AI სკანდალი: შუმახერის ოჯახი ჟურნალს სასამართლოში უჩივის

ფოტო - AI სკანდალი: შუმახერის ოჯახი ჟურნალს სასამართლოში უჩივის
ხელოვნური ინტელექტი მედიას კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის
ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის მიხაელ შუმახერის ოჯახი გერმანულ გამოცემა Die Aktuelle-ს სასამართლოში უჩივის. მრბოლელთან ე.წ. ინტერვიუს შესაქმნელად ჟურნალმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

ჟურნალმა გამოაქვეყნა ვითომ ექსკლუზიური ინტერვიუ შუმახერთან, რომელიც თხილამურებით სრიალისას სერიოზული შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებაში 2013 წლის დეკემბრიდან არ გამოჩენილა და დაავიწყდა მითითება, რომ ინტერვიუ კომპიუტერის მიერ იყო გენერირებული. ტაბლოიდმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ მოგვიანებით აღიარა. 

ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა შუმახერის ოჯახისთვის, რომელიც გეგმავს, გამოცემას სასამართლოში უჩივლოს.

ეს არ არის შუმახერის პირველი კონფლიქტი Die Aktuelle-სთან.

2014 წელს ჟურნალმა გარეკანზე გამოაქვეყნა მაიკლისა და მისი მეუღლის, კორინას ფოტო, მყვირალა სათაურით "გაიღვიძეს", მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეხებოდა სხვა ადამიანებს, რომლებიც კომიდან გამოვიდნენ.

ჟურნალმა ასევე გამოიყენა მატყუარა სათაური, რომელიც მიანიშნებდა, რომ კორინას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა, არადა გამოქვეყნებული სტატია წყვილის ქალიშვილს, ჯინას ეხებოდა.

ეს  ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული უახლესი სკანდალია. სულ ახლახან, გერმანელმა მხატვარმა ბორის ელდაგსენმა პრემიაზე Sony World Photography Award უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც განზრახ წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევარი, რათა კონკურსისთვის ტესტი მოეწყო და გაეღვივებინა დისკუსია ფოტოგრაფიის მომავლის შესახებ.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ ილონ მასკის აზრით, ხელოვნურ ინტელექტს ცივილიზაციის განადგურება შეუძლია.