რა არის GALA კრიპტო?

ფოტო - რა არის GALA კრიპტო?
GALA — არის დეცენტრალიზებული პლატფორმის, Gala Games-ის სამსახურეობრივი კრიპტოვალუტა, რომელიც ქმნის ბლოკჩეინ-თამაშებს საზოგადოების მოთხოვნებზე დაყრდნობით.
პროექტის განვითარებას აკონტროლებენ GALA ტოკენის მფლობელები. ისინი სრულად ფლობენ თავიანთი თამაშის საგნებს, წყვეტენ როგორი იქნება Gala Games-ის საგზაო რუკა და ხმას აძლევენ იმ თამაშებს, რომელთა ნახვა სურთ ეკოსისტემაში.

რისთვის გამოიყენება GALA? ტოკენი აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისთვის, ასევე თამაშში არსებული ელემენტების NFT-ების სახით შესაძენად, მათ შესაქმნელად და სხვადასხვა ქსელში გადასატანად. Gala Games-ის გუნდი მუდმივად ურთიერთობს თავის კომიუნიტისთან,  აანალიზებს მათ წინადადებებს, რადგანაც მომხმარებლის მოსაზრებები განსაზღვრავს თითოეული თამაშის დიზაინს, სიუჟეტს და სპეციფიკას.

GALA კრიპტოვალუტა 2020 წელს გამოჩნდა, საწყისი ფასი 0,001 დოლარი იყო. 2021 წელს ტოკენმა  $0.1 ზღვარი გადალახა და განაგრძო ზრდა. GALA-ს მაქსიმალურმა ღირებულებამ 2021 წლის ნოემბერში $0,83 მიაღწია. ფასის ისტორიული მინიმუმი2020 წლის სექტემბერში  დაფიქსირდა - $0.00149. სულ 35 მილიარდი GALA შეიძლება იყოს გამოშვებული. ახლა მიმოქცევაში დაახლოებით 6,9 მილიარდი მონეტაა.

არსებიბს GALA-ს გამომუშავების შემდეგი საშუალებები:

  • ბირჟაზე ტოკენის შეძენა
  • ტოკენის მიღება Gala-ს ნოდის მართვისთვის ან მაინინგით;
  • პლატფორმის ბლოკჩეინ-თამაშებში ტოკენების გამომუშავება;
  • პროექტის რეფერალურ პროგრამებში მონაწილეობა;

პასუხი კითხვაზე "რა არის GALA?" არასრული იქნებოდა ნოდ-Gala-ს  კონცეფციის აღწერის გარეშე. პლატფორმის მუშაობაზე პასუხისმგებელია მომხმარებლები, რომლებიც მართავენ Gala-ს ნოდებს (ან „კვანძებს“) თავიანთი კომპიუტერებიდან. იმისათვის, რომ გახდეთ ეკოსისტემის კვანძი, თქვენ უნდა დააინსტალიროთ სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პროექტის ვებსაიტზე და დაუკავშირდეთ ბლოკჩეინს. შემდეგ დაიწყება კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესი, კლასიკური კრიპტოგრაფიული მაინინგის მსგავსად.

კრიპტოვალუტა Gala: ფასის პროგნოზი

როგორი შეიძლება იყოს GALA-ს მომავალი? ტექნიკური ანალიზის მიხედვით, 2022 წელს მინიმალური ფასი შეიძლება იყოს $0.055, მაქსიმალური ფასი კი $0.061. 2023 წელს GALA-ს კოტირებამ შეიძლება 0,10 - 0,12 დოლარს მიაღწიოს, ხოლო 2024 წელს 0,15 - 0,17 დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს.

GALA crypto — კარგი ინვესტიციაა?

არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობით GALA ტოკენი შეიძლება კარგ ინვესტიციად იქცეს. ერთ-ერთია  კრიპტოვალუტის შედარებით სიახლე, რომელიც მომავალში უფრო მაღალი ღირებულების პოტენციალს შეიცავს. გარდა ამისა, წარმატების მიზეზი შეიძლება იყოს კომპანიის გამოცდილება ბლოკჩეინ-ამაშების სფეროში და მისი ინტერესი არტისტებთან, ბრენდებთან და სხვა პროექტებთან თანამშრომლობით. NFT-ის გამოყენება კრიპტო თამაშებში გრძელვადიანი ტრენდია და მომავალში შესაძლოა ამ ტიპის აქტივებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდეს.

Gala Games-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ უკვე 1 მილიონს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი მომავალში შესაძლოა გაიზარდოს. პროექტი იხვეწება ეკოსისტემის გაფართოვებასთან და ახალი თამაშების გამოჩენასთან ერთად. ეს GALA-ს მფლობელებს იმედს აძლევს, რომ  გრძელვადიან პერსპექტივაში ფასი გაიზრდება.

რა არის Gala Games?

კომპანია Gala Games ავითარებს ბლოკჩეინ თამაშებს და ქმნის საკუთარ ეკოსისტემას სათამაშო ინდუსტრიაში განაწილებული რეესტრის  ტექნოლოგიის გამოყენებით. პლატფორმა მუშაობს Ethereum და Binance Smart Chain ქსელებზე, მაგრამ  საკუთარი ბლოკჩეინის შექმნაზეც მუშაობს. Gala Games-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ თამაშებში თავისუფლად განკარგონ თავისი NFT ნივთები და ისინი მეორად ბაზარზე გაყიდონ.

პროექტი 2019 წელს გამოჩნდა ერიკ შირმაიერისა და მაიკლ მაკკარტის წყალობით. თავიდანვე მათ დასახეს მიზნად შექმნან პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს მათი სათამაშო აქტივების საკუთრების გარანტიას აძლევს.

გარდა ამისა, გალა თამაშებისთვის დომინანტურია დეცენტრალიზაციის პრინციპი. ამიტომ, დამფუძნებლებმა ტოკენების საწყის შეთავაზებაზე და მათ წინასწარ გაყიდვაზე უარი თქვეს, რათა GALA-ს გამოშვება ყოფილიყო ორგანული და მხარდაჭერილი ნოდებით. ეკოსისტემა გაფართოვდა Founder კვანძების გაყიდვით, რომლებიც ბლოკჩეინ-თამაშების ბირთვი იყო.

ამ დროისთვის Gala საკუთარ GalaChain ბლოკჩეინზე მუშაობს, ამყარებს  პარტნიორულ ურთიერთობებს და არის დაკავებული არსებული სათამაშო სტუდიების შესყიდვით. ახალ ქსელს ექნება დაბალი საკომისიო მოსაკრებელი და უკეთესი მასშტაბირება. მთელი ეკოსისტემის GalaChain-ზე გადასვლა პროექტის პოპულარობას გაზრდის და, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს სამსახურეობრივი ტოკენის ფასწარმოებაზე.