ბიტკოინ აპლიკაციები: ტორტის პატარა ნაჭერი საინვესტიციო სამყაროში

ფოტო - ბიტკოინ აპლიკაციები: ტორტის პატარა ნაჭერი საინვესტიციო სამყაროში
კომპანიამ Trammell Venture Partners (TVP), რომელიც მხარს უჭერს ბლოკჩეინ პროექტებს საწყის ეტაპებზე, გამოაქვეყნა 2022 წლის ანგარიში ბიტკოინ ნატიურ სტარტაპებში ვენჩურული ინვესტიციების შესახებ.

რა არის ბიტკოინ ნატიური კომპანიები?

ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ინვესტორებსა და ბიტკოინ  საზოგადოებაში. ეს ნიშნავს არა მხოლოდ პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებასა და ერთგულებას პრინციპისა, რომ ის მომავლის გლობალური აქტივია, არამედ მისი ყველა პროტოკოლის (ძირითადი, SegWit, CoinJoin და ა.შ.) დანერგვას კლიენტებისთვის დადებითი გამოცდილების შესაქმნელად. ასეთი კომპანიები აქტიურად ეწევიან ბიტკოინის პოპულარიზაციას მასებში და ხელს უწყობენ მის მიმღებლობას.

რა მონაცემებს იყენებდა TVP?

ანგარიშის შექმნისას, მიზანი იყო არა ინვესტიციების შესახებ განზოგადებული მონაცემების მიწოდება, არამედ მაჩვენებლების ასიმეტრიის შერბილება და ბაზრის ტენდენციის მითითება. ამიტომ, TVP ითვალისწინებდა მხოლოდ დამწყებ კომპანიებს, რომლებმაც, მაქსიმუმ, დაფინანსების მესამე საფეხურს (სერია A) მიაღწიეს, ვინაიდან უფრო გვიან ეტაპებზე სტარტაპები, როგორც წესი, მეტ თანხებს იღებენ. გარდა ამისა, შერჩევითობიდან გამოირიცხნენ მაინინგის ოპერატორები, მთელ მსოფლიოში სერიოზული ექსპანსიისა და კაპიტალის მოზიდვის მიუხედავად. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ეს დარგი ყოველთვის რჩება უაღრესად კაპიტალტევადად და, შესაბამისად, უფრო სარისკოდ, რომელიც დიდ ხარჯებსა და პროექტულ დაფინანსებას მოითხოვს.

ინვესტიციები ბიტკოინ ნატიურ კომპანიებში

ბაზრის დაცემის მიუხედავად, 2022 წელს ვენჩურულმა ინვესტორებმა ბიტკოინ სტარტაპებით დაინტერესება აჩვენეს და წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, 52,9%-ით მეტი გარიგება დადეს. ამან გამოიწვია მთლიანი კაპიტალის 13.9%-იანი ზრდა (343 მილიონ დოლარამდე) და უნიკალური კომპანიების რაოდენობის 70%-ით გაზრდა.
2021/2022 წლების შედარება რაუნდების, უნიკალური კომპანიების  მთლიანი რაოდენობისა და მოზიდული სახსრების მიხედვით. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

2021/2022 წლების შედარება რაუნდების, უნიკალური კომპანიების მთლიანი რაოდენობისა და მოზიდული სახსრების მიხედვით. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

საწყის ეტაპებზე შეთანხმებების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა, როგორც 2021 წელს. თუმცა, სერია A-ს შემთხვევაში ის დაახლოებით 38%-ით შემცირდა. ამავდროულად, სტარტაპის საშუალო ღირებულების კუთხით ძლიერი გაუმჯობესება შეინიშნება.
კომპანიების საშუალო ღირებულების შედარება თითოეულ ეტაპზე. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

კომპანიების საშუალო ღირებულების შედარება თითოეულ ეტაპზე. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

მაგრამ, თუ გლობალურად შევხედავთ, ცხადი ხდება: ინვესტიციები ბიტკოინ ნატიურ აპლიკაციებში, მილიონობით დოლარის მიღების მიუხედავად, შეადგენს ბაზრის ძალიან მცირე პროცენტს (1,31%), ხოლო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით - მხოლოდ 2,05%-ს. თანაც ეს იმ პირობით, რომ ბიტკოინის დომინირება მთელი წლის განმავლობაში 40%-ს აჭარბებდა.
ინვესტიციები ბიტკოინ ნატიურ აპლიკაციებში მთელ კრიპტობაზართან შედარებით. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

ინვესტიციები ბიტკოინ ნატიურ აპლიკაციებში მთელ კრიპტობაზართან შედარებით. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

მიუხედავად ამისა, გასული წლის განმავლობაში ბიტკოინ აპლიკაციების მიხედვით ვენჩურული გარიგებების რაოდენობის ზრდამ დანარჩენ ინდუსტრიას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც მხოლოდ მხოლოდ 1%-იანი ზრდა აჩვენა. ინვესტორები პერსპექტივებს განსაკუთრებით ახალი შემუშავებების სფეროში ხედავენ: Lightning Network-მა გადაუსწრო WBTC-ს და ბევრი დარწმუნებულია, რომ სწორედ მსგავსი პროექტები წარმოადგენს ბიტკოინის წარმომადგენლობის გაზრდის საშუალებებს სტარტაპების თვალსაზრისით.
Lightning Network-ისა და WBTC-ის მოცულობის შედარება. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

Lightning Network-ისა და WBTC-ის მოცულობის შედარება. წყარო: TVP-ის ოფიციალური ანგარიში.

TVP-ის მმართველი დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი კრისტოფერ კალიკოტი ანგარიშს გამოეხმაურა, პირველ კრიპტოვალუტას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია ამ მიმართულების მხარდაჭერას გეგმავს:
დიდი ხანია ვიცოდით, რომ არსებობს ბიტკოინ სტარტაპებისთვის კაპიტალის არასწორად განაწილება და ახლა გვაქვს მონაცემები, რომლებიც ამას ამტკიცებს. ბიტკოინი - პირველი, საუკეთესო და ერთადერთი ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტური აქტივი - სულ უფრო სწრაფად იქცევა პლატფორმად