პიქსელური ავატარები NFT ბაზარზე წარმატებისთვის პრაქტიკულად განწირულია და საუბარი არა მხოლოდ ლეგენდარულ Crypto Punks-ზე, ApeGang-სა ან CyberKongz-ზე გვაქვს. 2022 წლის გაზაფხულზე OpenSea მარკეტფლეისის ტოპში საყვარელი ბუები Moonbirds თავდაჯერებულად შევარდნენ, რომლებიც ლურჯ ჩიპად სწრაფად იქცნენ.
კოლექცია Moonbirds, რომელიც Ethereum-ზე დაფუძნებული 10 000 NFT-სგან შედგება, ორგანიზაციამ PROOF 2022 წლის 16 აპრილს აამოქმედა. 48 საათში ის მთლიანად გაიყიდა. ბუების პიქსელურმა გამოსახულებებმა, რომლებიც კომპიუტერით იყო გენერირებული, ბაზრის მონაწილეები მონუსხა და OpenSea-ს ტოპში თავდაჯერებულად შეაბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოსკენ მთვარის ფრინველების ირგვლივ აგორებული აჟიოტაჟი ჩაცხრა, სტატიის მომზადების მომენტში კოლექცია მარკეტფლეისის რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.
წყარო: OpenSea
რატომ მოეწონა ეს კოლექცია მომხმარებლებს და რატომ იქცა ის მალე ლურჯ ჩიპად? NFT-ის ვიზუალური მიმზიდველობისა და შესაძლებლობების გარდა, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ, მნიშვნელოვანი როლი შემქმნელების უნაკლო რეპუტაციამ ითამაშა.
PROOF ტექნოლოგიური მეწარმე კევინ როუზისა და მხატვარ ჯასტინ მეზელის ერთობლივი პროექტია. როუზმა ინტერნეტ ვუნდერკინდისა და ადამიანის სახელი მოიხვეჭა, რომელიც არასოდეს ცდება. Web3-ისა და NFT-ისადმი მიძღვნილი ორგანიზაციის დაარსებამდე, ის ახალი ამბების პოპულარული, სოციალური ვებგვერდ Digg-ისა და რამდენიმე სხვა კომპანიის თანადამფუძნებელი იყო.
თავდაპირველად, PROOF-მა ძალები ბაზარზე 2021 წლის ბოლოს Proof Collective NFT-ის გამოშვებით მოსინჯა. 1000 არაჩანაცვლებადი ტოკენი Discord-ის კერძო სერვერზე საწევრო ბარათებისა და საშვების სახით გამოიყენებოდა. მათი მფლობელები NFT-ის მომდევნო გამოშვებებსა და პოდკასტების ახალ ეპიზოდებზე ადრეულ წვდომას იღებდნენ.
შემდეგი ნაბიჯი ექსკლუზიური პროექტი Grails გახდა, რომლის ფარგლებშიც PROOF Collective NFT-ის თითოეულ მფლობელს Grail-ის მოჭრის შესაძლებლობა 1:1 თანაფარდობით მიეცა. ამასთან, მხატვრის ვინაობა მოჭრის დასრულებამდე არ ხმაურდებოდა. უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობა Larva Labs-მა, ტაილერ ჰობსმა, ალექსის ოჰანიანმა და NFT სამყაროს სხვა ცნობილმა პირებმა მიიღეს.
კოლექცია Moonbirds ბაზრის დაპყრობის კანონზომიერი გაგრძელება გახდა. წინა პროექტებისგან განსხვავებით, ის ფართო აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. კოლექციის წარმატებამ PROOF-ს საშუალება მისცა, სტარტაპიდან პერსპექტიულ Web3 კომპანიად ქცეულიყო, რომელიც სერიოზული ინვესტორებისთვის საინტერესო იქნებოდა. ამრიგად, ზაფხულის ბოლოს მან Seven Seven Six-დან, True Ventures-დან, Collab+Currency-დან, Flamingo DAO-დან, SV Angel-სა და VaynerFund-დან $50 მილიონი მოიზიდა.
Moonbirds - მეტი, ვიდრე უბრალოდ ავატარი
წყარო: moonbirds.xyz
მაშ ასე, 10 000 NFT-ს პიქსელური ბუების სახით "მდიდარი მრავალფეროვნება და იშვიათობაზე დაფუძნებული მახასიათებლების უნიკალური ნაკრები" გააჩნია. ყოველი არაჩანაცვლებადი ტოკენი PROOF Discord-ის დახურულ კლუბში საშვად იქცევა. აქ ბუების მფლობელებს Moonbirds-თან დაკავშირებულ დროპებზე, ღონისძიებებსა და შემუშავებად პროექტებზე, მათ შორის საკუთარ მეტავერსზე Highrise წვდომა ელოდება.
“PROOF-ის მიერ შექმნილი მეტავერსი არსებული “უსასრულო” სამყაროებიდან დრამატული გამგზავრება გახდება, რომლებიც მოჩვენებათა ქალაქს წააგავს. ის უნიკალურად განსხვავებულია და თქვენ, როგორც დაბუდებული Moonbirds-ის მფლობელი, ადრეულ წვდომას მიიღებთ. Moonbirds-ის მინთი დასაწყისია", - აცხადებენ კომპანიაში.
დეველოპერები მომხმარებლებს არა მხოლოდ NFT-ების ფლობას, არამედ მათ დაბლოკვასა და უშუალოდ მომხმარებლის საფულეში ინვესტირებას სთავაზობენ. ამ პროცესს ბუდობა ეწოდება და ის დამატებითი სარგებლის გარანტიას იძლევა, რომლის რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება.
წყარო: OpenSea
დამტკიცებული წესების მიხედვით, ფასდება ბუდობის მიმდინარე პერიოდის ხანგრძლივობა და ინვესტიციის მთლიანი დრო. ორივე კატეგორია სხვადასხვა ბონუსს ითვალისწინებს. ჯილდოების, მეტავერსის მახასიათებლებისა და ახალი კოლექციის, Moonbirds Mythics-ის გამოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი უკვე 2023 წელს გველოდება.