რა არის გენერაციული ხელოვნება?

ფოტო - რა არის გენერაციული  ხელოვნება?
გენერაციული ხელოვნება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ნაწილობრივ, ან მთლიანად ავტონომიური სისტემის მიერ ხორციელდება. ინსტრუმენტების სახით ალგორითმების გამოყენება ავტორებს, მათ შორის NFT არტისტებს, საშუალებას აძლევს, ხელოვნების უნიკალური და არაპროგნოზირებადი ნიმუშები შექმნან.
გენერაციული  ხელოვნების არსი ახალი კონცეფციების, ფერის კომბინაციების, ორნამენტებისა და ფორმების ალგორითმულ გენერაციაში მდგომარეობს. ბევრი ავტორი, რომელიც შემოქმედებითობის შესახებ კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს, ამ მიმართულებას სკეპტიკურად უყურებს და ასეთ ნამუშევრებს მხოლოდ კომპიუტერების დამსახურებად მიიჩნევს. ნამდვილად ასეა ეს?

როდის გაჩნდა გენერაციული ხელოვნება?

გენერაციული ხელოვნების პროტოტიპი, თანამედროვე გაგებით, კომპიუტერების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. შემთხვევით დამთხვევებზე დაფუძნებული შემოქმედების ერთ-ერთ წინაპრად ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი უილიამ ჰეისი ითვლება.

თავის წიგნში "მუსიკის შედგენის ხელოვნება სრულიად ახალი მეთოდით", ჰეისმა პირველად აღწერა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ალეატორული კომპოზიცია. ეს შემთხვევით შექმნილი სატირული ნაწარმოებია. არატრივიალური იუმორის მქონე მუსიკოსი დარწმუნებული იყო, რომ ეს მეთოდი "ყველაზე ხელჩაქნეულ ტალანტებსაც" კი დაეხმარებოდა.

რას სთავაზობდა ჰეისი? რანდომული მეთოდით მუსიკის შექმნისკენ მას ლაქებმა უბიძგა. ნოტების ფურცელზე მოხვედრილი ლაქები ნოტებად იქცეოდა, შემდეგ კი ერთიან მელოდიაში ერთიანდებოდა. გაუმჯობესებული მეთოდიკა სათამაშო კამათლების გამოყენებას გულისხმობდა: მუსიკოსი მცირე მონაკვეთს წერდა, კამათელს აგორებდა და მიღებული მნიშვნელობებიდან გამომდინარე, მუსიკალურ თანმიმდევრობას აგებდა.

XIX საუკუნეში გენერაციული ხელოვნების კიდევ ერთი პროტოტიპი - კალეიდოსკოპი გამოჩნდა. გამოგონება იდეების ერთგვარი გენერატორი გახდა ავტორებისთვის, რომლებიც ჩრდილების და ფორმების უჩვეულო კომბინაციით შთაგონებას იღებდნენ.

კომპიუტერის გაჩენა რანდომული შემოქმედების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ხელოვნების ნიმუშების გენერაციული შექმნის სათავეში გერმანელი ფილოსოფოსი მაქს ბენზე იდგა, რომლის სპეციალიზაცია ინფორმაციული და სემიოტიკური ესთეტიკა იყო. ეს შემოქმედების საფუძველში მათემატიკური ფორმულების დანერგვას ცდილობდა და საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას იმაზე ახდენდა, რომ ავტორები არა მხოლოდ საბოლოო ობიექტებს, არამედ პროცესებსაც ქმნიან.

გენერაციული ნაწარმოების შექმნის პრინციპები

  • შემოქმედებითი პროცესის ძირითადი პარამეტრების - ფორმების, ზომების, ფერებისა და ა.შ. განსაზღვრა. 
  • პარამეტრის მნიშვნელობების შეყვანა ალგორითმში თვითნებური რაოდენობით.
  • რანდომული შემოქმედების შედეგად ნივთის მოპოვება.

გენერაციული NFT-ები სმარტ კონტრაქტების დახმარებით იქმნება და ბლოკჩეინზე ინახება. მხატვრებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, კოლექციების თითოეული ელემენტის დამოუკიდებლად დახატვა არ სჭირდებათ. NFT-ის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ძირითადი მახასიათებლებისა და თითოეული მათგანის შესაძლო რყევების დადგენა. დასკვნით ეტაპზე, ნამუშევრების შემდეგი ვარიაციებისთვის, სმარტ სკრიპტები უნდა შეიქმნას და მათი რაოდენობის შეზღუდვა დაწესდეს.

გენერაციული ხელოვნების პროექტები NFT სამყაროში

Art Blocks

Ethereum-ზე დაფუძნებული NFT პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს NFT-ების გენერირებას ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე სთავაზობს. აქ შეგიძლიათ, აირჩიოთ შესაბამისი სტილი, გადაიხადოთ და მიიღოთ ალგორითმის მიერ შემთხვევით გენერირებული ხელოვნების უნიკალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს Ethereum-ის ანგარიშზე ეგზავნება.

Art Blocks-ზე შექმნილი პროექტები ხშირად ბაზრის ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული NFT-ების სიაში ხვდება. მათ შორისაა Ringers #736 და Fidenza #313.

Autoglyphs

გენერაციული ხელოვნების პროექტი CryptoPunks-ის შემქმნელებისგან - Larva Labs. ის 2019 წელს ამოქმედდა, როგორც საქველმოქმედო აქცია ფულის შესაგროვებლად ფონდისთვის, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. 

Autoglyphs 512 NFT არის, რომლის გენერაციის საწყისი ღირებულება 0,2 ETH-ს შეადგენს. ეს მონოქრომული სტატიკური ორნამენტებია. Nftpricefloor.com-ის თანახმად, კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია $173,568-ს შეადგენს.

Fidenza

პროექტი პლატფორმაზე Art Blocks, რომლის შემქმნელი ტაილერ ჰობსია. ეს Ethereum-ზე დაფუძნებული 999 გენერაციული NFT-ის კოლექციაა, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. მსოფლიო პოპულარობა მას Fidenza #313-მა მოუტანა, რომელიც 1000 ETH-ად ( გაყიდვის მომენტში $3,3 მილიონი) გაიყიდა.

Solvency

პროექტი გენერაციული მეტოქე ქსელის (GAN) გამოყენებით. ის 35 მმ ფოტოებზე დაყრდნობით, ტექსტურირებული მოძრავი გამოსახულებების შექმნის საშუალებას იძლევა.

სად შეიძლება გენერაციული NFT-ების ყიდვა?

გენერაციული NFT-ების ყიდვა როგორც კლასიკურ მარკეტფლეისებზე (OpenSea, Nifty Gateway), ასევე  სპეციალიზებულ პლატფორმებზეა (Art Blocks, Brain Drops, Gen.Art) შესაძლებელი.