#lightning
ნაპოვნია 11 სტატია
ბოლო
Taproot Assets გადაჭრის ტოკენების პრობლემებს Bitcoin-ის ქსელში
Lightning Labs-მა, Lightning Network-ის ინფრასტრუქტურის დეველოპერმა, წარადგინა Taproot Assets v0.2 პროტოკოლის განახლებული ვერსია, რომელიც ტესტნეტის ეტაპზეა. ეს შემუშავება წარმოადგენს პოტენციურად ეფექტიან გზას Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ახალი აქტივების მოსაჭრელად.შეცდომა მეტამონაცემების სისტემაში Bitcoin Ordinals
ბიტკოინის Ordinals ბლოკჩეინში მონაცემთა შეყვანის პროტოკოლში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა ბაგმა გამოიწვია შეშფოთება და დებატები კრიპტოსაზოგადოებაში. შეცდომა აღმოაჩინა დეველოპერმა, მეტსახელად Supertestnet. მან უსატოშო ტრანზაქცია წამოიწყო, მაგრამ Ordinals-ის პროტოკოლმა ის მოქმედად მაინც აღიარა. შედეგად, ნუმერაციის სისტემა, რომელსაც Ordinals წარწერებისთვის იყენებს, ერთეულით ჩაჩოჩდა. Ordinals-ის შემქმნელმა, კეისი როდარმორმა შეცდომა GitHub-ზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი გამოსწორების მკაფიო გეგმა ჯერ არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაგი არანაირ გავლენას არ ახდენს Ordinals-ის ძირითად სისტემაზე, რომელიც ტრანზაქციების მსვლელობისას სატოშის მონიტორინგს ითვალისწინებს, Ordinals-ის კოლექციონირების შექმნისას ის წარწერების რიგითობას არღვევს. ამასთან, პლატფორმა Bitcoin Lightning Deezy-ის დამფუძნებელი დენი დიკროგერი ამაში სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან ნუმერაციის სისტემა სრულყოფილისგან მაინც შორს არის. მას დაეთანხმა სხვა დეველოპერი, Rijndael-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს შეცდომა თავად ორდინარებზე არ მოქმედებს. რაც არ უნდა იყოს, ეს ინციდენტი აჩენს კითხვებს Ordinals-ის სისტემის საიმედოობისა და უსაფრთხოების შესახებ და გვახსენებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემების მუდმივი განვითარებისა და ტესტირების მნიშვნელობას.ტვიტერის მკვლელი თავისუფალია!
მობილური აპლიკაცია Damus, რომელსაც "Twitter-ის მკვლელი" უწოდეს, App Store-მა დაამტკიცა. დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი მხარს უჭერს ბიტკოინით გადახდებს Lightning Network ქსელის მეშვეობით და ასევე მიიღო ჯეკ დორსის (Twitter-ის ყოფილი CEO) კურთხევა, რომელიც თვლის, რომ პროექტს დიდი მომავალი აქვს. ახლა რას იტყვი, ელონ მასკ?1 - 11 11 შედეგიდან