რა არის Huobi (HT)? პროექტის მიმოხილვა
Huobi (HT) კრიპტობირჟა Huobi Global-ის ნატიური ტოკენია. ის პერსპექტიულ ახალგაზრდა პროექტებს განეკუთვნება და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ვირტუალური ვალუტების რეიტინგში 59-ე ადგილს იკავებს.
პროექტის მისია
Huobi არის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბირჟა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. მას ჩინური ფესვები აქვს, მაგრამ 2017 წელს კრიპტოვალუტების მიმართ ჩინეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად, მისმა შემქმნელებმა მთავარი ოფისი სინგაპურში გადაიტანეს და Huobi Pro დაირქვეს (მოგვიანებით ის Huobi Global-ად ტრანსფორმირდა).
კრიპტობირჟის დამფუძნებელი და CEO არის ლეონ ლი - კომპიუტერული ინჟინერი და ბიტკოინის თაყვანისმცემელი, რომელმაც თავისი კარიერა Oracle-ის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების დეველოპერულ კომპანიაში დაიწყო. სტარტაპმა მიიღო დაფინანსება ისეთი მსხვილი ვენჩურული ფონდებიდან, როგორიცაა Zhen Fund, Sequoia Capital და Dai Zhikang.
თავიდან პლატფორმის აქტივობა მხოლოდ ჩინელ მომხმარებლებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, მსოფლიო ბაზარი კრიპტობირჟის ერთადერთი პერსპექტივა გახდა. იძულებითი გადაადგილების ფონზე, კომპანიას ვაჭრობის დროებით შეწყვეტა მოუწია, რამაც პრაქტიკულად პროექტის კრახი გამოიწვია. ერთ-ერთი გადაუდებელი ღონისძიება, რომელსაც სიტუაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოესწორებინა, ნატიური ტოკენის შექმნა იყო.
რა უნდა იცოდეთ Huobi-ის (HT) ტოკენის შესახებ
დანიშნულება
Huobi (HT) არის კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi Global-ის საკუთარი ტოკენი, რომელიც მუშაობს Ethereum-ზე და შეესაბამება ERC-20 სტანდარტს. ის შეიქმნა საკვანძო ამოცანების გადასაჭრელად, რაც უნდა დახმარებოდა პლატფორმას 2017 წელს ვაჭრობის მოცულობის ვარდნასთან გამკლავებაში. მათ შორისაა არსებული მომხმარებლების ლოიალობის გაზრდა, ახალი ინვესტორების მოზიდვა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლა.
დეველოპერების იდეის თანახმად, Huobi-ის (HT) გამოყენება შესაძლებელია უშუალოდ კრიპტობირჟაზე და Huobi-ს გაფართოებული ეკოსისტემის რიგ სცენარებში. მისი მფლობელები იღებენ შემდეგ შესაძლებლობებს:
- კენჭისყრაში მონაწილეობა, რომელიც განსაზღვრავს კრიპტობირჟისა და ეკოსისტემის განვითარების გზებს. კერძოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ტოკენების არჩევანზე ლისტინგისა და დელისტინგის სიებისთვის;
- ტოკენების უფასო მიღება ახალი კრიპტოვალუტების ლისტინგის დროს;
- საკომისიოზე ფასდაკლების მიღება. პლატფორმაზე მოქმედებს ფასდაკლების ხუთდონიანი სისტემა, რომელიც VIP მომხმარებლებს 10%-დან 50%-მდე დაზოგვის საშუალებას აძლევს;
- სხვადასხვა ვირტუალურ ვალუტაში გაცვლა მრავალი სავაჭრო წყვილის წყალობით.
ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, პლატფორმა Huobi (HT) თავისი შემოსავლის 20%-ს ტოკენების გამოსყიდვასა და გარკვეული დეფიციტის შექმნაზე მიმართავს.
ემისია, განაწილება
Huobi (HT) 2018 წელს, კრიპტობირჟა Binance-ის მიერ საკუთარი ტოკენის გამოშვების შემდეგ ამოქმედდა შეზღუდული მიწოდებით, რომელმაც 500 მილიონი შეადგინა. პლატფორმამ 300 მილიონი (60%) გაანაწილა მომხმარებლებს შორის, 200 მილიონმა კი (40%) კი რეზერვში გადაინაცვლა.
ტოკენების განაწილება განხორციელდა არა კლასიკური ICO სქემის მიხედვით, არამედ IEO-ს (პირველადი საბირჟო მიწოდება) ფორმატში. თავდაპირველად, Huobi-ზე (HT) წვდომას მხოლოდ კრიპტობირჟის VIP მომხმარებლები იღებდნენ. სხვა ტრეიდერებს კომპანია მომსახურების პაკეტის შეძენას ფიქსირებულ ფასად სთავაზობდა.
ბაზარზე არსებული აქტუალური მდგომარეობა
სტატიის მომზადების მომენტში, Сoinmarketcap.com-ის მონაცემებით, Huobi (HT) $5,24-ად ივაჭრებოდა. მიმოქცევაში არის 162 233 844 Huobi (HT) (32%). აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია 850 459 908 აშშ დოლარს აღწევს, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 13 750 387 დოლარს შეადგენს.