#lawyer


ნაპოვნია 4 სტატია

ბოლო

ხუჭუჭა სემს მესინჯერებში ბრაზის ამონთხევის უფლება მისცეს

გაკოტრებული ბირჟა FTX მუშაობას განაახლებს?

ჯონ რეი III-მ, რომელმაც ახლახან დაიკავა გაკოტრებული ბირჟის CEO-ს პოსტი, რამდენიმე მინიშნება გააკეთა ბირჟის აღორძინების შესაძლებლობაზე.ბილინგის უახლესი ანგარიშები ავლენს დამაინტრიგებელ ფაქტებს: რეიმ 6.7 საათი დახარჯა 2.0-თან დაკავშირებულ ასპექტებზე მუშაობაში, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ განახლებული ბირჟა, შესაძლოა, FTX 2.0-ს სახით მოგვევლინოს.ამ დროისთვის, ცოტა რამ ადასტურებს ბირჟის აღორძინების შესაძლებლობას, არსებობს მხოლოდ თეორიული მოსაზრებები და შიდა გეგმები. თუმცა, რეის ბოლომდე არ უარყვია ეს პერსპექტივა, როდესაც იანვარში განაცხადა: "ყველაფერი განიხილება. თუ არსებობს რეალური გზა, ჩვენ არა მხოლოდ შევისწავლით, არამედ მივყვებით მას."აპრილში, FTX-ის მთავარმა იურისტმა ენდი დიტდერიხმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტურ ბირჟას შეეძლო ფუნქციონირების განახლება. ასეთ ნაბიჯს დასჭირდებოდა კაპიტალის მნიშვნელოვანი შედინება და მას შეეძლო მომავალ ბირჟაზე კლიენტები წილებითაც კი უზრუნველეყო. თუმცა, დიტდერიხმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ ერთია მრავალი შესაძლებლობიდან და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.გავრცელებული ინფორმაციით, ვენჩურული ფირმა Tribe Capital-მა გამოავლინა ინტერესი ბირჟის განახლების დაფინანსების რაუნდის წარმართვისადმი.

1 - 4 4 შედეგიდან