კრიპტოვალუტა და ვენჩურული ინვესტორები: აჟიოტაჟი დასრულდა?

ფოტო - კრიპტოვალუტა და ვენჩურული ინვესტორები: აჟიოტაჟი დასრულდა?
Galaxy Digital-მა, PitchBook-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ანგარიში პირველი კვარტლის ბლოკჩეინ პროექტებში ვენჩურული ინვესტიციების შესახებ, რომლებიც შეფასდა ინვესტირებული სახსრების, ტრანზაქციების რაოდენობის, იურისდიქციისა და სტარტაპების საქმიანობის კატეგორიების მიხედვით.
ერთი შეხედვით, პირველი კვარტალი წარმატებულად გამოიყურება ფულის მხრივ (2,4 მილიარდი დოლარი). მაგრამ, სინამდვილეში, მისი შედეგები ყველაზე უარესია ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვარტალთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 366-დან 439-მდე გაიზარდა. როგორც გრაფიკზე ჩანს, ინვესტიციების ძირითადი პიკი 2022 წელს დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე ვარდნა 2020 წლის დონემდე, ძირითადად, ბაზრის საერთო კლებით არის განპირობებული.
ინვესტიციები და გარიგებების  რაოდენობა კვარტლების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

ინვესტიციები და გარიგებების რაოდენობა კვარტლების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

რა ახდენს გავლენას ვენჩურული ინვესტორების არჩევანზე

1. კომპანიის წლოვანება.  2021 და 2022 წლებში დაარსებულმა დროით და კრიზისებით გამოცდილმა სტარტაპებმა შეაგროვეს უზარმაზარი თანხები და ყველაზე მეტი გარიგება გააფორმეს. ახლადგამომცხვარმა პროექტებმა კი პრაქტიკულად ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვა.
ინვესტიციები კომპანიის დაარსების წლების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

ინვესტიციები კომპანიის დაარსების წლების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

2. იურისდიქცია. კანონმდებლობის გამკაცრების, გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის და მარეგულირებლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების მიუხედავად,  ამერიკული კომპანიები ინვესტიციების მხრივ წინ არიან  - მთლიანი მოზიდული სახსრების 42,8%. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (19,4%), მესამეზე - კანადა (6,6%). დადებული ხელშეკრულებების რაოდენობით ასევე აშშ ლიდერობს (42.3%),  დიდი ბრიტანეთი  მეორეზე (8.5%) და სინგაპური მესამე  ადგილზეა (6.2%). ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ აშშ-ის ხელისუფლების სწორი მიდგომის შემთხვევაში, კრიპტოკომპანიები აშშ-ში შეძლებენ ბაზარზე დომინირებას.

3. მოღვაწეობის კატეგორიები. ვენჩურული ინვესტორების არჩევანის შესწავლით, შეგიძლიათ  მიახლოებით  განსაზღვროთ რომელი სფეროები მიაჩნიათ მათ ყველაზე პერსპექტიულად. მაგალითად, ინვესტიციების ნახევარზე მეტი სამ სფეროს შორის განაწილდა: ტრეიდინგი (22%), საფულეები (21%) და Web3 (დაახლოებით 12%). საინტერესოა, რომ FTX-ის ჩამოშლამდე, საფულეების კატეგორიას ბაზრის მხოლოდ 5% ეკავა, ხოლო ამჟამად Ledger-მა  მხოლოდ მარტში  $108 მილიონის მოზიდვა მოახერხა.

4. ინვესტიციების მოზიდვის ეტაპები. ეს პუნქტი წარმოადგენს წინა პუნქტის გაშლას და თითოეულ სფეროს დაფინანსების მოზიდვის სტადიების მიხედვით განიხილავს. თითქმის არცერთ მათგანს არ მიუღია ინვესტიცია პირველ ეტაპზე (pre-seed), გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა (კვანძების ჰოსტინგი, სტეიკინგი და ა.შ.), ბლოკჩეინისა და DeFi-სა, ხოლო ბოლო ეტაპზე ყველაზე მეტის შეგროვება შეძლეს საფულეებმა, საბანკო აპლიკაციებმა და კორპორატიულმა ბლოკჩეინებმა. 
ინვესტოციები კატეგორიებისა და ეტაპების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

ინვესტოციები კატეგორიებისა და ეტაპების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

გარიგებების რაოდენობის მხრივ სიტუაცია უფრო თანაბარი ხდება. თითქმის ყველა კატეგორიაში შეთანხმებები  პირველ ეტაპზე ფორმდებოდა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები რისკების შემცირებას ცდილობენ, ისინი უარს არ ამბობენ ახალ პროექტებში გარკვეული თანხების ინვესტირებაზე. მაინინგზე, მედიასა და Web3-ზე (NFT, DAO და ა.შ.) გვიან ეტაპებზე გარიგებები თითქმის არ ფორმდებოდა, რაც სამომავლოდ შემოსავლების დაბალ შანსზე მიუთითებს.
გარიგებები კატეგორიებისა და ეტაპების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

გარიგებები კატეგორიებისა და ეტაპების მიხედვით. წყარო: Galaxy-ის ოფიციალური საიტი.

დასკვნა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კვარტალი ცუდი იყო ვენჩურული ინვესტიციების თვალსაზრისით, განსაკუთრებით წინა კვარტლებთან შედარებით. მთავარი მიზეზი არის ბაზრის ზოგადი ვარდნა საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე. მაგრამ მთლიანობაში, არის რამდენიმე დადებითი მომენტი: გარიგებების რაოდენობა იზრდება და საერთო მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე წინა დათვური ბაზრის დროს. იმედია, ეს ტენდენციები შენარჩუნდება. მაგრამ, დამწყებ სტარტაპებს უნდა ესმოდეთ, რომ უახლოეს მომავალში წვდომა ადვილ ფულზე არ იქნება და სერიოზული დაფინანსების მოსაზიდად, აუცილებელი ინება ნამდვილად მნიშვნელოვანი პროდუქტების შექმნა.