რა არის ტოკეკონომიკა და როგორ უნდა გაანალიზდეს ის?

ფოტო - რა არის ტოკეკონომიკა  და როგორ უნდა გაანალიზდეს ის?
ტოკეკონომიკა — პირობების ერთობლიობაა, რომელსაც ექვემდებარება კონკრეტული ტოკენის გავრცელებისა და განაწილების პოლიტიკა. აქტივის ინვესტიციად განხილვა მისი ტოკენომიკის შესწავლის გარეშე, ფაქტობრივად, „ბრმად ყიდვაა“.
როგორც წესი,  ტოკეკონომიკა აღწერილია პროექტის  ოფიციალურ დოკუმენტში White Paper .  ის ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებსაიტზე ცალკე განყოფილებაში.

ტერმინი «ტოკეკონომიკა»  შედგება ორი სიტყვისგან: «ტოკენი» და «ეკონომიკა». შესაბამისად,ის ტოკენის ეკონომიკურ სპეციფიკას აღწერს. მაგალითად,რამდენი მონეტა იყო გამოშვებული, ვის შორის არიან განაწილებული, როგორია მათი საბაზრო ღირებულება და ასე შემდეგ.
                                  
ტოკენომიკაში მოცემული რიცხვების წაკითხვის ცოდნა თუ გაქვთ, შეძლებთ გაიგოთ, რამდენად ინფლაციური, სარისკოა ტოკენი, გაიზრდება თუ არა მისი ღირებულება, აქვს თუ არა მას გრძელვადიანი პერსპექტივები. პროექტის წარმატება დიდწილად  მისი ტოკენის  კარგად გააზრებულ ეკონომიკაზეა დამოკიდებულია.
 პროექტის ARZ ტოკეკონომიკა

პროექტის ARZ ტოკეკონომიკა

ტოკენომიკის ძირითადი კომპონენტები

ტოკენების გენერირება 

ეს პუნქტი აღწერს, თუ როგორ იქმნება და ვრცელდება ტოკენები. როგორც წესი, ეს ხდება ორი გზით: ტოკენების წინასწარი მოპოვებით ან საზოგადოების შიგნით მონეტის გამოშვებით. დეცენტრალიზებულ პროექტში არ შეიძლება იყოს აქტივის კერძო განაწილება. თუ დეველოპერებმა თავიანთი ტოკენებისთვის  წინასწარი მაინინგის მეთოდი აირჩიეს, მონეტების ნაწილის მოპოვება  და გავრცელება  საჯარო გაშვებამდე მოხდება , ხოლო დანარჩენი გაიყიდება საწყისი შეთავაზების დროს (ICO). ყველაზე ხშირად, ლეგიტიმური პროექტები  სწორედ ამ გზით ავრცელებენ  თავიანთ ტოკენებს პოტენციურ ინვესტორებს შორის.

 ტოკენების მაქსიმალური შეთავაზება

მნიშვნელობა მიუთითებს ტოკენების საერთო რაოდენობაზე, რომელიც იქნება გამოშვებული. თუმცა, ყველა პროექტი არ ზღუდავს მაქსიმალურ შეთავაზებას.

ტოკენები მაქსიმალური შეთავაზების გარეშე  ინფლაციურად ითვლება. მთლიანი მარაგის შეზღუდული  მაჩვენებლის მქონე მონეტებს დეფლაციური ეწოდება. 

მაქსიმალური შეთავაზებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ, არის თუ არა მომავალში ტოკენის ღირებულების ზრდის შესაძლებლობები. რაც უფრო მაღალია ამ ინდიკატორის მნიშვნელობა, მით ნაკლებია მომავალში მაღალი ფასის მიღწევის ალბათობა.

მიმოქცევაში არსებული შეთავაზება  

ამ ტიპის შეთავაზებას განეკუთვნება ტოკენები, რომლებიც  ბაზარზე ტრიალებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. მიმოქცევაში მყოფი მონეტების მარაგი შესაძლოა გაიზარდოს ტოკენების აქტიური მაინინგის ფონზე. ამ მაჩვენებლის ხანგრძლივი  ზრდა ხელს უწყობს  ფასის ზრდას.

მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობისა და აქტივის ღირებულების გამოყენებით შეიძლება გამოითვალოს აქტივის რეალური საბაზრო კაპიტალიზაცია (იხ. ქვემოთ). კაპიტალიზაცია = ფასი * მიმოქცევაში არსებული შეთავაზება.

საერთო შეთავაზება

ეს არის ამ ეტაპზე არსებული ტოკენების რაოდენობა, მიმოქცევიდან ამოღებული მონეტების გამოკლებით. ჯამური შეთავაზება = მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობა + სტეიკინგზე ან ლიკვიდობის პულებში დაბლოკილი ტოკენების რაოდენობა.

ტოკენის SLIMსაერთო შეთავაზების დიაგრამა

ტოკენის SLIMსაერთო შეთავაზების დიაგრამა

ტოკენის კაპიტალიზაცია

მეტრიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის გასაგებად, თუ რამდენად პოპულარულია ტოკენი. ასევე, კაპიტალიზაცია არის პროექტის ფასეულობის შესანიშნავი ინდიკატორი. მცირე საბაზრო ღირებულების მქონე აქტივები უფრო სარისკოდ ითვლება, ხოლო დიდი კაპიტალიზაციის მქონე ტოკენები უფრო მეტ გარანტიას იძლევა უსაფრთხოებისა და შემოსავლიანობის თვალსაზრისით.

ტოკენების განაწილება

მაჩვენებელი  მიუთითებს, თუ როგორ ნაწილდება პროცენტული თანაფარდობით  ტოკენები ინვესტორებს, გუნდს, ICO-ს, ფონდებს, ლიკვიდობას, მარკეტინგულ ხარჯებს, airdrops-ს შორის. 

განაწილება ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად გამძლეა პროექტი. თუ გუნდმა დიდი თანხა გამოყო მარკეტინგული კამპანიებისთვის, პროექტს დიდი ალბათობით  სარგებლობა აკლია, ამიტომ რეკლამის ხარჯზე  უწევთ   აჟიოტაჟის შექმნა.

ტოკენის სარგებლობა

ტოკენის სარგებლობა არის, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ეს ელემენტი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხარისხიანი პროექტის ტოკენომიკაში. მაგალითად, ტოკენს შეუძლია შეასრულოს ტრანზაქციის საკომისიოს როლი ან მოგცეთ  კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, რაც გავლენას ახდენს პროექტის განვითარებაზე.

როგორ გავაანალიზოთ ტოკეკონომიკა?

პროექტის ტოკეკონომიკის ანალიზის ჩატარება რამდენიმე ეტაპადაა შესაძლებელი. 

1. შეაგროვეთ ტოკენის შესახებ ყველა მონაცემი, რომელსაც  ტოკენომიკაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ან ტექნიკურ აღწერაში იპოვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ CoinMarketCap ან CoinGecko საბაზრო კაპიტალიზაციის, ფასის, ტოკენის კონტრაქტის  მისამართის, მიმოქცევაში არსებული შეთავაზების, მაქსიმალური მარაგის  სწრაფად მოსაძებნად.

შეხედეთ ტოკენების განაწილების მაჩვენებელს, მის სარგებლობას. შეეცადეთ თავად უპასუხოთ კითხვას: აქვს თუ არა აქტივს რეალური ღირებულება? თუ მაჩვენებლები  მაღალ დონეზეა, შეგიძლიათ  შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.

2. შეადარეთ ტოკენომიკა სხვა მსგავს პროექტებთან, რომლებსაც  იგივე უტილიტარობა გააჩნია. მაგალითად, სხვადასხვა DeFi პროტოკოლის მართვის ორი ტოკენის შედარება შეგიძლიათ.    

მხოლოდ ტოკენომიკას ნუ დაეყრდნოთ, მან არ უნდა ჩაანაცვლოს ფუნდამენტური ანალიზი. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პროდუქტის აქთუალობა, ანგარიშებისა და საგზაო რუქის ხელმისაწვდომობა, აღმასრულებელი დირექტორის გამოცდილება, კონკურენტების რაოდენობა.