რა არის "Avalanche"? პროექტის თავისებურებები და პერსპექტივები

ფოტო - რა არის "Avalanche"? პროექტის თავისებურებები და პერსპექტივები
კრიპტოვალუტის სივრცეში უამრავი ბლოკჩეინია, რომელთაგან თითოეული კონკურენციას უწევს სხვებს მრავალი პარამეტრის მიხედვით, როგორიცაა მასშტაბირება, დეცენტრალიზაცია, ტრანზაქციის სიჩქარე და საკომისიოს ოდენობა. ერთდროულად ყველა ამ პარამეტრისთვის მაღალი დონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ Avalanche-ის პროექტმა ეს სცადა.

Avalanche: რა არის ეს?

პროექტი Avalanche 2018 წელს ამერიკულმა კომპანიამ Ava Labs კომპიუტერული მეცნიერის, ემინ გიუნ სირერის ძალისხმევით  დაარსა. 2020 წელს მთავარი ქსელი ამოქმედდა და მას შემდეგ Avalanche მუდმივად იხვეწება.

ჯამში, ამ პროექტმა რამდენიმე ICO-ს მეშვეობით დაახლოებით 56 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, ასევე 248 მილიონი აშშ დოლარი სხვადასხვა ვენჩურული ფონდებიდან, რომელთა შორის ლიდერობენ Polychain Capital და Three Arrows Capital. 

Avalanche არის L1 ქსელი, რომელიც შედგება სამი ცალკეული ბლოკჩეინისგან - X-Chain, C-Chain და P-Chain. თითოეული მათგანი მუშაობს Proof-of-Stake ალგორითმზე, მაგრამ განსხვავდება სტრუქტურისა და ფუნქციების მიხედვით.

X-Chain არის გაცვლითი ბლოკჩეინი, რომელიც  კრიპტოვალუტების მისაღებად და გასაგზავნად გამოიყენება. წამში 4500 ტრანზაქციის გამტარუნარიანობით, ის ადგენს ფიქსირებულ საკომისიოს 0,001 AVAX-ის ოდენობით. 

C-Chain არის გარემო სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. აქ გამოიყენება კონსენსუსის პროტოკოლი Snowman, რომელიც EVM-თან არის თავსებადი.

P-Chain-ით, ვალიდატორებს შეუძლიათ შექმნან მთელი ქვექსელები და განათავსონ AVAX ტოკენები სტეიკინგზე.

რა არის თქვენი AVAX?

AVAX არის Avalanche-ის ნატიური ტოკენი, რომელიც ტრანზაქციის საკომისიოსთვის გამოიყენება და ქსელის მუშაობის მხარდასაჭერად სტეიკინგზე თავსდება. 

AVAX-ის ემისია შემოიფარგლება 720 მილიონი ტოკენით, აქედან 44% უკვე მიმოქცევაშია. ჯაჭვის მომსახურების გადახდისთვის  გამოყენებული ყველა ტოკენი იწვის, რაც გარკვეულწილად ინფლაციის კომპენსაციას ახდენს.

AVAX იყიდება უმეტეს ცენტრალიზებულ ბირჟებზე, რომელთა შორისაა WhiteBIT, Huobi, OKX, Binance, Coinbase, Bybit, Kucoin და სხვა.

ქსელ Avalanche-ის და მისი AVAX ტოკენის Metamask-თან დასაკავშირებლად, პარამეტრებში აირჩიეთ „ქსელის ხელით დამატება“ და შეიყვანეთ შემდეგი ინფორმაცია:

ქსელის სახელი: Avalanche
RPC URL: https://api.avax.network/ext/bc/C/rpc
ID ჯაჭვები: 43114
ვალუტის სიმბოლო: AVAX
ბლოკების გამტარის URL მისამართი: https://snowtrace.io/ 

პროექტის პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ Avalanche პროექტის იდეოლოგია და მიდგომა ძალიან პერსპექტიულია, AVAX ტოკენის თაობაზე გარკვეული შეშფოთება არსებობს. საუბარია  ინვესტორ „Three Arrows Capital-ის", ასევე „Luna Foundation-ისა“ და „Terraform Labs-ის“ გაკოტრებაზე. 

საქმე ისაა, რომ Luna-სა და UST-ის ტოკენების კრახის წინა დღეს, ორმა კომპანიამ Ava Labs-თან „ურთიერთმომგებიანი“ პარტნიორობა გააფორმა. მათ გაცვალეს LUNA და UST AVAX-ის ტოკენებში, ჯამში 200 მილიონი დოლარის ოდენობით. ამიტომ Avalanche-ის დეველოპერმა კომპანიამ ეს თანხა თითქმის დაკარგა, ხოლო Terra Luna-ს გუნდს, გაყიდვის შემთხვევაში, AVAX ტოკენის "დამპი" ჯერ კიდევ შეუძლია. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ჩვენ ეს უკვე გადავიტანეთ, ამიტომ საბაზრო ღირებულებაზე შემდგომი ზეწოლა აღარ უნდა მოხდეს.

თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ეს Amazon Web Services-თან (AWS) Ava Labs-ის ბოლო პარტნიორობაზეა ნათქვამი. Amazon-ის შვილობილი კომპანია Avalanche ქსელის ინფრასტრუქტურასა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების ეკოსისტემას მხარს დაუჭერს. Ava Labs, თავის მხრივ, გამოიყენებს საკუთარ რესურსებს AWS Activate სტარტაპების მხარდასაჭერად.

გამოდის, რომ Avalanche არსებითად საკმაოდ ღირსეული პროექტია კარგი პერსპექტივით, მაგრამ მის ტოკენებში ინვესტიცია ცოტა სარისკოა.