კრიპტოვალუტის 5 YouTube-არხი, რომლის გამოწერაც ღირს

ფოტო - კრიპტოვალუტის 5 YouTube-არხი, რომლის გამოწერაც ღირს
YouTube სავსეა კრიპტოვალუტის შესახებ არხებით უფასო საგანმანათლებლო და გასართობი კონტენტით. შეგიძლიათ ყველა გამოიწეროთ და სამუდამოდ დასახლდეთ YouTube-ზე. თუმცა შეგიძლიათ მხოლოდ 5 აირჩიოთ, მაგრამ კრიპტოზე თითქმის ყველაფერი იცოდეთ !
კრიპტოვალუტის ინდუსტრია დინამიურად ვითარდება და იცვლება. ყველა მოვლენის თვალყურის დევნება შეიძლება რთული იყოს, ტენდენციების ანალიზი კიდევ უფრო რთული. ამიტომ, კრიპტელს ხშირად უწევს  YouTube-ის ვიდეოებს მიმართოს, სადაც ექსპერტები (და ყველა,  ვისაც სურს თავი ასეთად მოაჩვენოს) თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ და ეხმარებიან კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ჩახლართული  სამყაროს გაგებაში.

პლატფორმაზე შეგიძლიათ იპოვოთ ათასობით ანალიტიკოსი, ტრეიდერი და ბლოგერი, რომლებიც ქმნიან  კრიპტო თემებზე კონტენტს. მაგრამ როგორ განვსაზღვროთ რომელი მათგანია სანდო? ჩვენ  შევარჩიეთ  კრიპტოვალუტის შესახებ რამდენიმე YouTube– არხი, რომლის გამოწერაც ღირს.

Coin Bureau

ერთ-ერთი ავტორიტეტული YouTube– არხი 2 მილიონზე მეტი გამომწერით. ავტორი წერს ვიდეოებს უახლესი კრიპტო სიახლეების შესახებ, განიხილავს კრიპტო ბირჟებს, კრიპტო საფულეებს და ახალ მონეტებს, აანალიზებს ბაზარს და ქმნის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებს.

ახალი ვიდეოები ყოველდღიურად ჩნდება. ინფორმაცია მოწოდებულია  მარტივად, ლაკონურად და იუმორით. Coin Bureau შესანიშნავი დასაწყისია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, თუ როგორ არის  ყველაფერი მოწყობილი კრიპტოვალუტების სამყაროში.

BitBoy Crypto

პირდაპირი და ოდნავ ეპატაჟური კრიპტოტრეიდერის ბენ არმსტრონგის არხი. თავის არხზე ის აქვეყნებს როგორც მომზადებულ სტუდიურ ვიდეოებს, ასევე თავისუფალი ფორმატის  ვიდეოებს ხანგრძლივი შესავლის გარეშე. ის საუბრობს უახლეს კრიპტოგრაფიულ მოვლენებზე, განიხილავს პოპულარულ პროექტებს, აანალიზებს ტენდენციებს და ზოგჯერ ციფრული ვალუტების ვაჭრობის შესახებ რეკომენდაციებსაც კი იძლევა  .

BitBoy Crypto არხს თითქმის 1,5 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა ვიდეოს ნახვები გაცილებით ნაკლებია. თუმცა, ბენ არმსტრონგის ვიდეოები დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ კრიპტოვალუტის ფრონტზე ძირითად მოვლენებსა და ტენდენციებს, და ასევე გაეცნოთ საფუძვლებს.

Benjamin Cowen

ბენჯამინ კოუენი YouTube-ზე კრიპტოკონტენტს  2019 წლიდან ქმნის. ამ ხნის განმავლობაში მან 770 000 გამომწერის შეგროვება მოახერხა. მისი არხი მთლიანად ეძღვნება კრიპტოვალუტის ბაზრის  და მასზე მყოფი აქტივების ანალიზს.

ავტორი წერს ვიდეოებს, რომლებშიც   მიმდინარე ტენდენციებს გრაფიკებისა  და დამხმარე ინსტრუმენტების  გამოყენებით აანალიზებს. უშვებს ვიდეო–პრეზენტაციებს სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე, სადაც მათ ღირებულებას აანალიზებს. კოუენის მიდგომა კრიპტოვალუტების მიმართ აბსოლუტურად  ტექნიკურია. ის თავს არ იკავებს: თავის პროგნოზებში აზიარებს კრიპტოვალუტის ბაზრისთვის  ყველაზე უარეს სცენარებს.

ექსპერტის არხს ასევე აქვს ყოველკვირეული მოხსენებების რუბრიკა სახელწოდებით "Into The Cryptoverse", რომელიც შესანიშნავია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის და ტრეიდერებისთვის. თუმცა, უნდა  გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის კონტენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ YouTube–ის  პრემიუმ გამოწერის მქონე მომხმარებლებისთვის.

Gagarin Show + Gagarin News

უცნაური იქნებოდა  Youtube– არხების ამ ნაკრებში   Gagarin News და Gagarin Show არ გვეხსენებინა. არა იმიტომ, რომ ისინი  ჩვენს მედიასთან არიან დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნამდვილად გვთავაზობენ ხარისხიან კონტენტს კრიპტოვალუტების თემაზე. Gagarin Show და Gagarin News განსხვავდებიან ზემოთ ჩამოთვლილი არხებისგან ინფორმაციის წარმოდგენისა და კრეატიული ვიზუალური შინაარსის გააზრებული კონცეფციით. გარდა ამისა, მათი ვიდეოები დაყოფილია დონეებად ("კრიპტო ჩაიდნებისთვის" და "კრიპტო არაჩაიდნებისთვის").

გამოიწერეთ Gagarin News-ი, თუ გსურთ მოკლედ გაიგოთ DeFi-ის, GameFi-ის, მეტასამყაროების, NFT-ების, DAO-ს და კრიპტოვალუტების სამყაროს სხვა კონცეფციების შესახებ თანამედროვე ანონიმური წამყვანებისგან ეფირიშისგან და სმარტკონტრაქტიჩისგან. თითოეული ვიდეორგოლი  უნიკალურია და გძირავთ  ახალ არაფორმალურ ატმოსფეროში, რომელიც პოპულარული ფილმების, თამაშების და სატელევიზიო შოუების მოტივებზე იქმნება.   

არხი  Gagarin Show ასევე საინტერესოა თავისი რეგულარული შოუებით, ცნობილი მოწვეული სტუმრებით (ალექსეი დურნევი, დაშა ასტაფიევა და სხვები), რომლებიც გასართობ ფორმატში ურთიერთობენ კრიპტოვალუტის თემებზე და აანალიზებენ კრიპტო სიახლეებს. ვლადიმირ ნოსოვი და გლებ უშაკოვი რთულ თემებს ატომებად შლიან  და თემატური ხუმრობებით  განწყობას აუმჯობესებენ.