YouTube-ის ახალი გენერალური დირექტორი Web3-ს მხარს უჭერს

ფოტო - YouTube-ის ახალი გენერალური დირექტორი Web3-ს მხარს უჭერს
ვიდეოპლატფორმამ YouTube ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ის სიუზან ვოიჩიცკის ჩაანაცვლებს, რომელიც დაახლოებით 9 წელი ამ თანამდებობაზე და თითქმის 25 წელი Google-ში მუშაობდა.
ახლა დირექტორი იქნება ნილ მოჰანი, რომელიც კრიპტოინდუსტრიის, კერძოდ კი NFT-ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით არის ცნობილი. მანამდე ის იკავებდა პროდაქტ-მენეჯერის პოზიციას და ამ დროს YouTube Shorts-ისა და YouTube Music-ის დანერგვა მოასწრო. ასევე მისთვის შესაძლებელია გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება ღილაკის "არ მომწონს" გაუჩინარებაზე. 

2022 წლის დასაწყისში მოჰანმა მეტავერსთან დაკავშირებული ახალი ფუნქციების ინტეგრაციასთან დაკავშირებული წინასწარი გეგმები განსაზღვრა და NFT–ების მეშვეობით კონტენტის ტოკენიზაციის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა, რომ NFT შეიძლება გახდეს შემოსავლის დამატებითი წყარო იუთუბერებისთვის, და ასევე აუდიტორიასთან ურთიერთქმედების ახალი საშუალებაც.
 
მიუხედავად იმისა, რომ Web3 ინტეგრაციასთან დაკავშირებული ამბიციური გეგმების დაანონსებიდან ერთ წელზე მეტია გასული, ნილ მოჰანის ჩანაფიქრები ჯერ არ განხორციელებულა. შეიძლება ამაში ახლა გენერალური დირექტორის თანამდებობა დაეხმაროს. 
 
კრიპტოინდუსტრიის ზრდასთან და ფართო აღიარებასთან ერთად, სავსებით მოსალოდნელია ვიხილოთ უფრო მეტი კომპანია და პლატფორმა, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დასანერგად ნაბიჯებს გადადგამენ. ამრიგად, ჩვენ თანდათანობით ვიკვალავთ გზას ახალი, დეცენტრალიზებული ინტერნეტისკენ.