BTC-ის ჰოლდერები: ვეშაპები, ზვიგენები, კიბორჩხალები, კრევეტები

ფოტო - BTC-ის ჰოლდერები: ვეშაპები, ზვიგენები, კიბორჩხალები, კრევეტები
ყველას გვსმენია ბიტკოინ-ვეშაპებზე (ანუ მათზე, ვინც ფლობს არანაკლებ 5000 BTC-ს). მაგრამ, იცით თუ არა, რომ არსებობს კრიპტოთევზების მთელი იერარქია? ციფრული ოკეანეს სხვადასხვა წარმომადგენელზე Glassnode-ის ანალიტიკოსები მოგვითხრობენ.
Glassnode-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს მფლობელთა საფულეებს შორის ციფრული აქტივების გადაადგილება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბიტკოინის ფლობა გაცილებით ნაკლებადაა კონცენტრირებული, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ითვლება.

ანალიტიკოსებმა ჰოლდერების საკუთარი იერარქია წარმოადგინეს. მის შესაქმნელად მათ  კლასტერიზაციის ალგორითმები გამოიყენეს, რომლებიც ერთმანეთს ადარებს და აჯგუფებს რამდენიმე მისამართს, რომლებსაც  ერთი მფლობელის დამაჯერებელი ნიშან-თვისებები გააჩნია.

Glassnode-ის მიერ შედგენილი სქემა ასე გამოიყურება:

  1. კრევეტები (1 BTC-ზე ნაკლები). ისინი თანდათანობით ზრდიან ბალანსს, მგრძნობიარეები არიან ვოლატილობის მიმართ და სწრაფად რეაგირებენ ფასების ცვლილებებზე აქტივის ყიდვით ან გაყიდვით.
  2. კიბორჩხალები (1-10 BTC). კარგად ინფორმირებული მცირე ინვესტორები, რომლებიც აჩვენებენ გრძელვადიან დანაზოგს სამი წლის განმავლობაში.
  3. რვაფეხები (10-50 BTC). გამოცდილი ტრეიდერები და ფინანსური ინვესტორები. როგორც წესი, მათ აქვთ რამდენიმე ფინანსური აქტივის დაბალანსებული პორტფელი. ინახავენ როგორც ბირჟებზე, ასევე  აპარატულ საფულეებზე.
  4. თევზები (50-100 BTC) და დელფინები (100-500 BTC). მდიდარი კერძო პირები და კომპანიები, რომლებმაც დიდი თანხები დახარჯეს კრიპტოვალუტაში ინვესტირებისთვის. უფრო ხშირად შენაძენს რამდენიმე ტრანშზე ანაწილებენ.
  5. ზვიგენები (500-1000 BTC). მეტწილად, ისინი ბიტკოინის ადრეული მიმდევრები არიან, რომლებმაც მონეტები დაბალ ფასად 8-10 წლის წინ შეიძინეს. ურყევი ჰოლდერები.
  6. ვეშაპები (1000-5000 BTC). ინსტიტუციონალური ინვესტორები და კრიპტო მილიონერები. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ „ვეშაპებზე თვალთვალის“ დეტექტორებს, ამიტომ საკუთარი აქტივების ბალანსებს უფრო მცირე ნაკრებებად ჰყოფენ.
  7. ბირჟები.
  8. მაინერები. სწრაფად ანაწილებენ მოპოვებულ ВТС ებს. ჯამურ მიმოქცევაში არსებული მიწოდების მხოლოდ 9,5%-ს ფლობენ.

აქტივების მოძრაობის გაანალიზების შემდეგ, Glassnode-ის მკვლევარებმა რამდენიმე საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. გამოდის, რომ 2022 წლის განმავლობაში (და განსაკუთრებით FTX-ის კრახის შემდეგ), ბაზრის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ის აღარ შეესაბამება ჩვენს ჩვეულ წარმოდგენას, რომ ბირჟებს, ვეშაპებს და მაინერებს  ფასებით მანიპულირება შეუძლიათ.
ყველაზე მეტი BTC კრევეტებისა და კიბორჩხალების საფულეებზე ინახება. წყარო: Glassnode

ყველაზე მეტი BTC კრევეტებისა და კიბორჩხალების საფულეებზე ინახება. წყარო: Glassnode

გამოდის, რომ ლიკვიდობის უმეტესი ნაწილი კრევეტებისა და კიბორჩხალების საფულეებშია. ათზე ნაკლები BTC-ის შემცველი საფულეების ერთობლივი ბალანსი 2022 წელს მაინინგით მოპოვებულს ორჯერ აღემატება.  

ბირჟების კრიპტოვალუტური რეზერვები კვლავ მცირდება, განსაკუთრებით FTX-ის ამბის შემდეგ. ეს გამოწვეულია დამოუკიდებელ შენახვაზე გაზრდილი მოთხოვნით, ასევე ბირჟაზე სავაჭრო აქტივების შენახვის ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებების გაფართოებით. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა სატრასტო კომპანია GBTC.

2020 წლის მარტის შემდეგ ბიტკოინის მიმართ ინსტიტუციონალური ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. კომპანიები, რომელთა ბალანსზე 50-დან 500-მდე BTC ირიცხება, იძენენ ციფრულ აქტივს, რომელიც 2022 წლის მაინინგის მთლიანი მოცულობის ტოლია.

მაინერებმა, რომლებიც მიმოქცევაში მყოფი ყველა მონეტის თავდაპირველი მფლობელია, დღეისთვის  პოზიციები 100%-დან 9,5%-მდე დაკარგეს. მაგრამ, ეს მაჩვენებელიც გაბერილია, რადგანაც მასში შედის მონეტები Patoshi (1,125,150 BTC, რომელიც დიდი ალბათობით დროთა განმავლობაში დაიკარგება). თუ მათ სათვალავში არ მივიღებთ, გამოდის, რომ 2023 წლის მარტში მაინერები ერთობლივად ფლობდნენ ბიტკოინის მომოქცევაში არსებული წინადადების მხოლოდ 3,77%-ს.
მაინერებმა და ვეშავეპმა BTC-ის რეიტინგში საკუთარი პოზიციები დაკარგეს

მაინერებმა და ვეშავეპმა BTC-ის რეიტინგში საკუთარი პოზიციები დაკარგეს

BTC-ის მონეტების საშუალო რაოდენობა ასე შეიძლება გამოვსახოთ:

  • კრევეტები – 0,039 (32 მლნ. მისამართი);
  • კიბორჩხალები – 2,73 (740 000 მისამართი);
  • რვაფეხები – 21,75 (80 000 მისამართი);
  • თევზები – 74,17 (12 000 მისამართი);
  • დელფინები – 214 (10 000 მისამართი);
  • ზვიგენები – 763,63 (2200 მისამართი);
  • ვეშაპები  – 1855,17 (1450 საფულე).

ანალიტიკოსების აზრით, პირველი კრიპტოვალუტის მფლობელთა საერთო ჭრილმა 2011 წლიდან კარდინალური ცვლილებები განიცადა. ბიტკოინის ძირითადი მფლობელები ახლა მცირე და საშუალო ინვესტორები არიან.