Superchief Gallery NFT: ციფრულ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს

ფოტო - Superchief Gallery NFT: ციფრულ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს
Superchief არის საზოგადოება, რომელიც ციფრული ხელოვნების პოპულარიზაციას 2012 წლიდან ეწევა. პროექტის დამფუძნებლების, ედ ზიპკოსა და ბილ დანლივის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ანდერგრაუნდის მხატვრების მხარდაჭერა, არამედ NFT–ის კულტურის ნაწილად ქცევაა.
10 წლის განმავლობაში Superchief–ის გალერეები სხვადასხვა ფორმატში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მუშაობდნენ. ეს იყო ჯგუფური გამოფენები, საკვირაო ბარბექიუ, ტრადიციული და ციფრული ხელოვნების ნიმუშების ერთობლივი დემონსტრირება. პროექტის რადიკალურად ახალ ეტაპად  2021 წელს Superchief Gallery NFT-ის, ციფრული ხელოვნების მსოფლიოში პირველი ფიზიკური (IRL, in real life)  გალერეის გახსნა იქცა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე საგამოფენო სივრცე მხოლოდ და მხოლოდ NFT-ს ეძღვნება. შემქმნელების ამბიციური გეგმების მიხედვით, გალერეამ ხელოვნების ციფრული ნამუშევრები არტ–სცენის ლეგიტიმურ ელემენტებად უნდა აქციოს. ამაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება NFT–ების დემონსტრირების ხერხს. ციფრული მხატვრების ნამუშევრების დემონსტრირება არა ჩვეულებრივ პლაზმურ ეკრანებზე, არამედ მაღალი გარჩევადობის კომერციული კლასის მოდელებზე ხდება. 
ეს ახალი სივრცე მოწოდებულია შეამციროს დისტანცია ორ სამყაროს შორის და შექმნას კულტურული სივრცე ყველა მონაწილეთათვის, რომლებიც შეიკრიბებიან მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ასევე კერძო ღონისძიებებისთვის და IRL მოჭრისთვის
- იუწყება superchiefgallerynft.com.
Superchief Gallery NFT-ის მუდმივ მონაწილეთა შორის არიან ციფრული ხელოვნების ლეგენდები, როგორიცაა Swoon, Driftershoots, On The Roofs, Parker Day და სხვა. სივრცე არა მხოლოდ გამოფენებს აწყობს დამოუკიდებლად, არამედ ხდება ციფრული ინდუსტრიის გიგანტების - OpenSea, Quantum, Foundation და Makersplace - ღონისძიებების ჩატარების ადგილი. 

მიუხედავად იმისა, რომ Superchief Gallery NFT  ფიზიკური სივრცეა ნიუ-იორკში, ის წარმატებით აცნობს ციფრულ შედევრებს ტოკიოს მოსახლეობასაც. ეს შესაძლებელი გახდა პროექტსა და NeoShibuya TV-ს შორის არსებული თანამშრომლობის წყალობით, რომელმაც  შიბუიას რაიონში გიგანტური ბილბორდები ასობით ხელოვანისთვის გახადა ხელმისაწვდომი. 

დამაარსებლები ყურადღებას არტ-სივრცეში ნახშირბადის უარყოფით ემისიებზე ამახვილებენ. გარდა ამისა, NFT–ის მინთის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსაციის მიზნით, გათვალისწინებულია ნახშირბადის კრედიტების შეძენა.

Superchief NFT x Foundation 2023 DROPS Mint Pass

ეს არის NFT–საშვი, რომელიც 2023 წელს მფლობელებს ყველა გალერეის პრეზენტაციაზე ერთსაათიანი ადრეული წვდომის საშუალებას აძლევს. ასევე, ამ არაჩანაცვლებადი ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ 10-მდე NFT-ის მოჭრა მათ ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. ასეთი საშვის ღირებულება 0.25 ETH-დან იწყება.
წყარო: superchiefgallerynft.com.

წყარო: superchiefgallerynft.com.

ჩეინი ორი: “ომის ჩანაწერები”

Superchief Gallery NFT-ში წარმოდგენილ მრავალ კოლექციათა შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას პულიცერის პრემიის ნომინანტის, ჩეინი ორის პროექტი “ომის ჩანაწერები” იმსახურებს. ეს პროექტი მოიცავს 53 პორტრეტსა და ინტერვიუს, რომლებიც ფოტორეპორტიორმა  უკრაინის ქალაქებში 2022 წლის გაზაფხულზე, ექვსკვირიანი მოგზაურობის დროს გადაიღო. 

ჩეინი ორმა მოინახულა კიევი, ლვოვი, ოდესა, ხარკოვი და ზაპოროჟიე. თავისი მასალები მან  მხატვრის წიგნში გააერთიანა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოიცა. “ომის ჩანაწერები” თავიანთ კოლექციებს დაამატეს წამყვანმა კულტურულმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, ჰარვარდის, ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებმა, ბრაუნის უნივერსიტეტმა და სუორთმორის კოლეჯმა.  წიგნის გაყიდვიდან შემოსულ მთელ თანხას ავტორი უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად მიმართავს.
წყარო: cheneyorr.com

წყარო: cheneyorr.com

NFT კოლექცია “ომის ჩანაწერები”  მოიცავს არა მხოლოდ პორტრეტებს, არამედ ინტერვიუს აუდიოსა და გარემოს ხმებს. მიღებულ მოგებას ჩეინი ორი უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიცხავს.