3D-თამაშები და ინტერნეტი ბიტკოინის ბლოკჩეინზე

ფოტო - 3D-თამაშები და ინტერნეტი ბიტკოინის ბლოკჩეინზე
Ordinals-ის დეველოპერებმა შემოიღეს მეთოდი სახელწოდებით "რეკურსიული წარწერები " 4 მბ ბლოკის ზომის ლიმიტის დასაძლევად, რომელიც ტრადიციულად ზღუდავს ხარისხიანი NFT-ების შექმნის შესაძლებლობას.
რეკურსიული წარწერების გამოყენება დეველოპერებს საშუალებას მისცემს დაზოგონ საკომისიო გადასახადზე გამოსახულების პროგრამული გენერირებისთვის კოდის მხოლოდ მცირე მოცულობის რაოდენობის გამოყენებით. მანამდე მათ ცალკე უნდა ჩაეწერათ მრავალი JPEG ფაილი PFP კოლექციისთვის (NFTs პროფილის გამოსახულებისთვის).

განახლებამდე წარწერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. ახლა ისინი შეძლებენ  სხვა წარწერების შინაარსს მიმართონ სპეციალური სინტაქსისის გამოყენებით.

რეკურსიული წარწერები შეიძლება გამოყენებული იყოს რთულ 3D ვიდეო თამაშებში, სადაც თამაშის კოდის თითოეული ნაწილი შეიძლება  სხვადასხვა წარწერებში ინახებოდეს.

გარდა ამისა, ეს ახალ შესაძლებლობებს  ხსნის ბიტკოინის ქსელში შიდა ინტერნეტის შესაქმნელად. ჩვეულებრივმა მარკეტპლეისებმა და საძიებო სისტემებმა შეიძლება ბიტკოინის ვებ-ბრაუზერების ფუნქცია შეასრულოს, რაც  მომხმარებლებს ბლოკჩეინის დათვალიერების  და მისი დინამიკური ეკოსისტემის გამოკვლევის შესაძლებლობას მისცემს.

GC
GN Crypto
ავტორი