AI-მ შვეიცარიული კრიპტომარკები შექმნა

icon NFT
ფოტო - AI-მ შვეიცარიული კრიპტომარკები შექმნა
შვეიცარიის ფოსტამ დააანონსა, რომ გამოუშვებს Crypto Stamp 3.0-ს - მარკების მესამე კოლექციას როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული (NFT) სახით. ეს მარკები ხელოვნური ინტელექტის მიერ Swiss Digital Days 2022-ის ფარგლებში შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის სისტემა ნახატებს ღონისძიების მონაწილეთა მიერ არჩეული სიტყვების საფუძველზე აგენერირებდა.
შვეიცარიული კრიპტომარკების ტირაჟი 65000-დან სულ რაღაც 50 იშვიათ ეგზემპლარამდე მერყეობს. ამ მარკების ფასები დამოკიდებული იქნება NFT-ის დიზაინსა და იშვიათობაზე. 

2023 წლის 2 მაისიდან, Crypto Stamp 3.0 კოლექციის მარკები postshop.ch -ზე იქნება ხელმისაწვდომი და მათი შეკვეთა შესაძლებელია შვეიცარიის ყველა საფოსტო ოფისში. გამოშვების წინ, შვეიცარიის ფოსტა თავის ვებგვერდზე 2023 წლის 4 აპრილიდან 25 აპრილამდე კრიპტომარკების ცალკეული ვერსიების თანდათან წარდგენას გეგმავს.  ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ახალი ვერსიების ნახვას ყოველკვირეულად  შეძლებს.   

შვეიცარიის ფოსტის Crypto Stamp 3.0 სერიის მიზანი ტრადიციული მარკების კოლექციონერთა ფიზიკური სამყაროს NFT კოლექციონერთა ციფრულ სამეფოსთან გაერთიანებაა. ეს ინოვაციური მიდგომა არა მხოლოდ ხაზს უსვამს ტექნოლოგიის უნივერსალობას, არამედ ადასტურებს, რომ საკოლექციო ნივთების სამყარო მუდმივად ვითარდება.  

შვეიცარიის ფოსტამ ამ გამოშვებას აღელვების ელფერი შემატა როდესაც განაცხადა, რომ მოგვიანებით აუქციონზე კოლექციონერებისა და ციფრული საკოლექციო  ნივთების მოყვარულთათვის გასაყიდად სპეციალურ გამოცემას გაიტანენ.

GC
GN Crypto
ავტორი