რამდენად დიდია Shapella-ს ზეწოლა ETH-ის ფასზე?

ფოტო - რამდენად დიდია Shapella-ს ზეწოლა ETH-ის ფასზე?
12 აპრილს მოხდა Ethereum-ის ქსელის განახლება, სახელწოდებით Shappella (Shanghai + Capella) და ის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ვალიდიატორებმა პირველად შეძლეს სტეიკინგიდან თავიანთი მონეტების გატანა, საზოგადოებამ კი იმაზე დაიწყო შფოთვა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი მთავარი ალტოკინის ფასზე.
ყველა შიშის მიუხედავად, ETH-მა 2000$-იანი ნიშნულის გარღვევა  მოახერხა, თუმცა სტეიკინგიდან გატანა ჯერ კიდევ გრძელდება. კრიპტოვალუტის გატანის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, გაჩნდა 2-კვირიანი რიგები. მაგრამ, რამდენად დიდია ზეწოლა ETH-ის ფასზე? იქნებ კოლაფსი ჯერ კიდევ წინ არის? ამის გასაგებად ონჩეინ ანალიზს მივმართოთ.
 
კვლევითი სერვისის Rated-ის მონაცემებით, ვალიდატორთა რაოდენობა, რომლებმაც მონეტების სრულად გატანა გადაწყვიტეს, 28000-მდე გაიზარდა. ეს საერთო რაოდენობის მხოლოდ 5% არის. სულ ასეთი 560 ათასზე მეტია, თუმცა არანაკლებია იმათი რაოდენობაც, ვინც ნაწილობრივ გატანას ელოდება. ასეთი დაახლოებით 430 ათასია.
გატანილი ETH მონეტების რაოდენობა წყარო: Token Unlocks

გატანილი ETH მონეტების რაოდენობა წყარო: Token Unlocks

როგორც ცნობილია, ხდება არა მხოლოდ გატანა, არამედ შევსება მათგან, ვისაც Ethereum-ის ქსელის ვალიდატორობა სურს. მანამდე ამ შესაძლებლობით ყველას არ უსარგებლია. თუმცა, Token Unlocks-ის ინფორმაციით, ახლა უპირატესობა "გაქცეულთა" მხარესაა, რომელთა რაოდენობა სტატიის წერის მომენტში ორჯერ მეტია. მაგრამ ეს თანაფარდობა ყოველდღე იცვლება.
 
თუ ყურადღებას მიაქცევთ Nansen-ის ანალიტიკურ მონაცემებს, დაინახავთ, რომ სტეიკინგიდან გატანა ამინდს დიდად არ ქმნის, თუ გავითვალისწინებთ ETH-ის მთლიან რაოდენობას (დაახლოებით 18 მილიონი), რომელიც ქსელში ტრანზაქციის ვალიდაციისთვის გამოიყენება. Shanghai განახლების მომენტიდან, Cummulative Sum-ის მაჩვენებელი მხოლოდ 0.6%-ით შემცირდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ფირუზისფერი ზოლები  დეპონირებული ETH-ის რაოდენობას ასახავს, ხოლო ნარინჯისფერი ზოლები - გატანილი ETH-ის რაოდენობას.
ETH-ის დეპოზიტებისა და სტეიკინგიდან გამოტანის თანაფარდობა  წყარო: Nansen

ETH-ის დეპოზიტებისა და სტეიკინგიდან გამოტანის თანაფარდობა წყარო: Nansen

უნდა აღინიშნოს, რომ ვალიდატორების უმეტესობა, რომლებსაც სტეიკინგიდან თავიანთი აქტივები გააქვთ, სწორედ Kraken-თან არის დაკავშირებული. ეს გასაკვირი არ არის, რადგან თებერვალში ბირჟისთვის ეს ნიშა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ დახურა, რაც იმ თვის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად იქცა. ამან ასევე გააჩინა შეშფოთება სხვა მსხვილ მოთამაშესთან დაკავშირებით, რომელიც ლიკვიდური სტეიკინგის სერვისებს უზრუნველყოფს. ეს არის ბირჟა  Coinbase. ამის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენი სხვა სტატიიდან შეიტყობთ.
 
სხვათა შორის, Coinbase-მა და ლიკვიდური სტეიკინგის ზოგიერთმა დეცენტრალიზებულმა პლატფორმამ, მაგალითად Lido-მ, შეიძლება შექმნან გარკვეული ზეწოლა ETH-ის ფასზე, რადგან მათ გააფრთხილეს თავიანთი მომხმარებლები, რომ აქტივების გატანა შეყოვნებით წარიმართებოდა. თუმცა, ეს პრინციპულად, ბევრს არაფერს შეცვლის, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რბილად ხდება მონეტების გატანა, რომლის შეწონასწორება მათ მიერ ხდება, ვისაც, პირიქით, დეპოზიტის გაკეთება სურს. Ethereum-ის დეველოპერებმა კარგი საქმე გააკეთეს, როდესაც სტეიკინგიდან გატანის წარმატებული მექანიზმი შექმნეს.
 
როგორც ჩანს, ETH-ის ფასი ახლა უფრო მეტად არის დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე, რომლებიც ასევე გავლენას ახდენს ბიტკოინის ფასზე. როდესაც მთავარი კრიპტოვალუტა იზრდება, ან ეცემა, ETH მის მოძრაობას უმეტესად იმეორებს.