აქტივობა ქსელში, განახორციელეთ გადაცვლები Optimism -ის ქსელში სხვადასხვა რესურსებზე.
Optimism-ის ქსელში  მომუშავე dApp-ი — Uniswap

3. ურთიერთქმედება სხვა L1 ქსელებთან

გადარიცხეთ თანხა ერთი ქსელიდან მეორეში. მაგალითად, Arbitrum -  Optimism, Optimism -  Ethereum და ა.შ. გამოიყენეთ როგორც ოფიციალური, ასევე სხვა პროექტების ხიდები.
სხვა პროექტები Optimism-ქსელის მხარდაჭერით:

4. Dao Voting

იყავით აქტიური ამომრჩეველი L1-ში. უამრავი პროექტი არსებობს, არჩევანი დიდია. ამისათვის თქვენ უნდა იყოთ პროექტის ტოკენების ნებისმიერი ნაწილის მფლობელი, რომელიც ასეთ კენჭისყრას  ატარებს. მაგრამ უმჯობესია Optimism -ის კენჭისყრაში მონაწილეობა.  ამისათვის თქვენ უნდა გადააგზავნოთ თქვენი OP ტოკენები აქ , ხოლო  ხმის მიცემა კი  შეგიძლიათ -  აქ.

5. დონაცია  Gitcoin-ზე

აირჩიეთ ნებისმიერი პროექტი და შესწირეთ მას ნებისმიერი თანხა, მაგრამ სჯობს დონაცია  განახორციელოთ იმ პროექტებში, რომლებიც  Optimism -ის ქსელთან ურთიერთქმედებენ.

6. Gnosis Safe Gnosis Safe-ის  მულტიხელმოწერის გამოყენება

 სეიფის გამოყენება ადამიანთა ჯგუფის მიერ. შექმენით სეიფი, დაამატეთ თქვენი მეორე ანგარიში, განათავსეთ მცირე თანხა  და დაასრულეთ.

ეს ქმედებები საკმარისი უნდა იყოს Optimism -გან მეორე რეტროდროპის მისაღებად.

რბ