Signature-ის აქციონერები ბანკთან დავას სასამართლოში გადაწყვეტენ

ფოტო - Signature-ის აქციონერები ბანკთან დავას სასამართლოში გადაწყვეტენ
Signature-ის აქციონერებმა ბანკისა და მისი სამი ყოფილი ტოპ მენეჯერის — მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ასევე საფინანსო და ოპერაციების დირექტორების წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. მათ თაღლითობაში ადანაშაულებენ, რადგანაც ბანკი სახელმწიფო რეგულატორის მიერ კონფისკაციამდე სამი დღით ადრე ჯერ კიდევ ქმედუნარიანი იყო.
გარდა ამისა, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ბანკი აკეთებდა განცხადებებს, რომლითაც აქციონერები შეცდომაში შეჰყავდა, რათა მათი შიშები გაეფანტა. კერძოდ, ბანკის ტოპ მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ  Signature-ს კლიენტების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია და მას საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდურობა გააჩნია. ამჟამად აქციონერები იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც არ სახელდება. 

შეგახსენებთ, რომ რეგულატორის გადაწყვეტილების მიხედვით, გაკოტრებული დაწესებულების აქციონერები სახელმწიფოს მხრიდან დაცვას ვერ მიიღებენ.

GC
GN Crypto
ავტორი