#Genesis
ნაპოვნია 11 სტატია
ბოლო
რა არის გენეზის ბლოკი და რატომ არ გააჩნია ის ფორკებს
გენეზის ბლოკი ყველა კრიპტოვალუტაში არ არის წარმოდგენილი. ეს არის ბლოკჩეინის ჩასახვის ბლოკი, ნულოვანი (ან პირველი) ბლოკი, ასევე "დაბადების" ბლოკი. ყველაფერი მისგან იწყება. ამ სტატიაში ფილოსოფიასა და ბიბლიურ მომენტებს ვერ გავექცევით. რადგან ბლოკჩეინის შექმნა სამყაროს შექმნის მსგავსია, მაგრამ მინიატიურულად.SEC კრიპტელებს მოსვენებას ისევ არ აძლევს
ფასიანი ქაღალდების კანონის შესაძლო დარღვევის გამო, კომისიამ მიზანში ბირჟა Kraken ამოიღო. ახალმა დირექტორმა, დეივ რიპლიმ უარი თქვა იმ ტოკენების დელისტინგზე, რომლებიც ჰაუის ტესტს ვერ გადიან და ახლა SEC-თან დავობს. გადაწყვეტილება ამ საქმეზე უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და ის მთელი კრიპტოსაზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე დადის ხმები კერძო ინვესტორებისთვის სტეიკინგის სავარაუდო აკრძალვის შესახებ. Genesis და Gemini Kraken-ს გულშემატკივრობენ, რადგან მათ ანალოგიური ბრალი წაუყენეს.Genesis-მა ფული ზუსტად გაკოტრების წინ გაიტანა
Chainalysis-ის გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 155 მილიონი აშშ დოლარის თანხა იქნა გატანილი Genesis ბირჟიდან გაკოტრების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე: 50,000 ETH Coinbase-ზე 20,000 ETH Bitstamp-ზე 5000 ETH და 3,9 მილიონი დოლარი Kraken-ზე 7.7M FTM Binance-ზე 36 მილიონი დოლარი უცნობ საფულეზე ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს Genesis-ის მიერ კრედიტორების წინაშე დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა. რა თქმა უნდა! ეს ხომ ზუსტად ის არის, რასაც ყველა ბანკროტი აკეთებს გაკოტრების გამოცხადებამდე.დომინო აგრძელებს ჩამოშლას
Genesis Global-მაც ვერ შეძლო თავის გადარჩენა და ოფიციალურად განაცხადა გაკოტრების შესახებ. ნიუ-იორკის სამხრეთ სასამართლოს ინფორმატორები იუწყებიან, რომ ბირჟის დამფუძნებლები იყენებენ კოდექსის მე-11 თავს, რომელიც ითვალისწინებს „გაყიდვას, კაპიტალის გაზრდას ან ვალის რესტრუქტურიზაციას“. ანუ, ბირჟის შენარჩუნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ სხვა მფლობელთან. შეგახსენებთ, რომ Genesis Trading-ის კრედიტორების ვალი 3 მილიარდ დოლარზე მეტია. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლებს მხოლოდ 150 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის შეთავაზება შეუძლიათ.SEC Genesis-სა და Gemini-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
12 იანვარს მარეგულირებელმა კრიპტოკრედიტორ Genesis Global Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini Trust-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოაქვეყნა. SEC-ის ცნობით, კომპანიები პროგრამა Gemini Earn-ის მეშვეობით ფასიან ქაღალდებს არალეგალურად სთავაზობდნენ და ყიდდნენ.კრიპტობირჟა Gemini 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს
ბირჟა FTX-ის კრახის შედეგები კრიპტოსაზოგადოებაში პრაქტიკულად ყველას შეეხო. გამონაკლისები არც Gemini და კრიპტო-ლენდერი Genesis გახდნენ. კრიპტობირჟა 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს. ამ რაოდენობის ვალი, თითქოსდა, Genesis-ს Gemini-ს კლიენტების წინაშე აქვს.Genesis-მა კრედიტორებს ცრემლები შეუშრო
Genesis-ის გაკოტრების საქმის პირველ მოსმენაზე კომპანიის ადვოკატმა გამოთქვა რწმენა, რომ დავები კრედიტორებთან კვირის ბოლომდე მოგვარდება. ამავდროულად, Genesis-ს სურს 4 თვეში გაკოტრების პროცედურიდან გასვლა. ჯერჯერობით, კომპანია გეგმავს განაგრძოს გადახდები თანამშრომლებისთვის და მომწოდებლებისთვის, მაისის თვისთვის კი აქტივების აუქციონზე გაყიდვას და კრედიტორების გასტუმრებას გეგმავს. არითმეტიკა ასეთია - Genesis-ს $5 მილიარდის აქტივები და ვალდებულებები აქვს , ვალები კი $3,4 მილიარდი.ვინ დაზარალდა Genesis-ის გაკოტრებით
ხუთშაბათს Genesis-მა შეიტანა განაცხადი გაკოტრების შესახებ მე-11 თავთან შესაბამისობაში და უკვე ცნობილი ხდებიან მთავარი კრედიტორები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ კომენტარი. ბირჟა Gemini ბანკროტის მთავარი კრედიტორია. მისი ზარალი 750 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. საინვესტიციო ფონდი Mirana. მის მიმართ დავალიანება დაახლოებით 127 მილიონი დოლარია და მათ თავად დააკრედიტეს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Bybit და BitDAO. Decentraland. წარმომადგენლების ოფიციალური განცხადების თანახმად, Genesis-ის ვალი მათ მიმართ $7,8 მილიონ დოლარს შეადგენს. Stellar Blockchain-ი ამტკიცებს, რომ $13 მილიონი დოლარის კრედიტი გასცა. Coincident Cap-მა დაადასტურა 110 მილიონი დოლარის ვალი მის მიმართ. ყველა კრედიტორი ამტკიცებს, რომ Genesis-ის პრობლემური ვალდებულებები არ შეუშლის ხელს მათ მუშაობას და შესაძლო ზარალი გადაიფარება. მართალია, ვის ხარჯზე - არ აკონკრეტებენ. Genesis-ის მთლიანი ვალი 3,4 მილიარდი დოლარია. ამიტომ დაზარალებული კრედიტორების შესახებ სიახლეებს მაინც უნდა ველოდოთ.Gemini Earn: ტყუპი უინკლვოსები ყველაფერს გამოასწორებენ
Financial Times-ის ცოტა ხნის წინანდელი მოხსენება ბირჟის $900 მილიონიანი დანაკლისის შესახებ, რომელიც კრიპტოლენდერ Genesis-ისთან პრობლემების გამო წარმოიშვა, რომელთანაც ისინი თანამშრომლობდნენ Gemini Earn-ის ჩარჩოებში, კრიპტოსაზოგადოებაში ცხარე განხილვის თემა გახდა.1 - 11 11 შედეგიდან