როჯერ ვერი: ბიტკოინ–ევანგელისტი ცუდი ხასიათით

ფოტო - როჯერ ვერი: ბიტკოინ–ევანგელისტი ცუდი ხასიათით
როჯერ ვერი კრიპტოინდუსტრიაში უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს,ეწევა პროექტის Bitcoin Cash პოპულარიზაციას და არის Bitcoin.com–ისა და Blockchain.com–ის თანადამფუძნებელი. გარდა ამისა, ყველგან მტრების მოძებნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
როჯერ ვერი დაიბადა ქალაქში, რომელიც  ფლინტის (სილიკონის) ველის გულად ითვლება - სან ხოსეში. ამიტომ, ადრეული ბავშვობიდან ის ხედავდა, თუ როგორ იხვეჭენ  მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანები ქონებას ინოვაციური პროექტებითა  და კომპიუტერული პროგრამების შემუშავებით.  

ჯერ კიდევ 19წლის ასაკში გადაწყვიტა,რომ სწავლა ცხოვრებიდან ამოგლეჯილი წლებია, კოლეჯს  “Good bye!” უთხრა და პერსონალური კომპიუტერებისთვის კომპონენტების გაყიდვის კომპანია გახსნა.  ბიზნესის საქმე კარგად მიდიოდა,მისი სამიზნე აუდიტორია  «MemoryDealers.com»–ის (ასე ეწოდებოდა ვერის პირველ კომპანიას )ოფისიდან  ერთ ნაბიჯზე იყო  და უკვე 24 წლის ასაკში ვერმა საგადასახადო სამსახურს თავისი პირველი მილიონის შესახებ უპატაკა.  

მაგრამ მას მობეზრდა უბრალოდ მოთხოვნადი საქონლის გაყიდვა, ამიტომ  პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. კრიპტო სამყაროს საბედნიეროდ, კალიფორნიის შტატის ასამბლეის არჩევნებზე მისი კანდიდატურა ვერ  გავიდა. გულით ლიბერტარიანელმა, მან თავი დაანება პარტიული დისციპლინის ხისტ საზღვრებში ჩათრევის მცდელობას.

მოწყენილობის წინააღმდეგ ბრძოლაში მან გამოიმუშავა მეორე და მესამე მილიონი,  10 თვიანი პატიმრობა მოიხადა  ფედერალურ ციხეში eBay-ის საშუალებით ასაფეთქებელი ნივთიერებების გაყიდვისთვის და, აშშ-ს სამართლებრივი სისტემით იმედგაცრუებული,  საცხოვრებლად იაპონიაში წავიდა.

მისი წყენა გასაგებია: საახალწლო ფეიერვერკების ლიცენზიის გარეშე  გაყიდვისთვის საკანში 10 თვის  გატარება სისასტიკეა.

სამშობლოში აღარც დაბრუნებულა,იყიდა სენტ–კიტსის და ნევისის მოქალაქეობა,შემდეგ კი სულაც თქვა უარი ამერიკულ პასპორტზე.

მაქს კაიზერის  მსგავსად, როჯერ ვერი პოზიციონირებს როგორც ანარქისტი, ინდივიდუალისტი,მაგრამ ლიბერტარიანობისკენ გადახრით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის აენთო როგორც ის ავად სახსენებელი ფოიერვერკები, როდესაც  2010 წელს შეიტყო  სატოში ნაკამოტოს  “White Paper”–ის შესახებ. მისთვის ციფრული ფული  პირადი ეკონომიკური თავისუფლებისთვის ბრძოლის განსახირება გახდა.  

კრიპტოსამყაროში ჩაძირვის პირველივე დღიდან მან უპირობოდ მიიღო ბიტკოინი, როგორც ინდივიდუალიზმის მანიფესტი, ხოლო ბლოკჩეინი, როგორც თავისუფალი ინდივიდების ნებაყოფლობითი გაერთიანება. ის მთელი არსებით   ჩაერთო კრიპტოვალუტების დისტრიბუციასა და აქტიურ აგიტაციაში. მისი ქმედების ეკზალტაცია და მიზანსწრაფვა  საზოგადოებაში თითქმის რელიგიურ ექსტაზთან იყო ასოცირებული.

სწორედ ამიტომ  მიიღო  მეტსახელი “ბიტკოინ იესო”.

როჯერ ვერს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამოუტოვებია და ჩნდებოდა თითქმის ყველა კონფერენციაზე,სემინარსა და ტელეგადაცემაში,სადაც კრიპტოვალუტები განიხილებოდა.

პირველი ნაბიჯებიდან Bitcoin Cash–ამდე

1.  2011 წელს როჯერის კომპანია “Ver’s Memorydealers” პირველი იყო მსოფლიოში, ვინც  ბიტკოინი გადახდის საშულებად მიიღო.

2. 2012 წლის ნოემბერში მან შექმნა ინტერნეტ–მაღაზია bitcoinstore.com ასობით ათასი დასახელების პროდუქტით,რომელთა შეძენაც ВТС–ით იყო ხელმისაწვდომი.

3. 2013 წელს გამოუშვა Blockchain.com - ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საფულე BTC–სა და  ETH–ისთვის.

4. მისი პირველი ინვესტიცია ცაიდო ჩარლი შრემის კრიპტობირჟაში  Bitinstant. თუმცა, როდესაც  2014 წელს შრემს  Silk Road–თან კავშირში დასდეს ბრალი და დააპატიმრეს, როჯერმა განაცხადა, რომ მასსა და  Bitinstant–ს შორის საერთო არაფერია. და ბიოგრაფიის ამ ფაქტს ის მეტად არარ ახსენებს.  

5. 2014 წლის აპრილში ვერი Bitcoin.com–ის დირექტორი გახდა და დომენის უნიკალურ სახელზე საკუთრების უფლება მოიპოვა.  

6. 2012–დან  2014 წლამდე  მან საკუთარი სახსრებიდან კიდევ დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი ჩადო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სტარტაპებში, მათ შორის Ripple–ში, Blockchain.info–ში, Bitpay–სა და  Kraken–ში.

7. 2016 წლის ივნისში როჯერ ვერი კომპანია  MGT Capital Investments–ის კრიპტოვალუტების საკითხებში საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მაშინ კომპანიას სათავეში ჯონ მაკაფი ედგა.
 
ძალიან ცოტამ იცის, მაგრამ სწორედ როჯერ ვერმა დაარწმუნა  ფინანსური ბაზრებისთვის პროგრამული აპლიკაციების  იმედის მომცემი დეველოპერი ჩანპენ ჩჟაო  დაეტოვა პრესტიჟულ კომპანიაში სამსახური და დაეწყო საკუთარი კრიპტობირჟისთვის კოდის წერა.  რა გამოვიდა აქედან,თქვენც კარგად იცით …

როგორ შეცვალა Bitcoin Cash–მა ევანგელისტი

Bitcoin Cash 2017 წელს გამოჩნდა მასშტაბირების შესახებ  კრიპტო საზოგადოებაში გამართული დებატების შემდეგ.  BTC ბლოკჩეინი მძიმე პერიოდებს გადიოდა: ბლოკები გადატვირთული იყო, ტრანზაქციების სიჩქარე დაეცა,მათზე საკომისიო კი თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. ფორკის საჭიროებას მაშინ  მხარი (მათ შორის ფინანსურად) როჯერ ვერმა და Bitmain-ის თანადამფუძნებელმა ჯიჰან ვუმ დაუჭირა.

BCH-ის პოპულარიზაციისთვის როჯერი არც ძალისხმევას იშურებდა და არც დროს. მაგრამ ახლა  გამოიყენა თავისი გავლენა და მჭევრმეტყველება "კონკურენტის" - BTC-ის შესარცხვენად. საქმე იმაშია, რომ 2017 წელი ბიტკოინის ორ პროტოკოლს შორის ერთგვარ წყალგამყოფად იქცა. და ბევრმა საკვანძო მოთამაშემ მაშინ  ორიდან ერთი  მხარე საჯაროდ დაიჭირა. ამ დროს ვერმა უარი თქვა თავის  რწმენაზე "კლასიკური" BTC-ის მომავლის შესახებ და დაიწყო ვნებიანად მტკიცება, რომ მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
Bitcoin Cash — აი,ნამდვილი ბიტკოინი,და მომავალში მას უფრო დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია,ვაჭრობის მოცულობა და მომხმარებელთა ბაზა ექნება. ყველა დანარჩენი ბიტკოინი განწირულია
ეს არის ალბათ ყველაზე  კორექტული  განცხადება BTC-სთან დაკავშირებით, რაც  ვერმა   2017 წლის შემდეგ გამოიყენა. ყოფილი ბიტკოინ–ევანგელისტი ისეთი ვნებით საუბრობდა იმაზე, BTC-ში  თუ როგორ  "იღვრება სულელური ფული " და რომ "თუ წვეულება გაბანძდება, წასვლის დროა", მისი თანამოაზრეებიც კი გაოცებულები იყვნენ. 

და საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება,რომ  “როჯერის ნამდვილი სახარება –მწვანე ფერისაა და  ბენჯამის ფრანკლინის გამოსახულებითაა გარეკანზე ”.

როჯერ ვერის საუკეთესო ციტატები

ბიტკოინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. პირველად ისტორიაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი ადამიანისგან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და შეზღუდვების გარეშე. ეს არის უკეთესი, თავისუფალი სამყაროს გარიჟრაჟი
მე შევძელი ამეხსნა თუ რა არის ВТС უფროსი კლასების დაახლოებით ოცდაოთხი მოსწავლისთვის. ყველა ბავშვი მოხიბლული იყო ბიტკოინებით და ჩემს თითოეულ სიტყვას გულდასმით ისმენდა. დიახ, მე ვარ ერთგვარი ევანგელისტი
პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე ბიტკოინი კიდევ არაერთ ბუშტს გაივლის. მე არ მაშფოთებს მისი ფასის მოკლევადიანი რყევები
ჩემი პირველი BTC 92 ცენტად ვიყიდე. ამაზე მეტი რა ვისურვო?