#uk
ნაპოვნია 19 სტატია
ბოლო
a16z დიდ ბრიტანეთში პირველ საერთაშორისო ოფისს გახსნის
ვენჩურულმა ფონდმა a16z გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს ლონდონში ოფისს გახსნის. ფონდის ხელმძღვანელმა, კრის დიქსონმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს მთავარი კრიპტოჰაბი, რადგან ქვეყანა კრიპტოინდუსტრიის რეგულირების მკაფიო ნორმებს იცავს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას მტკიცედ უჭერს მხარს.დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები კრიპტორეგულირებას ითხოვენ
ბრიტანელ პოლიტიკოსთა ჯგუფმა, რომელიც კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფში შედის (APPG) გამოაქვეყნა მოწოდება დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტის რეგულაციის დანერგვის დაჩქარების თაობაზე. გარდა ამისა, ჯგუფი მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვს, რომელიც ამ მნიშვნელოვან პროცესს გააკონტროლებს.AI-დეველოპერმა უორენ ბაფეტის პატივსაცემად ბოტი შექმნა
ბრიტანელმა დეველოპერმა, მაიო ოშინმა შექმნა არასერიული ინჟინერი, სახელწოდებით "უორენ ბაფეტი". ბოტის მიზანია ფინანსური დოკუმენტების ანალიზი ცნობილი ინვესტორის სტილში. ბოტმა უნდა დაზოგოს დრო მოცულობითი წლიური ანგარიშებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტებიდან საჭირო ინფორმაციის სწრაფად ამოღებით. ძიების შესაძლებლობების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, „ჰქონდეთ კომუნიკაცია მონაცემებთან“, მიიღონ შინაარსიანი ინფორმაცია და გააუმჯობესონ გადაწყვეტილების მიღების პროცესები.ბრიტანულ კრიპტომატებს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ?
ფინანსური რეგულაციებისა და ზედამხედველობის უწყებამ (FCA) და დიდი ბრიტანეთის ციფრული დაზვერვის განყოფილებამ იორკშირში რეიდი ჩაატარეს, რომლის დროსაც ამოღებული იყო კრიპტომატები, რომლებიც მცირე ინვესტორებს ციფრული ფულის გაცვლასა და შეძენას სთავაზობდნენ.ცრუ-სატოში ბიტკოინისთვის სასამართლო დავას აგრძელებს
დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ Tulip Trading-ის სარჩელს BTC-ის 16 დეველოპერების წინააღმდეგ ლონდონის სასამართლო განიხილავს. თუ თქვენ ეს არაფერს გეუბნებათ, მაშინ დავამატებთ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არის კრეიგ რაიტი, მეცნიერი და კომპიუტერის სპეციალისტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ნამდვილი სატოში ნაკამოტო, რისთვისაც მას სისტემატურად ხვდება ბიტკოინ- საზოგადოებისგან. გასული წლის ოქტომბერში ნორვეგიის სასამართლომ დაადგინა, რომ რაიტმა თავისი BTC ავტორობის დამტკიცების მცდელობისას ცრუ ჩვენება მისცა.დიდი ბრიტანეთი ამკაცრებს წესებს კრიპტოინვესტიციებისთვის
დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა კრიპტოაქტივების მარკეტინგის წესების გამკაცრებაზე. ოქტომბრიდან, გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებს, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტებს, მიეცემათ სავალდებულო 24-საათიანი „გაგრილების“ პერიოდი, რაც მათ საშუალებას მისცემს გადახედონ თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.დიდი ბრიტანეთი კრიპტოტრეიდინგს აზარტულ თამაშებს გაუთანაბრებს?
თემთა პალატის კომიტეტის ბოლო მოხსენების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლების ჯგუფი გამოვიდა წინადადებით Bitcoin და Ethereum-ის მსგავსი არაუზრუნველყოფილი კრიპტოვალუტით ვაჭრობა რეგულირდებოდეს, როგორც აზარტული თამაშები, და არა ფინანსური მომსახურება.დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტის მიმოქცევაზე კონტროლს გაამკაცრებს
ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება მთავრობის „ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის გეგმიდან“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საუბარია კრიპტოთაღლითობის შემცირებაზე, ფულის გათეთრებაზე, დანაშაულებრივი აქტივების დაბრუნებაზე, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაზე და ა.შ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას სურს დიდი ბრიტანეთი კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქციოს.ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც კრიპტელებს ამზადებენ
ყველა სასწავლებელი როდია მზად, შეეგუოს ახალ რეალობას ციფრული აქტივების ისეთი ახალი კლასის სახით, როგორიცაა კრიპტოვალუტები. საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც წესი, მთლიანად ორიენტირებულნი არიან მოძველებულ საბანკო სისტემაზე ფიატური ვალუტით. მაგრამ ბრიტანეთში არსებობენ უნივერსიტეტები, რომლებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ დროს.დიდი ბრიტანეთი კრიპტელებს შემოსავლების დეკლარირებას მოსთხოვს
ამრიგად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილებები შეაქვს. ინოვაციების მიხედვით, ინდივიდებს მოეთხოვებათ, მოახდინონ მოგების და შემოსავლების დეკლარირება კრიპტოაქტივებიდან, როგორც ცალკე კატეგორიიდან, რომელიც არ არის კომბინირებული შემოსავლების სხვა წყაროებთან.დიდი ბრიტანეთის ხაზინა ეძებს კრიპტელს!
მათ LinkedIn-ზე გამოაქვეყნეს ახალი ვაკანსია: „Head of Central Bank Digital Currency“ "წარმატებული კანდიდატი უხელმძღვანელებს მისი უდიდებულესობის ხაზინის მუშაობას პოტენციურ ციფრულ ფუნტზე - დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე (CBDC)", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ადრე დიდი ბრიტანეთის ბანკმა განაცხადა, რომ FTX-ის კრახმა დაადასტურა ციფრული ფუნტის შემოღების აუცილებლობა.1 - 19 19 შედეგიდან