1inch – DEX-ის უმსხვილესი აგრეგატორის მიმოხილვა

ფოტო - 1inch – DEX-ის უმსხვილესი აგრეგატორის მიმოხილვა
1INCH – არის ბლოკჩეინ Ethereum-ის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც ასევე სხვა DEX მოედნებზე ლიკვიდურობის აგრეგატორია.
1Inch აგროვებს მონაცემებს საუკეთესო ფასების შესახებ ყველა დეცენტრალიზებული ბირჟიდან, რათა მომხმარებელმა შეძლოს გაცვალოს ერთი ტოკენი მეორეზე საუკეთესო ფასად და მინიმალური გასხლეტით.

მაგალითად, გსურთ იყიდოთ $100,000  ჯამური ფასის მონეტა.  როდესაც თქვენ ეწვევით  რომელიმე  DEX ბირჟას, აღმოაჩენთ, რომ სავაჭრო წყვილში გარეგების შესასრულებლად საკმარისი ლიკვიდობა არ არის.  

1inch შეაგროვებს თქვენთვის ლიკვიდობას შერჩეულ მონეტაზე ყველა დეცენტრალიზებული მოედნიდან და ავტომატურად შეაჯამებს პულს. ამრიგად, თქვენ რიგრიგობით რამდენიმე DEX ბირჟის გამოყენება არ დაგჭირდებათ და გაცვლის ფასი საუკეთესო იქნება.

1inch საწყისი გვერდი სხვა დეცენტრალიზებული მოედნების  საიტებისგან არც თუ ისე განსხვავდება.  ტოკენების გაცვლის სტანდარტული ხელსაწყოს გარდა, შესაძლებელია ლიმიტირებული და P2P ორდერების განთავსება. გაცვლის სვეტის ქვეშ ნაჩვენებია, საიდან არის აღებული DEX ლიკვიდობა კონკრეტული გარიგებისთვის.

ასევე შესაძლებელია Polygon, BSC, Avalanche blockchains და კიდევ 6 EVM ბლოკჩეინის გამოყენება, რომლებიც სინქრონიზებულია 1INCH-თან. ამავდროულად, არსებობს ასევე კროსჩეინ-ხიდი მონეტების გაცვლისთვის ხელმისაწვდომ ქსელებს შორის. ეს ინსტრუმენტი მდებარეობს  განყოფილებაში «Bridges».
1INCH ქსელის საწყისი გვერდი

1INCH ქსელის საწყისი გვერდი

პროექტს აქვს საკუთარი ნატიური 1INCH ტოკენი, რომლითაც ვაჭრობენ ბევრ პოპულარულ ბირჟაზე. სავაჭრო პლატფორმების სრული სია ხელმისაწვდომია Coinmarketcap საინფორმაციო რესურსზე.

მონეტის ფასი ამ დროისთვის 0,5 დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია 350 მილიონი დოლარია.
ბირჟები, სადაც ხდება 1INCH ტოკენით ვაჭრობა

ბირჟები, სადაც ხდება 1INCH ტოკენით ვაჭრობა

პლატფორმის შიგნით, 1INCH გამოიყენება როგორც DAO ტოკენი. შესაბამის კატეგროიაში  მომხმარებლებს შეუძლიათ დასტეიკონ მონეტები, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში 1Inch Network ქსელში ცვლილებებისთვის, მიიღონ რეფერალური ბონუსები და ა.შ.

საინტერესო თვისებაა ერთგვარი ქეშბექი DEX-ზე გაცვლისთვის. ეს საკმაოდ მომგებიანია Ethereum ქსელში საკომისიო გადასახადების მაღალი ოდენობის გათვალისწინებით. ტრეიდერები, რომლებიც ფლობენ 1Inch ტოკენების გარკვეულ რაოდენობას, იღებენ 95%-მდე ფულადი სახსრების ქეშბექს  განხორციელებულ ტრანზაქციებზე.
DAO და ხმის მიცემის კატეგორია 1inch Network-ზე

DAO და ხმის მიცემის კატეგორია 1inch Network-ზე

Earn სვეტი წარმოადგენს საიტზე შემოსავლის შესაძლებლობებს: საინვესტიციო სტრატეგიებს, ლიკვიდურობის პულებს და მონეტების ფარმინგს  DEX-ის შიგნით. წლიური პროცენტი მცურავია და დამოკიდებულია სავაჭრო წყვილზე.

მათთვის, ვინც განსაკუთრებით ცნობისმოყვარეა, შეიქმნა განყოფილება «More», რომელიც შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტაციის, სამომავლო გეგმებისა და ტოკენომიკის შესახებ. აქ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება კითხვების ან ბაგების აღმოჩენის შემთხვევაში.
1inch Network-ის დოკუმენტაციის განყოფილება

1inch Network-ის დოკუმენტაციის განყოფილება

1inch მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ცოტა ხნის წინ ამოქმედდა მობილური საფულე, სადაც კომპაქტურადაა წარმოდგენილი მოედნის ყველა ფუნქცია. ასევე, 1inch ხშირად შედის კოლაბორაციებში და პარტნიორობაში, რაც პლატფორმის ცნობადობისა და შიდა ტოკენის მოთხოვნის გაზრდას ემსახურება.  ამავდროულად, გუნდი ღიაა საზოგადოების წინადადებებისთვის, წაახალისებს ახალგაზრდა დეველოპერებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება და მხარდაჭერა საგრანტო პროგრამის ფარგლებში.