რა არის MEV და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული?

ფოტო - რა არის MEV და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული?
MEV (Maximum Extractable Value) არის კონცეფცია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინების ეკოსისტემაში, რომელიც მაინერებს, ვალიდატორებს, ან ქსელის სხვა მონაწილეებს ფულის გამომუშავების, ან დამატებითი მოგების მიღების საშუალებას აძლევს. ეს მოგება ჩნდება ბლოკიდან ტრანზაქციების დახარისხების, ჩართვის, ან გამორიცხვის შესაძლებლობის წყალობით.
უკეთესი გააზრებისთვის, ქვემოთ მოცემულია MEV-ების ორი ძირითადი სახეობა, რომელიც ეფუძნება შემოსავლის, ან სარგებლის მიღების სხვა შესაძლებლობებს:
 
  1. ტრანზაქციების შერჩევა (ცენზურირება). მაინერებს, ან ვალიდატორებს შეუძლიათ ისარგებლონ ქსელის მაღალი დატვირთვით, შერჩევით დაამუშაონ ტრანზაქციები გაზის უფრო მაღალი საფასურით (უფრო ძვირი საკომისიოთი), ან  უპირატესობა საკუთარ ტრანზაქციებს მიანიჭონ. ამრიგად, მათ შეუძლიათ თავიანთი მოგება გაზარდონ, ან სხვა პირადი მიზნებით იმოქმედონ.
  2. თამაში გასწრებაზე. ამ სახეობის არსი უკვე შექმნილი ტრანზაქციების გასწრებაში მდებარეობს. მაგალითად, მომხმარებელი DEX პლატფორმაზე გარკვეული ტოკენის დიდი რაოდენობის შეძენას აინიციირებს. ამ ტოკენის შეძენამ შეიძლება პოტენციურად გაზარდოს მისი ფასი. ვინაიდან ბლოკჩეინი ითვალისწინებს გამჭვირვალობას და მისი ყველა ტრანზაქციის მონიტორინგი შესაძლებელია, არბიტრაჟი ამას ამჩნევს და აგზავნის კონკურენტ ტრანზაქციას გაზის უფრო მაღალი საფასურით, რათა სწრაფად იყიდოს იგივე ტოკენები და გაყიდოს მას შემდეგ, რაც ისინი პირველი მომხმარებლის მიერ შეძენილთან შედარებით  გაძვირდება.

MEV დადებით როლს თამაშობს მათთვის, ვინც მასზე ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ უფრო მეტად ეს ნეგატიურ შედეგებს იწვევს, რაც ქსელის, ან დეცენტრალიზებული პლატფორმის გამოყენების გამოცდილებას აუარესებს. ამას შეიძლება მივაკუთვნოთ ტრანზაქციების დამუშავების შეფერხება, საკომისიოს ზომის ზრდა, გაცვლითი კურსის გაუარესება.
 
ამიტომ, გაჩნდა MEV-თან ბრძოლის საშუალებები, ან კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომლებიც ქსელის ყველა მონაწილეს დააკმაყოფილებდა:

  1. Flashbots ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაუგზავნონ თავიანთი ტრანზაქციები პირდაპირ მაინერებს, ან ვალიდატორებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი მემპულის გვერდის ავლით. ეს ხელს უწყობს გაზის ფასის შემცირებას, ტრანზაქციის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანასა და პირველადი პრობლემების შერბილებას, რაც ქსელის საერთო ეფექტურობას აუმჯობესებს.
  2. MEV აუქციონები - ტრანზაქციების დამუშავების უფლებების განაწილების მეთოდი. ბლოკის ფორმირების უფლებისთვის ტენდერში ვალიდატორები, ან მაინერები მონაწილეობენ. იმარჯვებს ის, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ეს მიდგომა ტრანზაქციების დამუშავების უფრო გამჭვირვალე და სამართლიან ბაზარს ქმნის. 
  3. MEV-ის უარყოფით ასპექტების შემცირების საშუალებას ტრანზაქციების პაკეტებად დაჯგუფებაც იძლევა. პაკეტური  დამუშავების წყალობით, ნებისმიერი მანიპულაციის მიზნით შექმნილი წინმსწრები ტრანზაქციების გაჩენის შანსები საგრძნობლად მცირდება.