#china
ნაპოვნია 12 სტატია
ბოლო
ჰონგ-კონგმა პირველი ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა
BOCI, ჩინეთის საინვესტიციო ბანკმა, ეპოქალურ დონეს მიაღწია, როდესაც 200 მილიონი CNH-ის სრულად ციფრული სტრუქტურირებული ობლიგაციები გამოუშვა. ეს არის ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტის მიერ ჰონგ კონგში ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირველი შემთხვევა. BOCI თანამშრომლობდა UBS-თან, რათა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მომხმარებლებისთვის პროდუქტი UBS შეექმნა.ჩინეთის დედაქალაქი Web3-ით დაინტერესდა: აკრძალვა წარსულს ჩაბარდა
web3-ის სფეროში განვითარებისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის პარალელურად, პეკინმა საკუთარი „თეთრი წიგნი“ გამოაქვეყნა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს, The Paper-ის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი Web3-ის ინოვაციებისა და განვითარების თეთრი წიგნის (2023)“ სახელს ატარებს და აღნიშნულ ტექნოლოგიას „მომავლის ინტერნეტ-ინდუსტრიის შეუქცევადი განვითარების ვექტორს“ უწოდებს.ჩინელი ეკონომისტი კრიპტოს აკრძალვის გადახედვისკენ მოუწოდებს
ჩინეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა მრჩეველმა ჰუან იპინგმა გადაწყვიტა არც მწვადი დაეწვა, არც შამფური და გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ამჟამინდელი პოლიტიკა პრაქტიკულია (რომ არ დახვრიტონ), მაგრამ არ არის დარწმუნებული მის მიზანშეწონილობაში მომავალში (აქ მასში ეკონომისტმა გაიღვიძა).ბაზრის ვარდნა დასრულდა?
ჯეიმს გორმანმა, Morgan Stanley-ის CEO-მ, განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა პიკედან გამოვიდა. პოზიტიურ ცვლილებებს ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: აშშ-ში ინფლაციამ პიკს მიაღწია აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა გორმანი თვლის, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას: იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო სიმდიდრე ერთმანეთში გადაანაწილონ, გადავიდნენ მისი გაზრდის მისწრაფებაზე, რათა ყველამ მეტი მიიღოს. გორმანი ასევე ვარაუდობს, რომ FRS-ი არ გაზრდის განაკვეთებს 25 საბაზისო პუნქტზე მაღლა მომავალ თვეში. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის ბაზარი სოლიდარულია.სარისკო AI ინსტრუმენტები, ავსტრალიაში, შესაძლოა, აკრძალული იყოს
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამო გლობალური შეშფოთების საპასუხოდ, ავსტრალიის მთავრობამ დაიწყო სასწრაფო კონსულტაციები იმის დასადგენად, უნდა აიკრძალოს თუ არა ნებისმიერი სარისკო AI აპლიკაცია. ეს ინიციატივა მოჰყვება აშშ-ში, ევროკავშირსა და ჩინეთში განხორციელებულ მსგავს ქმედებებს, რათა AI-სთან დაკავშირებული რისკები შესწავლილი და შემცირებული იყოს.ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტობუმით სარგებლობენ
მოულოდნელად, ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტოკომპანიებთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ, რადგან ქალაქს სურს, ციფრული აქტივების წამყვან ჰაბად იქცეს. როგორც მანამდე ვწერდით, 2023 წლის 1 ივნისიდან ჰონგ-კონგი კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული ყველა სავაჭრო-საფინანსო ოპერაციის ლეგალიზებას გეგმავს.ტვიტერის მკვლელი თავისუფალია!
მობილური აპლიკაცია Damus, რომელსაც "Twitter-ის მკვლელი" უწოდეს, App Store-მა დაამტკიცა. დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი მხარს უჭერს ბიტკოინით გადახდებს Lightninin ქსელის მეშვეობით და ასევე მიიღო ჯეკ დორსის (Twitter-ის ყოფილი CEO) კურთხევა, რომელიც თვლის, რომ პროექტს დიდი მომავალი აქვს. ახლა რას იტყვი, ელონ მასკ?ჯასტინ სანის შპაგატი
ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.1 - 12 12 შედეგიდან