სამხრეთ კორეის P2E ინდუსტრია გაჩერების ზღვარზეა

ფოტო - სამხრეთ კორეის P2E ინდუსტრია გაჩერების ზღვარზეა
ადგილობრივი პარლამენტის წევრის მიერ შესრულებული კრიპტოვალუტური ოპერაციების გამო, სამხრეთ კორეის P2E (Play to earn) ბაზარი ქაოსმა მოიცვა. სკანდალმა წარმოაჩინა მჭიდრო და სავარაუდოდ, უკანონო კავშირები სათამაშო კომპანიებსა და ლობისტ პოლიტიკისებს შორის.
გასულ წელს ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის დეპუტატი 
კიმ ნამ კუკი თამაშების ადგილობრივი დეველოპერის, Wemade-ისგან მიღებულ, 6 მილიარდი ვონის ($4,5 მილიონი დოლარი) ოდენობის კრიპტოვალუტა Wemix-ს ფლობდა. აქტივის უმეტესი ნაწილი პოლიტიკოსმა სხვა საფულეში გადაიტანა. შემდეგ კი ტოკენები გაიყიდა. კუკმა ასევე ინვესტიცია თამაშთან დაკავშირებულ სხვა მონეტებში, მათ შორის Netmarble-ის MarbleX-ში ჩადო.

კრიპტოტრეიდერ დეპუტატთან დაკავშირებული ისტორია ძალიან არ მოეწონა სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიასთან არსებულ ფინანსურ დაზვერვას. სახალხო ხელისუფლების მმართველმა პარტიამ და ზოგიერთმა ფინანსისტმა ვერ გაიგო, რა სახსრებით იყიდა ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატმა ამდენი ტოკენი. გარდა ამისა, კუკი კრიპტოვალუტის ყიდვისა და გაყიდვის დროს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
დეპუტატი და კრიპტოტრეიდერი კიმ ნამ კუკი წყარო: hankyung.com

დეპუტატი და კრიპტოტრეიდერი კიმ ნამ კუკი წყარო: hankyung.com

მოგვიანებით, საქმეში კორეის სათამაშო საზოგადოება ჩაერია. მისმა მონაწილეებმა მოითხოვეს გამოძიების ჩატარება და გარკვევა, ჩართული იყო თუ არა Wemade და სხვა გეიმდევ კომპანიები მექრთამეობაში P2E თამაშების ლეგალიზების მიზნით.
დადიოდა ბევრი ჭორი იმის შესახებ, რომ P2E თამაშების ოპერატორები და ასოციაციები ეროვნულ ასამბლეას ლობირებდნენ. საჭირო იყო გადამოწმება, ჩადეს თუ არა Wemix-ში ინვესტიცია როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა, ასევე მათმა თანამშრომლებმა
განაცხადა კორეის სათამაშო საზოგადოების ხელმძღვანელმა და პროფესორმა ვი ჩჟონ ჰიონმა, რომელიც ჩუნგ-ანგის უნივერსიტეტში ლექციებს ბიზნესის თემაზე კითხულობს
საქმე ისაა, რომ სამხრეთ კორეაში დიდი ხანია არსებობს მცდარი აზრი ფულადი კომპონენტის მქონე კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით. თითქმის 20 წლის წინ ქვეყანა მოიცვა მასობრივმა  გატაცებამ ვიდეოთამაშით "საზღვაო ისტორია" (Sea Story). ჯილდოს სახით დეველოპერი კომპანია მოთამაშეებს ჰპირდებოდა სერტიფიკატებს, რომელთა განაღდებაც შეიძლებოდა. პროექტი თაღლითური აღმოჩნდა, ხალხმა ფული დაკარგა. ზოგიერთმა უბედურმა კი თავი მოიკლა.

საზოგადოების დამოკიდებულება P2E-ის მიმართ უფრო პოზიტიურზე მხოლოდ გასულ შემოდგომაზე შეიცვალა. სექტემბერში სპორტის, კულტურისა და ტურიზმის ადგილობრივმა სამინისტრომ საზოგადოებაზე P2E თამაშების გავლენის შესწავლა დაიწყო. მაგრამ კრიპტოტრეიდერი დეპუტატის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა ადამიანები ასეთი გართობის წინააღმდეგ ისევ განაწყო. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები Wemade-ის შტაბ-ბინას უკვე ეწვივნენ. კომპანიის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხის მიღება მათ აღმასრულებელი დირექტორისგან, ჩან ჰიონ-გუკისგან სურდათ. ჩანმა განაცხადა, რომ კუკს არ იცნობდა და კომპანიის ტოკენებით მისი სავარაუდო თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა.
ვინაიდან P2E თამაშები ვირტუალურ აქტივებთანაა დაკავშირებული, მათზე მრავალი გარე პრობლემა ახდენს გავლენას. თამაშები უნდა განიხილებოდეს როგორც თამაშები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩნდება სირთულეები, როდესაც საქმე P2E თამაშებს ეხება
ჩივიან კომპანია
კრიპტობაზრის მოთამაშეები შიშობენ, რომ კიმ ნამ კუკის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, საკანონმდებლო გარემოს შექმნა, რომელიც “play to earn”  თამაშების განვითარებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, კვლავ დიდი ხნით შეჩერდება. სამხრეთ კორეაში ჩანასახში მყოფი P2E ბიზნესი შეიძლება მთლიანად განადგურდეს.