#minutes
ნაპოვნია 9 სტატია
ბოლო
ჯერემი კოვარტი 10000 NFT-ს 20 წუთში, AI-ს გარეშე შექმნის
"მე ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ადამიანური პროცესები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა", - ამბობს ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფი ჯერემი კოვარტი, რომელიც Web3 სამყაროს აფეთქებას Auras პროექტით გეგმავს.უცნობმა $55,000 მიიღო Binance-ზე RPL ლისთინგის ანონსზე
კრიპტო ბირჟა Binance-ს კვლავ ინსაიდერულ ვაჭრობაში ადანაშაულებენ. დღეს, პლატფორმამ დააანონსა Rocket Pool (RPL) მონეტის ლისთინგი. ოფიციალურ განცხადებამდე 10 წუთით ადრე, უცნობმა საფულემ იყიდა $200 000 ღირებულების 6000 ტოკენი, ხოლო ლისთინგის გამოცხადების შემდეგ მონეტები გაიყიდა ამ სიახლის ლოკალურ პამპზე. მოგებამ 25% შეადგინა, ანუ $55,400NFT-ისთვის სურათის გადაღება აკრძალულია!
როგორც ჩანს, საფულიდან აქტივების მოპარვის ახალი სახეობა გაჩნდა - ბალანსის ეკრანისთვის სურათის გადაღებით. ადამიანი, რომელმაც თავის თავს ინვესტორი უწოდა, Webaverse პროექტის დამფუძნებელს დაახლოებით $4 მილიონის ღირებულების NFT-ების მთელი კოლექცია მოჰპარა. თაღლითის თქმით, პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ NFT-ები ნამდვილად არსებობდა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ თაღლითს მხოლოდ Trust Wallet-ის ბალანსის ინტერფეისი აჩვენა. არც seed-ფრაზა, არც პირადი გასაღები არ გადაუცია. ქურდმა ეკრანი "ანგარიშისთვის" გადაიღო და მოსაწევად გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბალანსი დაცარიელდა, პოტენციური პარტნიორი კი აღარ დაბრუნებულა. უჩვეულო ისტორიას Etherscan ადასტურებს. მაგრამ უცნაურია, რომ ძარცვა 26 ნოემბერს მოხდა, ინფორმაცია ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა ვრცელდება. ჰქონდა თუ არა მსხვერპლს იმედი, რომ თვალებს გაახელდა და დაინახავდა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო?Binance-ს კვლავ ადანაშაულებენ ინსაიდერულ ვაჭრობაში?
Coinbase-ის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კონორ გროგანმა ყურადღება გაამახვილა ანონიმური საფულეების მიერ განხორციელებულ საეჭვო ტრანზაქციებზე, რომლებიც ყიდულობდნენ მონეტებს Binance-ზე ლისთინგის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ყიდდნენ მათ პამპის მომენტში. ეს ტრანზაქციები მოიცავდნენ Rar, ERN, TORN და RAMP ტოკენების შეძენას. გარიგებების თანხები მერყეობდა $100,000-დან $900,000-მდე. „ტრეიდერებმა“ რამდენიმე გარიგებაში მილიონობით დოლარის შოვნა მოახერხეს. გროგანი ვარაუდობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს "არასაიმედო თანამშრომელი, რომელსაც აქვს წვდომა ინფორმაციაზე ლისთინგის შესახებ და API პლატფორმაზე".1 - 9 9 შედეგიდან