კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT FC Barcelona-ს ოფიციალური პარტნიორია

ფოტო - კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT FC Barcelona-ს ოფიციალური პარტნიორია
ევროპაში უმსხვილესმა, კრიპტოვალუტის ბირჟამ უკრაინული ფესვებით - WhiteBit - თავისი, ალბათ, ყველაზე ხმაურიანი კოლაბორაცია დააანონსა და FC Barcelona-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა.
სპორტისა და ბლოკჩეინ-ინდუსტრიის ლიდერებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება სამ წელზეა გათვლილი - 2022 წლის სეზონიდან 2025 წლამდე. WhiteBIT-ს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის მთავარ ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებასა და საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივ პროექტებში მათი ჩართვას შეძლებს.

კოლაბორაცია მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. წინ წაწევაში კლუბის შიდა სპორტული ეკოსისტემაც იქნება ჩართული: კალათბურთი, ფუტსალი, ხელბურთი და როლერ-ჰოკეი, ქალთა და უმცროსი გუნდების ჩათვლით. 

WhiteBIT ასევე კლუბის კიბერსპორტულ სივრცეს დააფინანსებს, რადგან მან Barca e-სპორტული გუნდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება უკვე დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი, ის, უდავოდ, WhiteBIT-ისთვის დიდებული წინგადადგმული ნაბიჯია. ბირჟას მსხვილი საფეხბურთო კლუბებისა (მაგალითად, თურქეთის ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებული Trabzonspor) და სპორტული სამიტების (ვალენსიის მარათონი, ფესტივალი DreamHack ) დაფინანსების გამოცდილება უკვე აქვს.

ბარსელონას გულშემატკივართა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზა აქვს, სადაც  ყველა კონტინენტიდან ათობით მილიონი ადამიანია თავმოყრილი. WhiteBIT-ის ლოგო ისეთი ლეგენდების ფორმაზე, როგორიცაა რობერტ ლევანდოვსკი ან სერხიო ბუსკეტსი, არა მხოლოდ პროექტის გუნდს, არამედ ყველა უკრაინელს შთააგონებს.