რა არის POAP?

icon NFT
ფოტო - რა არის POAP?
ვიზუალურად, NFT Proof of Attendance Protocol (დასწრების მტკიცებულების პროტოკოლი), ანუ POAP NFT, უფრო სამკერდე ნიშანს ჰგავს. მართლაც, POAP არის ციფრული წვრილმანი, უნიკალური სუვენირი NFT ფორმატში.

POAP-ის განმარტება

არაჩანაცვლებადი POAP ტოკენების მეშვეობით, ორგანიზატორები ადასტურებენ მონაწილეების დასწრებას ამა თუ იმ, როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ ღონისძიებაზე. გარდა ამისა, ზოგჯერ POAP-ის მფლობელები იღებენ წვდომას სპეციალურ ჯგუფურ ჩატებზე, მომავალი ღონისძიებების ბილეთების ფასდაკლებებს და ა.შ.

და თუ თქვენ კარჩაკეტილ ცხოვრებას არ ეწევით და ონლაინ და ოფლაინ "პონტები" გიყვართ, მაშინ მალე თქვენი POAP კოლექცია გააღვიძებს იმ პირების შურს, ვისაც მაცივრების სამახსოვრო მაგნიტებით გალამაზება უყვარს. ფიზიკური სუვენირები ხომ გასული საუკუნეა. სულ სხვა საქმეა POAP - მაღალტექნოლოგიური ეკოსისტემა იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგონებების შესანახად, რომლის მონაწილეც თქვენ იყავით.

POAP NFT პირველად 2021 წელს, Web3 ინდუსტრიის უმსხვილესი #BUIDLathon-ისთვის მოიჭრა. POAP-ები იჭრება NFT-ების მსგავსად, Ethereum-ზე სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. სხვათა შორის, POAP-ს ამა თუ იმ მოვლენას მიძღვნილი ყველა NFT როდი წარმოადგენს.
The Graph-ის საზოგადოებისთვის განკუთვნილი POAP NFT. წყარო: thegraph.com

The Graph-ის საზოგადოებისთვის განკუთვნილი POAP NFT. წყარო: thegraph.com

როგორ მუშაობს РОАР?

POAP-ად კლასიფიცირებისთვის, NFT უნდა გამოიცეს პროტოკოლ Proof of Attendance-ის ოფიციალური სმარტ კონტრაქტის მეშვეობით. ეს მოთხოვნა პროცესის უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, POAP NFT უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ორ მოთხოვნას:

  1. შეიცავს მეტამონაცემებს, რომლებიც მიეკუთვნება კონკრეტულ თარიღს, ან ერთ წლამდე პერიოდს. ისინი ასევე შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა ღონისძიების სახელწოდება და მისი გამართვის.
  2. შეიცავდეს სურათს, რომელიც მომხდარი მოვლენის არსს ასახავს.

NFT POAP-ის შექმნის შემდეგ, ორგანიზატორის წინაშე ჩნდება მონაწილეთა შორის "ციფრული სამკერდე ნიშნის" დარიგების ამოცანა. ამისათვის, როგორ წესი, QR კოდები გამოყენება. ზოგჯერ POAP-ის ჩამოტვირთვის ბმულები იგზავნება ელექტრონული ფოსტით, რეგისტრაციის ან/და ღონისძიებაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ. მომხმარებლების მიერ გაზის დაზოგვის მიზნით, POAP NFT-ები ახლა ასევე მუშაობს Gnosis Chain-ზე - Ethereum-ის უფრო იაფ და სწრაფ საიდჩეინზე.

რა არის ROAR-ის ღირებულება და შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა?

რა ღირს მოგონებები? უპირველეს ყოვლისა, POAP NFT-ის ღირებულება მისი მფლობელისთვის აშკარაა. ტოკენი წარმოადგენს მისი ცხოვრებისეული გამოცდილების სიმბოლოს, რომელიც ნაკლებად გამოიწვევს რაიმე ემოციას ან კომერციული ინტერესს უცნობ ადამიანებში. გარდა ამისა, ორგანიზატორები, როგორც წესი, POAP NFT-ებს უფასოდ გასცემენ, ამიტომ ასეთი ნივთების არც საწყისი მატერიალური ღირებულება გააჩნია.

თუმცა, არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე. ზოგიერთი იშვიათი POAP ან NFT, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენებთან, შეიძლება იყოს შედარებით ძვირი.
ყველაზე ძვირადღირებული POAP NFT, რომელიც 2023 წლის აპრილში გაიყიდა, იყო XCOPY GALLERY-LAUNCH PARTY. ტოკენი OpenSea-ზე 998,1 აშშ დოლარად შეიძინეს. წყარო: NFT. NFT. Stats

ყველაზე ძვირადღირებული POAP NFT, რომელიც 2023 წლის აპრილში გაიყიდა, იყო XCOPY GALLERY-LAUNCH PARTY. ტოკენი OpenSea-ზე 998,1 აშშ დოლარად შეიძინეს. წყარო: NFT. NFT. Stats

POAP-ების პოპულარობის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, დავინახოთ, როგორ იქცევა ეს NFT-ები ისეთ ძვირადღირებულ საკოლექციო ნივთად, როგორიცაა წარსულის ცნობილი შოუების ბილეთები.