დევიდ მარკუსის Lightspark-ი Lightning Network-სთვის

ფოტო - დევიდ მარკუსის Lightspark-ი Lightning Network-სთვის
მსოფლიოს სჭირდება ღია, ფუნქციონალურად თავსებადი და მაქსიმალურად იაფი პროტოკოლი. კრიპტოსაზოგადოებას სჭირდება ნულთან მიახლოებული ღირებულების ტრანზაქციები რეალური დროის რეჟიმში!
ფულმა ინტერნეტში ისე უნდა იმოძრაოს, როგორც ელ.ფოსტამ ან ტექსტურმა შეტყობინებებმა. Lightning Network-ს აქვს ყველა შანსი, გახდეს სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც მთელ მსოფლიოს ამის და უფრო მეტის საშუალებას მისცემს
, - მიმართავს მომავალ კლიენტებს Lightspark-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი.
Lightning Network მუშაობს ყველაზე უსაფრთხო, საბრძოლო პირობებში გამოცდილ (როგორც მარკუსი ამბობს), დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზე Bitcoin. ამასთან, Lightning ახორციელებს ტრანზაქციებს ბლოკჩეინის გარეთ, რაც გადახდის სისტემას იაფს და სწრაფს ხდის.

ტრანზაქციების განხორციელების სიჩქარე და დაბალი ღირებულება საკმაოდ გავრცელებულია რამ არის კრიპტოინდუსტრიაში. თუმცა, ისინი უფრო მიკროტრანზაქციებს და P2P ანგარიშსწორებას ახასიათებს. კორპორაციულ სექტორზე გადასვლა მყისიერად ზრდის მომსახურების ფასს და  ოპერაციების დროს. ამიტომ, დევიდ მარკუსის თქმით, ქსელის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მასშტაბირება იყო. Lightning Network-ი მას შეესაბამებოდა. ეს რაც შეეხება პლუსებს.

რაც შეეხება მინუსებს. იმისათვის, რომ Lightning Network-მა აჩვენოს ის ფუნქციონალი, რომელსაც მომხმარებელი თანამედროვე საგადამხდელო სისტემისგან მოელის, საჭიროა ჩატარდეს აწყობის და შეზუსტების სერიოზული სამუშაოები. მაგალითად, ნოდების მართვის პროცესის გამარტივება, კავშირის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ა.შ. მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო, კომპანიების უმეტესობამ უბრალოდ მიატოვა ეს პროცესი შუა გზაში.

ამიტომ, Lightspark-მა გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა ქსელში წვდომის გაადვილებაზე და კლიენტების სისტემასთან ურთიერთქმედების გამარტივებაზე. ჯერჯერობით საუბარია სამ ძირითად შესაძლებლობაზე:

  1. Lightspark Connect. კორპორაციული დონის ნოდების ავტომატური განლაგება და მართვა.
  2. Lightspark Predict. ინტელექტუალური მარშრუტიზაცია უსაფრთხო ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად. ლიკვიდობის პროგნოზირებადი, ავტომატიზირებული და დროული განთავსება კაპიტალის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
  3. Lightspark API და SDK პაკეტები. შექმნილია დეველოპერების მიერ დეველოპერებისთვის პროდუქტებსა და სერვისებში Lightning-ის გადახდების ინტეგრირებისთვის, Lightspark ნოდისა და სააღრიცხვო ჩანაწერის სამართავად.
ახლა ინტუიციურად გასაგები და მარტივი გახდა ქსელში გადახდების გაგზავნა და მიღება, ან გადახდის მეთოდების შექმნა მოძველებული ხერხების შეზღუდვის გარეშე. გამარჯობა, ფულის ნაკადო!
, - ამბობს მარკუსი.
ის, სხვათა შორის, ძალზე არაორდინარული პიროვნებაა. სწორედ დევიდი არის PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი, კომპანიის, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. ასე რომ, ფინანსური ბაზრის შიდა სამზარეულო ბ-ნმა მარკუსმა  თავიდან ბოლომდე იცის. დევიდმა ასევე მიიღო მონაწილეობა Diem-ის შექმნაში, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც Meta-ს კრიპტოვალუტური გლობალური პროექტი. ტოკენი არ ამოქმედდა, თუმცა მას წარმატების ყველა შანსი ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამერიკული რეგულატორების უზარმაზარი წინააღმდეგობა იყო.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა Lightspark-ის პარტნიორის შესახებ, ამ როლისთვის პროვაიდერი ბანკი Xapo-Bank შეირჩა. ფინანსური ინსტიტუტის დამფუძნებელი არის ვენსეს კასარესი, მეწარმე არგენტინიდან. ერთ დღეს, ის უბრალოდ დაიღალა თავისი ქვეყნის ფინანსური ბაზრის არასტაბილურობით და გადაწყვიტა  ბიზნესი უფრო სტაბილურ ბიტკოინზე გადაეტანა.

2011 წელს მან პირველად შეიძინა BTC, მაგრამ მოულოდნელი პრობლემა შეექმნა. მეწარმეს, უბრალოდ,  თავისი კრიპტოვალუტის შესანახი ადგილი არ ჰქონდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა აეშენებინა საკუთარი Xapo-Bank, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო კრიპტოსაფულედ იქცა. წარმატება კასარესს რამდენიმე წლის შემდეგ ეწვია, როდესაც ბიზნესმენის მეგობრებსაც დასჭირდათ უსაფრთხო ადგილი BTC-ის შესანახად. 2022 წელს Xapo-Bank  გიბრალტარში დამკვიდრდა. ცოტა ხნით ადრე, 2018 წელს, Xapo-Bank-ის კასტოდიალური ბიზნესი Coinbase-მა შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Gagarin News-ი წერდა, რომ Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა უკვე დაადასტურა თავისი განზრახვა მისი სავაჭრო პლატფორმის ფუნქციონალთან Lightning Network-ის პროტოკოლის დაკავშირების შესახებ.