სტეიკინგპროვაიდერ Everstake-ის მიმოხილვა

ფოტო - სტეიკინგპროვაიდერ Everstake-ის მიმოხილვა
Everstake უკრაინული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, სტეიკინგპროვაიდერების რეიტინგში (CryptoDiffer 2022 წლის 20 დეკემბრის მონაცემების მიხედვით) პირველ ადგილს იკავებს. პროექტი Attic Lab-მა 2018 წელს დააარსა.
პლატფორმა უზრუნველყოფს ღრუბლოვანი სტეიკინგის სერვისს მომხმარებლებისთვის, რომლებსაც პასიური შემოსავლის მიღება სურთ, მაგრამ არ უნდათ ნოდის (კომპიუტერის კვანძის) ამოქმედება და ქსელში მისი მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, როგორც ამას კონსენსუსი Proof-of-Stake მოითხოვს.

Everstake თქვენი სახელით დამოუკიდებლად ამოქმედებს კვანძს, რომელსაც სპეციალისტები სათანადო აღჭურვილობით მართავენ. ასევე შესაძლებელია სხვა მომხმარებლებთან გაერთიანება და თქვენი აქტივების სტეიკინგის პულში დამატება, ან მათი ვალიდატორისთვის დაუყოვნებლივ დელეგირება. საშუალოდ, პლატფორმაზე შეგიძლიათ, წელიწადში 5%-დან 20%-მდე გამოიმუშაოთ. 

პროვაიდერი არ მოითხოვს, რომ სერვისის ჩასართავად კლიენტებმა სახსრები პლატფორმაზე გადარიცხონ. მათ შეუძლიათ, ისინი თავიანთ კრიპტოპაფულეში დაბლოკონ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს Everstake-ს ჰაკერებისგან იცავს, რადგან მათ არ აინტერესებთ სტეიკინგპროვაიდერი, რომელიც საზოგადოების საფულეებს არ მართავს.  
Everstake-ის ვებგვერდის მთავარი გვერდი

Everstake-ის ვებგვერდის მთავარი გვერდი

Everstake-ის უპირატესობა მომხმარებლებისთვის

პროვაიდერს ენდობა 633,000-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც  სტეიკინგზე 901 მილიონი დოლარი გადარიცხეს. ინვესტორებს შეუძლიათ, კონსენსუსის ალგორითმ PoS-ის მქონე 70 ბლოკჩეინის შრომისუნარიანობას მხარი დაუჭირონ. არსებობის მანძილზე, პლატფორმამ ბლოკჩეინებისთვის, პროტოკოლებისთვის, ქროსჩეინ  ხიდებისა და ორაკულებისთვის დაახლოებით 8000 კორპორაციული კვანძი აამოქმედა. 

Everstake-ის მიერ ამოქმედებული ნოდები ვალიდატორებია ისეთ ბლოკჩეინებში, როგორიცაა Tezos, Solana, EOS, Casper, Oasis, Icon და სხვა. კომპანია მხარს უჭერს სტეიკინგს ქსელებში MultiversX (Elrond), Persistence, Cardano, Cosmos, Zilliqa, Harmony Protocol, KiChain.
ზოგიერთი ბლოკჩეინი, რომლის ტოკენებიც პლატფორმაზე სტეიკინგისთვის არის ხელმისაწვდომი. წყარო — Everstake

ზოგიერთი ბლოკჩეინი, რომლის ტოკენებიც პლატფორმაზე სტეიკინგისთვის არის ხელმისაწვდომი. წყარო — Everstake

პლატფორმა ჯილდოებს ავტომატურად ითვლის და ამუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები მოგებას იღებენ, როგორც კი აქტივის დაბლოკვის არჩეული პერიოდი იწურება.

სტეიკინგის შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია პანელზე Dashboard. მაღალი წარმადობის მქონე სერვერების, ქსელის ინოვაციური ტოპოლოგიისა და ფართოზოლოვანი არხების წყალობით, Everstake შეუძლია, 99,9%-იან შემთხვევაში უხარვეზო მუშაობით დაიკვეხნოს. 
პანელი Dashboard. წყარო — Everstake

პანელი Dashboard. წყარო — Everstake

Everstake პროდუქტები და ინვესტიციები

ინვესტორებისთვის, სტეიკინგის სერვისის გარდა, კომპანია კრიპტოსფეროსთვის კვლევის ინსტრუმენტებსა და ბლოკჩეინის პროდუქტებს ავითარებს. კომპანიამ შექმნა სერვისები ერთრანგიანი ქსელების Oasis Monitor, Cosmoscan, Erlond Monitor მონიტორინგისა და ანალიზისთვის. 

სტეიკინგპროვაიდერს აქვს საკუთარი საინვესტიციო ფონდი Everstake Capital, რომლის მეშვეობითაც ის ბლოკჩეინ სტარტაპებს განვითარებაში ეხმარება. მაგალითად, კომპანიამ ინვესტიცია Solana-სთვის განკუთვნილ ხიდში Wormhole Terra Bridge და NFT-ვიტრინებისთვის Metaplex დეცენტრალიზებულ პროტოკოლში ჩადო. 

კომპანიის სხვა ინიციატივებს განეკუთვნება:

? ბლოკჩეინის ტესტირება მათი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
? Eth 2.0-ისთვის ახალი ტესტნეტის Medalla სტეიკინგში მონაწილეობა.
? FIO პროტოკოლის მხარდაჭერა;
? ბლოკჩეინ MultiversX-თან თანამშრომლობა;
? საკუთარი ორაკულ ChainLink-ის კვანძის განთავსება.

ასევე, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით, Everstake-მა საქველმოქმედო ფონდი Aid For Ukraine შექმნა. დაარსების დღიდან მან უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კრიპტოსაზოგადოებიდან 60 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვა მოახერხა.