2021წლის მდგომარეობით Alameda Research და ბირჟის FTX მარკეტმეიკერი USDT–ის 70%–ის ემიტენტები იყვნენ
Tether–ისა და FTX–ის მეგობრობა
Protos–ის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით USDT ტოკენების მთლიანი ემისიის 70% (იმ დროს - 30 მილიარდი მონეტა) პირდაპირ საინვესტიციო ფონდ Alameda Research-სა და Cumberland-ზე გაიყიდა, რომელიც FTX ბირჟის მარკეტმეიკერი იყო. მაშინ ეს ორი კომპანია კრიპტო ბაზარზე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა და სტეიბლკოინების დიდ რაოდენობას საჭიროებდა.
იმისათვის, რომ სავალუტო კომისიებზე ზედმეტი არ გადაეხადა, DEX-ზე გასრიალებას არ შეხვედროდა და მარეგულირებლისგან ზედმეტი კითხვები არ მიეღო, Tether-მა 30 მილიარდი USDT გამოუშვა და Alameda Research-სა და Cumberland-ს გადასცა, სანაცვლოდ, მიიღო (ან არ მიიღო) დოლარში 1:1 თანაფარდობით გადახდა.
ნამდვილად შეასრულა სემმა ანგარიშსწორება?
თავის სტატიაში Protos, ინსაიდერებზე მითითებით, წერს, რომ Tether-ს გამოშვებული ტოკენებისთვის სრული გადახდა არ მიუღია. შესაძლოა, კომპანიებმა აიღეს ვალდებულება დავალიანება მომავალი ოპერაციული მოგებიდან დაფარონ.
ეს ვერსია სიმართლეს რამდენიმე მიზეზის გამო ჰგავს. FTX-ის კრახის შემდეგ USDT-ის მორიგი დეპეგირება მოხდა, როდესაც სტაბილკოინის კურსმა აშშ დოლართან მიბმა დაკარგა და 5%-ით გაიაფდა.
ზოგიერთი ინსაიდერის ცნობით, მოვლენის მიზეზი სემ ბენკმენ-ფრიდის ღია მოკლე პოზიცია გახდა. ანუ, საკუთარი წარუმატებლობის შემდეგ, FTX-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დაიწყო USDT-ის „დაშორთვა“ და შეეცადა მისგან სარგებელი მიეღო. და ეს ნაბიჯი ლოგიკურად გამოიყურება, თუ დავუშვებთ, რომ მან იცოდა, რომ FTX-ის შვილობილმა კომპანიებმა Tether-ს გასული წლის გარიგებისთვის არ გადაუხადეს. ამის შესახებ საჯაროდ გამოცხადებას SBF (სემ-ბენკმენ ფრიდმა) NDA-ს გამო ვერ შეძლებდა, მაგრამ USDT-სთან მიმართებაში მოკლე პოზიციის გახსნას ეს არ ეხება.
ამას ასევე ვერ ეწოდება ინსაიდერული ვაჭრობა (მოგების მიღება დახურული ან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით): თუ Tether სემს USDT-ის ინსაიდერულ „შორთში“ დაადანაშაულებდა, მაშინ ეს დაადასტურებდა ჭორს, რომ სტაბილკოინი არ არის დოლარით 1-1-ზე თანაფარდობით უზრუნველყოფილი, და ამ ინფორმაციის საფუძველზე SBF გარიგება ღიაა.
რა ელის USDT–ს?
მალე FTX-ის გაკოტრების საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყება და ძალიან საინტერესოა, თუ რას იტყვიან ბირჟის ყოფილი თანამშრომლები. თუმცა, სავარაუდო ზარალის შეფასება Tether-ის რეზერვების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება. 01.01.2022–ს ანგარიშის საფუძველზე, სტეიბლკოინის უზრუნველყოფა შემდეგი აქტივებისგან შედგება:
· 44% – აშშ–ს მოკლევადიანი სახაზინო თამასუქი (Treasury Bills);
· 9% – ფულადი სახსრები და საბანკო დეპოზიტები;
· 31% – კორპორატიული ობლიგაციები 1 წლამდე ვადით;
· 16% – გრძელვადიანი ობლიგაციები, ძვირფასი ლითონები, გაუხსნელი ინვესტიციები მარკირებით "ციფრული აქტივების ჩათვლით".
2022 წლის ოქტომბერში Tether-მა განაახლა თავისი უზრუნველყოფა, კომერციული ქაღალდი სრულად იქნა ამოღებული, მათი ჩანაცვლება აშშ-ს სახაზინო თამასუქით და ფიატური სახსრებით მოხდა.
USDT–ს უზრუნველყოფაში კომერციული ქაღალდების წილი 2022 წლის ოქტომბრისთვის
2022წლის ოქტომბრის ანგარიში USDT–ს რეზერვების შესახებ
ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ Treasury Bills–ს უზრუნველყოფის დაახლოებით 70% უკავია, ხოლო ფიატურ აქტივებს - არაუმეტეს 11%.
USDT–ს თაღლითობა ნაკლებსავარაუდოა
უარეს შემთხვევაში, საბანკო და ნაღდი ფულის ანგარიშები, რომლებიც 10,83%-ს შეადგენენ, კომპრომეტირებული აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ამ თანხების უმეტესი ნაწილი მაშინვე იქნა ნაღდი ფულით დაფარული, ასე რომ „პოტენციური ხვრელი“ 1-2%-მდე მცირდება. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ Alameda Research-მა და FTX-მა USDT–ს მინტის შემდეგ კიდევ წელიწადნახევარი წარმატებით იმუშავეს, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად.
იმისათვის, რომ Tether დაიშალოს, რაღაც მეტია საჭირო, ვიდრე ჭორები უზრუნველყოფაში 500-600 მილიონი დოლარის დანაკლისის შესახებ.მანამდე კი, USDT–ს ნებისმიერი დეპეგირება და $1-ზე მიბმის გაუქმება გამოიყურება როგორც სტეიბლკოინის კურსზე 4-5%–ის გამომუშავების კარგი შესაძლებლობა.