კრიპტოექვაირინგი უკრაინაში: რომელი გადაწყვეტილებაა საუკეთესო

ფოტო - კრიპტოექვაირინგი უკრაინაში: რომელი გადაწყვეტილებაა საუკეთესო
Сhainalysis-ის ვერსიით, უკრაინა მოსახლეობის კრიპტოვალუტების მიმღებლობის მაღალი დონის მქონე ქვეყნების TOP-5 შედის. შესაბამისად, საბანკო ბარათების მსგავსად, კრიპტოვალუტით გადახდის ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი აქტუალურია.
თავდაპირველად, შერჩევის კრიტერიუმები უნდა შევაჯეროთ. ეგრევე გაიცხრილა სერვისები, რომლებიც თავიანთ ვებგვერდზე წერენ, რომ ისინი "ომს ეწინააღმდეგებიან" და ამავდროულად "მირ"-ის ბარათებს ემსახურებიან. ასევე არ არის საინტერესო გადაწყვეტილებები, რომლებიც აგრესორი ქვეყნისა და ნომერ პირველი მსოფლიო ტერორისტის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს და ამ დროებითი ტერიტორიული ერთეულის მოქალაქეებს ემსახურება. 

შედეგად, short list-ში რამდენიმე ნიშური გადაწყვეტილება და ერთი მსხვილი მოთამაშე მოხვდა. ნიშური გადაწყვეტილებები კონკრეტულ კრიპტოვალუტაზეა მორგებული და გამოყენების შეზღუდული გეოგრაფია აქვს. ამიტომ მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, ალბათ, ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ. ამჯერად ჩვენ "Made in Ukraine" უნივერსალურ გადაწყვეტილებას ვეძებდით როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ-მერჩანტებისთვის, რომელიც მათ ყველა ტოპ კრიპტოვალუტის მიღების შესაძლებლობას მისცემდა და საკუთარი პროცესინგი ექნებოდა. ასეთი გადაწყვეტილებაა Whitepay.

კრიპტოექვაირინგი Whitepay-სგან

Whitepay კრიპტოვალუტის გადახდის პროცესინგის კომპანიაა, რომელიც მომსახურებას eCommerce-ის სფეროში სთავაზობს და ევროპის უმსხვილესი CEX-ის, WhiteBIT-ის შვილობილი კომპანიაა. Whitepay-ს ექვაირინგი ოფლაინ და ონლაინ-მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორების მომსახურებისთვის უნივერსალური და მოქნილი გადაწყვეტილებაა, რომლებსაც ამის წყალობით გადახდის სახით არა მხოლოდ ფიატური ვალუტების, არამედ 100-ზე მეტი კრიპტოვალუტის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

Whitepay პროდუქტები კრიპტოვალუტის ექვაირინგისა და ინვოისების წარდგენის სერვისი, კრიპტოგადახდების მისაღებად საჭირო POS-ტერმინალი და ტრანზაქციების პროცესირებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა. ახლა პლატფორმა კრიპტოაქტივების დიდი ჩამონათვალისა და ხუთი ფიატური ვალუტის მიღების საშუალებას იძლევა. კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტით გადაიხადონ, მაგრამ ყველა ფინანსური ანგარიში და ჩეკი ეროვნულ ვალუტაში - გრივნაში გენერირდება.
წყარო: Whitepay

წყარო: Whitepay

Whitepay უამრავ ფუნქციას სთავაზობს, რომელთა შორისაა ანგარიშის წარდგენა, POS-ტერმინალების ქსელის მართვა, ბალანსის შევსება, ასევე ის პერსონალურ კაბინეტში დეტალური ფინანსური ანალიზისა და სახსრების მოძრაობის კონტროლის საშუალებას იძლევა. 

კრიპტოვალუტის მისაღებად საჭიროა კრიპტოსაფულე, რომელიც QR-კოდის გენერირებას ახდენს, რაც კლიენტთან სწრაფ და კომფორტულ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. ყოველი ტრანზაქციის დროს, order ID ერთად, ერთჯერადი QR-კოდი და შესაბამის კრიპტოვალუტაში ცალკე საფულე გენერირდება. 

Whitepay თავის თავს უნივერსალურ გადაწყვეტილებად წარმოაჩენს, ამიტომ ბაზარზე არსებული თითქმის ნებისმიერი საფულის მხარდაჭერა აქვს. კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებისთვის მომხმარებელს რომელიმე კონკრეტულ საფულეზე აქტივების გადაყვანა არ სჭირდება, როგორც ამას ზოგიერთი სხვა პროვაიდერი ითხოვს.

კრიპტოაქტივების ვოლატილობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებასაც, რომელიც, პირველ რიგში, მერჩანტებს აწუხებს, Whitepay თავის თავზე იღებს. Whitepay-ის მეშვეობით კრიპტოვალუტების მიღებით, ვაჭრებს გაცვლითი კურსის რყევების გამო შემოსავლის ნაწილის დაკარგვის რისკი არ ექნება. ეს მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ვაჭრების, ან მსხვილი რითეილ-ქსელების უმეტესობა კრიპტოვალუტებს მიღებაზე უარს ამბობდა. და აი, როგორც იქნა, Whitepay-ის სერვისით ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარებულია. 

Whitepay არის კომპანია, რომელიც მასშტაბირებასა და ადაპტაციას  ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნებთან ახდენს. უკრაინის გარდა Whitepay-ის ექვაირინგი უკვე არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამრიგად, ამ დროისთვის სერვისმა Whitepay ორი კონტინენტი მოიცვა,  კომპანიას ექვაირინგის ლოკალიზაციისა და კასტომიზაციის კომპეტენცია აქვს, ასევე ადგილობრივ მერჩანტებთან ანგარიშსწორებას ნებისმიერ ფიატურ ვალუტაში ახორციელებს. 

უკრაინაში, Whitepay-ზე ტექნორითეილერების ისეთი ქსელებია მიერთებული, როგორიცაა Техно Еж, Stylus და Cactus. Техно Еж-ს მთელი უკრაინის მასშტაბით 18 ქალაქში 100-ზე მეტი მაღაზია აქვს. Stylus 16 ქალაქში 20-მდე მაღაზიას ფლობს. Cactus კი ხუთ ქალაქში: კიევში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპრსა და ლვოვშია  (სულ 7 მაღაზია) წარმოდგენილი.

უპირატესობები მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდის შემთხვევაშო:

  • ნებისმიერი კრიპტოსაფულის გამოყენებაა შესაძლებელი;
  • რაიმე სისტემაში, ან კაბინეტში შესვლა ან რეგისტრაცია საჭირო არ არის;
  • გადახდა 100+ კრიპტოვალუტისა და 4 ფიატური ვალუტიდან ერთ-ერთით არის შესაძლებელი;
  • საბაზრო კურსით საკომისიოს გარეშე ავტოკონვერტაცია ფიატში ;
  • ოფლაინ გადახდისას Visa/Mastercard сontactless ბარათით, სმარტფონით, ან NFC-ს მქონე ნებისმიერი გაჯეტით გადახდა;.
  • ჩეკის ეროვნულ ვალუტაში მიღება.

უპირატესობები მერჩანტებისთვის:

  • ვაჭრის რეგისტრაციის მარტივი პროცედურა - თქვენი მოთხოვნები განიხილება სწრაფად და არა რამდენიმე დღეში, ან კვირაში, როგორც ეს საბანკო ექვაირინგის შემთხვევაში ხდება;
  • მოსახერხებელი კაბინეტი შემოსავლების, გაყიდვების მოცულობის რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგისთვის - როგორც თითოეული სავაჭრო წერტილისთვის ცალ-ცალკე, ისევე კონსოლიდირებული ანგარიშის სახით;
  • პერსონალურ ანგარიშში, მოსახერხებელი ვებინტერფეისის საშუალებით, ახალი სავაჭრო წერტილებისა ან ციფრული აქტივების გაცვლის პუნქტების სწრაფი დამატება ;
  • კრიპტოაქტივების ვოლატილობის გამო მოგების დაკლების  რისკი არ არსებობს;
  • უნივერსალური POS-ტერმინალი, რომელიც QR-კოდებსა და NFC-მოწყობილობებთან მუშაობს;
  • ანგარიშებზე შემოსავლის ადგილობრივ ვალუტაში დარიცხვასთან ერთად კრიპტოაქტივების მიღება;
  • ინვოისების (ანგარიშების) კრიპტოვალუტაში წარდგენის შესაძლებლობა.
  • API-ის საშუალებით ინტერნეტ-მაღაზიებთან ინტეგრაცია;
  • კრიპტოვალუტების მიღებისა და კლიენტების ბაზის გაზრდის გზით გადახდის ინსტრუმენტების ნუსხის გაფართოება.

WhitePOS-ტერმინალი

ასე გამოიყურება WhitePOS

ასე გამოიყურება WhitePOS

  • ავტონომიის მაღალი დონე - ტერმინალი ერთი დატენით 24 საათამდე და მეტიც მუშაობს;
  • ტრეიდერის მიერ არჩეულ ფორმატში ჩეკების დასაბეჭდად პრინტერის არსებობა;
  • Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა;
  • მოსახერხებელი ინტერფეისისა და მენიუს მქონე სენსორული ეკრანი;
  • NFC-ინტერფეისის არსებობის წყალობით Visa/Mastercard сontactless ბარათების მიღება;
  • 3G/4G ქსელების მხარდაჭერა;
  • ტერმინალი მუშაობისთვის მზად პირდაპირ ყუთიდან ამოღებისთანავეა - ჩაერთე და ისარგებლე.

Visa/Mastercard сontactless ბარათების მიღება ტოკენიზირებული ბარათების მქონე ნებისმიერი გაჯეტით  გადახდის შესაძლებლობას აჩენს, რომელთა შორისაა სმარტ-საათები, ფიტნეს-სამაჯურები, NFC-ბეჭედი, ან სმარტფონი Google Pay-ს ან Apple Pay-ს მხარდაჭერით.

WhitePOS PCI DSS-ის სტანდარტს შეესაბამება და KYC/AML მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელებას უზრუნველყოფს.