რა არის ვებბრაუზერი Brave?

ფოტო - რა არის ვებბრაუზერი Brave?
უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც ქსელში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სწორად არჩეული ვებბრაუზერია. ის უცხო თვალისგან კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოდ დამალვასა და ტექნიკური გიგანტების მხრიდან ონლაინ თვალთვალის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
პოპულარული ვებბრაუზერების უმეტესობის მთავარი მინუსი გაუთავებელი რეკლამაა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სარეკლამო განცხადებები მხოლოდ ყურადღების გადამტანი და შემაწუხებელი სურათები არ არის. ეს თქვენი ქმედებებისა და პრეფერენციების ზედმიწევნითი მონიტორინგისა და ანალიზის შედეგი, ასევე ბრაუზერის მფლობელების მიერ კონფიდენციალური მონაცემების მესამე მხარეებისთვის გადაცემაა.

როგორ შეიძლება პერსონალური ინფორმაციის დაცვა? ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა უსაფრთხო ვებბრაუზერის დაყენებაა. ასეთი პროგრამები კონფიდენციალურობასა და პერსონალიზაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ასევე უამრავ სხვა სასარგებლო ფუნქციას ფლობს. ღია საწყისი კოდის მქონე შემუშავებებში განსაკუთრებულ ადგილს პროექტი Brave იკავებს.

რა არის Brave?

Brave ბრენდან ეიხის პროექტი, რომელიც მანამდე Mozilla Corporation-ის ტექნიკური დირექტორი და СEO იყო. დამოუკიდებელი კომპანია Brave Software Inc. ხაზს უსვამს, რომ მას ნებისმიერ სხვა საწარმოსა და კორპორაციის მიმართ ვალდებულებები არ გააჩნია. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს,  ყოველდღიურად იბრძოლონ მომხმარებლების უფლებებისთვის, რომლებიც უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციების მიერ კონფიდენციალურობის დარღვევას აწყდებიან.

უფასო ვებბრაუზერი Chromium-ის ბაზაზეა შექმნილი, ღია საწყისი კოდი და მაღალი პროდუქტიულობა აქვს. ის კომპიუტერებსა და მობილურ მოწყობილობებზე დაყენებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც Android-სა და iOS-ზე მუშაობს.

Brave-ის პარამეტრებს, რომლებიც მომხმარებლის კონფიდენციალურობას იცავს, განეკუთვნება:

  • რეკლამებისა და ტრეკერების დაბლოკვა;
  • ციფრული ანაბეჭდის აღების პრევენცია, ასევე მათი რანდომიზაცია;
  • მავნე ონლაინ განცხადებების განეიტრალება;
  • cookie ფაილების დაბლოკვა;
  • გვერდების ჩატვირთვისას უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად HTTPS პროტოკოლის გამოყენება;
  • დომენთაშორისი თვალთვალისგან დაცვა.

აღსანიშნავია, რომ Chrome-ისგან, Safari-სგან, Edge-ისა და Firefox-ისგან განსხვავებით, Brave მომხმარებლებს სერფინგს Tor რეჟიმში, სრული ანონიმურობით სთავაზობს. 

როგორ მოქმედებს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა პროდუქტიულობაზე? გვერდებზე რეკლამის დაბლოკვის წყალობით, ხილული და ფარული ელემენტების რაოდენობა მცირდება. ამრიგად, თქვენ არა მხოლოდ არ ნერვიულობთ კიდევ ერთი თვალებისდამთხრელი ბანერის გამო, არამედ ბონუსად  ვებგვერდების სწრაფ ჩატვირთვას იღებთ, ტრაფიკის ხარჯის ოპტიმიზაციას ახდენთ და ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობას ზრდით. 

Brave-ის დამატებითი შესაძლებლობები

Brave დიდი რაოდენობით დამატებითი შესაძლებლობების მქონე ვებბრაუზერია. პროექტში შედის:

  • საკუთარი დამოუკიდებელი საძიებო სისტემა Brave Search. ის მომხმარებლების პრეფერენციებსა და მოქმედებებს არ აკონტროლებს, კონფიდენციალურ მონაცემებს არ ინახავს/არ გადასცემს/არ ყიდის/არ კარგავს. სისტემის მუშაობას საფუძვლად დამოუკიდებელი საძიებო ინდექსი და შედეგების გამჭვირვალე რანჟირება უდევს.
  • შეუზღუდავი უფასო პირადი ვიდეოზარები Brave Talk. მომხმარებლებს აბსოლუტური კონფიდენციალურობისა და თვალთვალის არარსებობის გარანტიას აძლევენ. ზარები, YouTube-ტრანსლაციები და სტრიმინგ არხების ყურება ცალკე აპლიკაციას არ საჭიროებს. ასევე ხელმისაწვდომია Brave Talk-ის პრემიუმ ვერსია ოთხზე მეტი ადამიანის ჯგუფისთვის, სადაც საუბრების ჩაწერის, ხმის გამორთვის და სხვა შესაძლებლობები არსებობს;
  • საკუთარი Brave Playlist iOS-ისთვის. ის ონლაინ და ოფლაინ მუშაობს, შეიძლება შეიცავდეს აუდიო და ვიდეოფაილებს ნებისმიერი რესურსიდან;
  • ახალი ამბების ინდივიდუალური ნაკრები Brave News. ბრაუზერი კონტენტს მომხმარებლების მიერ მითითებული საყვარელი წყაროებიდან ირჩევს - საინფორმაციო სააგენტოები, ბლოგები, ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემები და ა.შ.

Brave ასევე პირადი უსაფრთხო კრიპტოსაფულე Brave Wallet-ის გამოყენებასა და აქტივობისთვის ტოკენების გამომუშავებას გთავაზობთ.

Brave Wallet

პირველი ვებბრაუზერში ჩაშენებული, კრიპტოვალუტის დაცული საფულე. მასთან მუშაობისთვის მომხმარებლებს დამატებითი აპლიკაციები და გაფართოებები არ სჭირდებათ.

საფულე საშუალებას გაძლევთ, კრიპტოაქტივები და NFT-ები შეიძინოთ, გაყიდოთ, გაცვალოთ და შეინახოთ, ასევე მასთან სხვა საფულეები და DApps დააკავშიროთ.

Brave Rewards

ბრაუზერი ბონუსებს საკუთარი ტოკენების Basic Attention Tokens (BAT) სახით გთავაზობთ. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ყველაფერი ძალიან მარტივია: მომხმარებელმა Brave Private Ads-ში რეკლამებს უნდა უყუროს. 

ეს კატეგორია  სისტემის მიერ შერჩეულ, კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდების რეკლამებს მოიცავს. რგოლების ნახვა კონფიდენციალურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით ხორციელდება, ამომხტარი ფანჯრებისა და მოსაბეზრებელი ბანერების გარეშე, რომლებიც ნახევარ გვერდს ფარავს. 

რისთვის არის ტოკენები BAT საჭირო? მომხმარებლებს მათი შეგროვება, რეალური ღირებულების მქონე სასაჩუქრე ბარათებში გაცვლა, სარეკლამო კონტენტის შემქმნელებისთვის დონაციის სახით გაგზავნა, DApps-ში საქონლისა და მომსახურების გადახდა და ა.შ. შეუძლიათ.

დასკვნა

Brave კარგი რეპუტაციის მქონე ერთ-ერთი დამოუკიდებელი ბრაუზერია, რომლისთვისაც პირველ ადგილზე მომხმარებლები და მათი მონაცემების უსაფრთხოება დგას. მრავალი ფუნქციისა და  ბონუსების საინტერესო სისტემის წყალობით, ის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია.