კრიპტომილიონერების 10 საიდუმლო, რომელსაც ისინი მალავენ

ფოტო - კრიპტომილიონერების 10 საიდუმლო, რომელსაც ისინი მალავენ
კრიპტოვალუტების სამყაროში წარმატებულ ადამიანს იშვიათად შეხვდებით ბლოკჩეინ-კონფერენციებზე. მიზეზი მარტივია: როდესაც ყველაფერი გამოგდის, დრო არ გრჩება ასეთი აქტივობებისთვის, რადგანაც გჭირდება მუშაობა და ფულის გამომუშავება. ასეთ ადამიანებს არ სურთ თავიანთი წარმატების საიდუმლოების გამხელა, მაგრამ რაღაცის გარკვევა მაინც მოვახერხეთ.

ვინც დილას ადრე დგება საშოვარს შეხვდებაო

კრიპტოვალუტის მილიარდერების და მილიონერების დიდი რაოდენობა ბაზარზე არა 2017 წელს ან მოგვიანებით, არამედ კრიპტო ინდუსტრიის განვითარების დასაწყისში გამოჩნდა. მათ, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტეს ეთამაშათ ბიტკოინის მაინინგით და ენახათ აქედან რა გამოვა, ახლა აქვთ კაპიტალი ექვსი ან მეტი ნულით.

თეორია არაფერია, პრაქტიკა ყველაფერი

კრიპტოვალუტაზე დაწერილი წიგნების უმეტესობას, რომლებიც ოქროს მთებს და მილიონერობას  გპირდებიან, რეალურად დიდი სარგებელი არ მოაქვთ. მათ შეუძლიათ კრიპტოვაჭრობის საფუძვლები და საინვესტიციო პორტფელის შექმნა გასწავლონ. მაგრამ რეალური ღირებულება პრაქტიკაა. თითოეულმა კრიპტომილიონერმა  წარმატებისკენ მიმავალი უნიკალური გზა გაიარა,  სხვადასხვა სტრატეგია პრაქტიკაში გამოიყენა. ის ეცემოდა, დგებოდა და გზას განაგრძობდა.

სწავლის ძალიან მაღალი საფასური

კრიპტომილიონერები ამბობენ, რომ გაკვეთილები, რაც მათ ბაზარმა ჩაუტარა, ფასდაუდებელია, რადგანაც ის ძალიან ძვირი დაჯდა - ყველა მნიშვნელობით. შეცდომებისა თუ ჩავარდნების  გამო, მათ  გადახდა აქტივებით და კაპიტალით უწევდათ. ასეთი სწავლა კი ყველაზე ეფექტიანია. ფინანსური წარუმატებლობა მოტივაციას ქმნიდა, რომ გაეანალიზებინათ შეცდომები, რათა ისინი აღარ დაეშვათ, შეეცვალათ სავაჭრო სტრატეგიები და სისტემები და ემუშავათ რისკების შემცირებაზე.

არავის არ დაუჯერო, შენ თვითონ სცადე

კრიპტოინდუსტრიის ბევრი წარმატებული ადამიანი იხსენებს: როდესაც ყველაფერი იწყებოდა, არავის სჯეროდა, რომ ეს ისტორია ხანგრძლივი იქნებოდა. კლასიკური ეკონომიკისა და ფიატურ-საბანკო ინდუსტრიის მიმდევრები ბიტკოინს და ყველა კრიპტოვალუტას მხოლოდ პონცის პირამიდად აღიქვამდნენ. ისინი ბიტკოინს განიხილავდნენ, როგორც გართობას გიკებისა და IT-სპეციალისტებისთვის, ან როგორც დროის ფუჭ კარგვას. მაგრამ მათ, ვინც განაგრძო სვლა, თუნდაც 2013 წელს ბიტკოინის ღირებულების ექვსჯერადი დაცემის შემდეგ (1200$-დან $200-მდე), დიდი მოგება დარჩათ.

არ გადაუხვიოთ თქვენი სავაჭრო გეგმიდან, არ დანებდეთ FOMO-ს და FUD-ს

კრიპტომილიონერი სპეკულანტები თვლიან, რომ სწორედ სავაჭრო დისციპლინის დაცვა და გეგმა გახდა წარმატების გარანტი. 2013 და 2017 წლებში ბაზრის ჩამოშლის დროს ბევრი ინვესტორი პანიკაში ჩავარდა და გაყიდა აქტივები და დააფიქსირა ზარალი. თუმცა, ზოგიერთმა ტრეიდერმა, რომლებმაც გახსნეს კლების პოზიციები (შორტ-ორდერები)  მნიშვნელოვანი მოგების მიღება შეძლეს. კიდევ ერთი ჯგუფი არის კრიპტო-ინვესტორები ძლიერი ნერვებით, რომლებმაც გადაიტანეს დაუნტრენდი და დააფიქსირეს მოგება, როდესაც ახალ ATH-ს დაელოდნენ.

იპოვეთ თქვენი მომგებიანი ნიშა

ყველა კრიპტელი არ გამხდარა მილიონერი მხოლოდ აქტივების სპეკულაციის შედეგად. ვიღაცამ შექმნა წარმატებული კომპანია, რომელიც ამ სფეროში უნიკალურ სერვისებს აწვდიდა, ხოლო სხვებმა ფსონი მაინინგზე დადეს. ზოგი მონაწილეობდა ათობით ICO-ში, სანამ არ წააწყდა მათ „მარტორქას“ (Ethereum, NEO და ა.შ). მესამე კატეგორია ვაითლისტებით შედიოდა და პრესეილზე აქტივებს ყიდულობდა, რათა შემდეგ ფასის აწევისას გაეყიდა. თქვენ უნდა სცადოთ კრიპტოინდუსტრიის სხვადასხვა ნიშები, რათა მიხვდეთ, რომელია თქვენი და მაქსიმალური მოგება და სიამოვნება მოაქვს.

მართეთ რისკი და კაპიტალი

ტრეიდერებიც და ინვესტორებიც, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ყოველთვის უნდა დაიცვათ ფულის და რისკების მართვის წესები. ხანდახან ერთ stop-loss ორდერს შეუძლია გადაარჩინოს დეპოზიტი, რომელიც მომავალში ათჯერ გაიზრდება ბაზარზე წარმატებული ოპერაციების შედეგად.

გამოიყენეთ ალგოთრეიდინგი

კიდევ ერთი ლაიფჰაკი არის სხვადასხვა სტრატეგიის მქონე სავაჭრო ბოტების გამოყენება. რობოტებს შეუძლიათ განახორციელონ ათობით ან ასობით ოპერაცია იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ტრეიდერი მხოლოდ ერთი ორდერს ათავსებს. ვაჭრობის ავტომატიზაციამ, წარმატებით შერჩეული სავაჭრო სტრატეგიით, შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგებით გაგაოცოთ.

შეამცირეთ ოპერაციული საქმიანობა

გამოცდილი კრიპტომილიონერები გვირჩევენ საკუთარი კაპიტალის წილის გადაცემას ცნობილი სახელის მქონე საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტში. ეს ათავისუფლებს დიდ დროს, რადგანაც ფონდი ახორციელებს ოპერაციებსა და გაცვლით საქმიანობას და პორტფელი აგრძელებს ზრდას. ზოგიერთმა წარმატებულმა კრიპტელმა  საკუთარი ვენჩურული  კომპანიებიც კი შექმნა და თავად უზრუნველყოფენ კაპიტალის მინდობით  მართვის სერვისებს.

კოოპერაცია და ნეთვორქინგი

წარმატებული კრიპტომაინერები და ტრეიდერები თანხმდებიან, რომ კრიპტოინდუსტრიაში მათი კონტაქტებისა და ნაცნობების წრის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. რამდენიმე კრიპტოსტარტაპის სინერგიას შეუძლია  ბაზარზე ახალი სერვისის ან პროდუქტის შემოტანა. პულში მაინერების თანამშრომლობას ყველა მონაწილესთვის სტაბილური მოგება მოაქვს. რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ნეთვორქინგსაც კი შეუიძლია გამოიწვიოს საინტერესო იდეების, პროექტების და შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენა.