რა არის DEXTools?

ფოტო - რა არის DEXTools?
DEXTools — არის პლატფორმა ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ყველა ძირითადი ბლოკჩეინის თაობაზე, დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტის ბირჟებზე და მათ სავაჭრო წყვილებზე. ის აერთიანებს ერთ საიტზე ვაჭრობისთვის აუცილებელ მონაცემებს და კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ამომწურავ სურათს გვაძლევს.
DEXTools სრულად  ფასიანი მომხმარებლებისთვის იხსნება. მათ შეუძლიათ შექმნან ყველაზე ეფექტური სავაჭრო სტრატეგიები, ბაზრის მოძრაობის პროგნოზირება მოახდინონ, იპოვონ საუკეთესო სპრედები, აკონტროლონ და დააკოპირონ ტრეიდერების მომგებიანი საფულეები, გამოიყენონ ექსკლუზიური ფუნქციები. თუმცა, კრიპტოვალუტის წყვილების შეფასება და მონიტორინგი შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც.

DEXTools უზრუნველყოფს მონაცემებს რეალურ დროში და მათ სანდოობაზე მუშაობს. თავის მანიფესტში პლატფორმის გუნდის ძირითადი აქცენტებია: ისინი ცდილობენ შექმნან ინფრასტრუქტურა, რომელიც  ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს გააერთიანებს. DEXTools სერვისის დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ მათი ანალიტიკური ინსტრუმენტები მომხმარებლებს კრიპტობაზარზე შემთხვევითი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან იცავს.

DEXTools App

სმარტფონებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის DEXTools აპლიკაციის ხელმისაწვდომი ბეტა-ვერსია 2020 წელს გაჩნდა. DEXTools App ითვლება მთავარ ინსტრუმენტად, რომელიც  DeFi და კრიპტო ბაზრების თვალყურის დევნის, აქტუალური ფასწარმოების შესახებ, მსხვილი ინვესტორების ქცევის, ახალი კრიპტოვალუტის წყვილის და ა.შ  საქმის კურსში ყოფნის საშუალებას იძლევა.

სპეციალური ვიჯეტის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თვალყური ადევნოს საყვარელ კრიპტოვალუტას და რეალურ დროში მიიღოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია.

ასევე შესაძლებელია მონეტების პორტფოლიოს შექმნა და მართვა.

Dextools.io: როგორ უნდა გამოვიყენოთ პლატფორმა?

საიტი dextools.io ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ უფასო ფუნქციები შეზღუდულია. მასში შედის:

  • Live New Pairs.  რეალურ დროში თვალყურის დევნა ახალ წყვილებზე, რომლებიც  სხვადასხვა ბირჟებზა დარეგისტრირებული და გაცემულია სხვადასხვა ბლოკჩეინზე.

  • Pair Explorer. ტოკენების დიაგრამებისა და ტრანზაქციების შესწავლა პროექტის მეტრიკებთან ერთად.

  • Big Swap Explorer. მსხვილი ინვესტორების ტრანზაქციების ანალიზი.

  • Multiswap. უზრუნველყოფს ინფორმაციას სხვადასხვა DEX-ის შესახებ ვაჭრობის აჩქარების მიზნით.

ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის უაცილებელი, უნდა დააკლიკოთ თქვენთვის საინტერესო ინსტრუმენტს და დაიწყოთ მისი შესწავლა. მთავარ გვერდზე მოცემულია ცხრილები ყველაზე მომგებიანი და ნაკლებად წარმატებული პოზიციების შესახებ,  ქსელის უახლესი განახლებები, ყველაზე ცხელი კრიპტო წყვილები და ყველა შესაძლო წყვილის სია, რომელიც დალაგებულია ფასის, მოცულობის, სვოპების, ლიკვიდურობის და სხვა მონაცემების მიხედვით.

ფუნქციების სრულ სიაზე წვდომისთვის და დიდი უპირატესობებით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა დააკავშიროთ თქვენი კრიპტო საფულე DEXTools ვებსაიტთან. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს «connect» ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ თქვენ უნდა გაიაროთ საფულის დადასტურება, რათა პლატფორმამ მასზე საკუთრების უფლება მოგცეთ.

მოხმარების უფასო რეჟიმის გარდა, არის ასევე სტანდარტული და პრემიუმი. პირველ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ყოველთვიური გამოწერის საფასური 100 აშშ დოლარის ოდენობით DEXT-ში, ან კრიპტო საფულეში ჰქონდეს გაჩერებული 1000 DEXT. ამ შემთხვევაში საბაზისო ფუნქციების გარდა, ის მოგების და ზარალის ტრეკერის, სავაჭრო ანალიტიკის, საფულის 12 ცხელი წყვილის, მონაცემთა აგრეგატორის, ლიმიტის ორდერის და სავაჭრო ბოტის შესახებ ინფორმაციით სარგებლობას შეძლებს.

პრემიუმის სააღრიცხვო ჩანაწერი ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც 100,000 DEXT-ს შეაჩერებს. ის უზრუნველყოფს წვდომას პლატფორმის ყველა ძირითად მახასიათებელზე, მათ შორის მულტიდიაგრამებზე, სტატისტიკასა და ანალიტიკაზე.

სამსახურებრივი ტოკენი DEXT

DEXTools coin (DEXT) არის პლატფორმის სამსახურებრივი ტოკენი, რომლის შეძენაც სერვისის კლიენტს საშუალებას აძლევს მიიღოს გაფართოებული ფუნქციონალი, ექსკლუზიური შეთავაზებები და განსაკუთრებული სტატუსი საზოგადოებაში.

DEXT ემისია შემოიფარგლება 200 მილიონი ტოკენით. მათი ნაწილი დაწვეს, ამიტომ დღეს 150 მილიონი მონეტაა შემორჩენილი. ყოველთვიურად იწვება ტოკენების 10%, რომლებიც სერვისის ფუნქციების გამოსაწერად და გადახდისთვის გამოიყენება. ასე მუშაობს  კომუნალური ტოკენების დეფლაციური სისტემა. ამჟამად ბაზარზე 100 მილიონი DEXT-ით ვაჭრობა ხდება.

საერთო ჯამში, DEXTools არის მოსახერხებელი და უნივერსალური  პლატფორმა DeFi ბაზრების შესასწავლად, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო და ღირებული მრავალი ტრეიდერისთვის.