რაში სჭირდებათ რეგულირებად ბირჟებს ლიკვიდური სტეიკინგი
ლიკვიდური სტეიკინგი ითვლება სფეროდ, რომელიც დეცენტრალიზებულმა პლატფორმებმა უკვე მყარად დაიკავეს. მაგრამ ახლახან CEX-ის მსხვილმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ასევე სურთ მიიღონ შემოსავალი ტრეიდერებისთვის მაღალი რეზერვების მქონე პულებზე წვდომის მიცემით.
რა არის ლიკვიდური სტეიკინგი
ჯერ ცოტაოდენი თეორია.
ლიკვიდური სტეიკინგი (ან soft staking) ლიკვიდობის პულში ციფრული აქტივების ჩვეულებრივი დაბლოკვის ერთ-ერთი ვარიანტია. ტრადიციული სტეიკინგისგან ეს იმით განსხვავდება, რომ მომხმარებლებს აქვთ წვდომა მათ დაბლოკილ სახსრებზე სხვა გარიგებების შესასრულებლად, ამასთან ისინი თავისი პირველადი დეპოზიტიდან ჯილდოს მიღებას აგრძელებენ.
ლიკვიდური სტეიკინგი ფართოდ 2022 წელს, DeFi-ს შესაძლებლობების ბუმის შემდეგ გავრცელდა. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშავებენ ფულს ციფრული აქტივების მფლობელები soft staking-ზე, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.
7 მარტამდე ლიკვიდური სტეიკინგი გამოიყენებოდა მხოლოდ დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე. მაღალი მომგებიანობის გამო მან მოიზიდა მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებიც პულებს Liquid Collective-ის პროტოკოლით უერთდებოდნენ.
მაგრამ ცენტრალიზებულ ბირჟებს არ სურდათ ხელიდან გაეშვათ ბაზრის მომგებიანი სეგმენტი და დააარსეს კონსორციუმი თავიანთ პლატფორმებში სოფტ სტეიკინგის ინტეგრირებისთვის.
ვინ უწყობს ხელს Liquid Collective-ის გამოყენებას CEX ბირჟებზე
Liquid Collective ცენტრალიზებული კრიპტობირჟებისთვის 2023 წლის 7 მარტს ამოქმედდა. მას მართავს კრიპტოლიდერთა ჯგუფი, რომელთა შორისა Coinbase, Kraken, Acala, Alluvial და Bitcoin Suisse.
ეს პროტოკოლი საშუალებას აძლევს ინსტიტუციონალურ მოთამაშეებს, როგორიცაა Binance, შესთავაზონ მომხმარებლებს ლიკვიდური განაკვეთები. Coinbase და Kraken უკვე არეკლამებენ სტეიკინგის საკუთარ სერვისებს, არადა SEC-მა მათ ამაზე უარის თქმა მოსთხოვა.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი ბაზრის ძირითადი მოთამაშეებისთვის?
იმიტომ რომ, ლიკვიდური სტეიკინგი მალე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. Shanghai განახლების შემდეგ კი, რომლის განხორციელებასაც ვიტალიკ ბუტერინი აპრილში გეგმავს, დიდი რაოდენობით ETH იქნება განბლოკილი. მფლობელებს სურთ გამოიყენონ თავიანთი ახალი აქტივები პროექტებში, რომლებიც მათ ლიკვიდურ განაკვეთებზე ფულის გამომუშავებაში დაეხმარება. ის პლატფორმები, რომლებიც ჯერ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხდებიან.
ანუ, ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ბრძოლა კლიენტებისთვის DeFi-სა და CEX ბირჟებს შორის.
რას მიიღებენ ცენტრალიზებული ბირჟები Liquid Collective-ის დანერგვით
ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ექვსი მიზეზი, რამაც, ჩვენი აზრით, აიძულა კრიპტობაზრის წამყვანი მოთამაშეები, გამოსულიყვნენ დროში გამოცდილი ლიკვიდური სტეიკინგის სტანდარტზე მასობრივი მიერთების ინიციატივით.
- მუშა პროექტზე მიერთება ბევრად უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე საკუთარი პროტოკოლის შექმნა.
- რეგულირებადი პლატფორმები დაკარგავენ დროს, თუ ისინი არ იქნებიან მზად, შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს ლიკვიდური განაკვეთები Shanghai-ის ამოქმედებისთანავე.
- ახლა ისინი ხელში ჩაიგდებენ საკომისიო ანაზღაურების ნაწილს, რომელსაც Liquid Collective იღებს ETH-ის სტეიკინგისთვის.
- მარეგულირებლების თვალსაზრისით, Liquid Collective კეთილსინდისიერად გამოიყურება: ის KYC და AML მოთხოვნებს შეესაბამება.
- CEX პლატფორმებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ლიკვიდური პროდუქტი განაკვეთისთვის.
- Liquid Collective გთავაზობთ სადაზღვევო დაფარვას ქსელის ხარვეზის ან გატეხის შემთხვევაში.
საჭიროა ასეთი ინიციატივის სუსტი მხარეების გაჟღერება.
Liquid Collective-ის გატეხას შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები. ამ შემთხვევაში, დაზარალდება ტრადიციული კრიპტობირჟების მილიონობით კლიენტი, რომლებიც გამოიყენებენ დეცენტრალიზებული პროტოკოლის მომსახურებებს. თავისი მასშტაბით, ეს FTX-ის გაკოტრების მსგავსი კრახი იქნება.
კიდევ ერთი შიში გამოთქვა Grayscale-ის ანალიტიკოსმა, მეტ მაქსიმომ. მან თქვა შემდეგი: ”თუ ინსტიტუციონალური დაწესებულებები და სხვა რეგულირებადი ორგანიზაციები გახდებიან ETH-ის დაბლოკვის დომინირებადი მონაწილეები ლიკვიდური სტეიკინგის პროტოკოლების საშუალებით, შეიძლება ქსელში ცენტრალიზაციისა და ცენზურის რისკი წარმოიშვას”.
ანუ, ცენტრალიზებული მოთამაშეებისგან კონსორციუმის შექმნა შეიძლება იყოს მომგებიანი ცალკეული CEX ბირჟებისთვის, მაგრამ დამანგრეველი ზოგადად დეცენტრალიზებული ფინანსური სივრცისთვის.