AI ევროკავშირის მთარგმნელებს კუდში მისდევს

ფოტო - AI ევროკავშირის მთარგმნელებს კუდში მისდევს
შიშობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო სამუშაოს დაკარგავთ? არცთუ უსაფუძვლოდ.
ზოგს ხელოვნური ინტელექტის (AI) ეშინია, რადგან მას კაცობრიობის განადგურება შეუძლია. სხვები კი მასში მხოლოდ შემოსავლის დამატებით წყაროს ხედავენ.

ეს უკანასკნელი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თანამშრომლებს ეხება.

Politico Europe-ის უახლესი მონაცემებით, მაღალტექნოლოგიური მანქანები, რომლებიც ევრო სლენგთან მუშაობს, მთარგმნელებისთვის რეალური საფრთხეს უკვე წარმოადგენს. შედეგად, ბრიუსელის მრავალენოვან ინსტიტუტებს შორის არსებულმა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა და უძველესმა დეპარტამენტმა, მანქანური თარგმანის გამოყენების ხარჯზე, ბოლო ათწლეულის მანძილზე თავისი პერსონალი 17%-ით შეამცირა.

ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ვალდებულია, თარგმნოს ყველა დოკუმენტაცია 24 ენაზე. ეს კი, უნდა აღინიშნოს, შრომატევადი სამუშაოა.

შედეგად, პროცესის ავტომატიზაცია გარდაუვალია. გამოცდილი მთარგმნელი და ევროკომისიის მანქანური თარგმანის ხელმძღვანელი მარკუს ფოტი თვლის, რომ ტექნოლოგიები თარგმანზე დახარჯული დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

თუმცა, ეს სულაც არ არის ნუგეში ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის, რომლებიც უკვე ჩივიან, რომ სასწავლო დაწესებულებებში მოხვედრა რთულია, სამსახურის შოვნა კი - კიდევ უფრო რთული. 

მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში არ არის ნახსენები ChatGPT, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ის ვითარებას კიდევ უფრო  გააუარესებს.

მიუხედავად ამისა, გამოცემის აზრით, დამწყები პროფესიონალებისთვის ყველაფერი არც ისე უიმედოა. ყველა მისი უპირატესობის მიუხედავად, ტექნოლოგია სრულყოფილისგან ჯერ კიდევ შორს არის. შესაბამისად, მთარგმნელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ შეცდომების გასწორება და ტექსტის რედაქტირება, რადგან ისინი მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობენ და საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელნი არიან.

თავად მთარგმნელები ენობრივ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დომინირებას სრულად აღიარებენ. ახლა ისინი, ძირითადად, კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის ტექსტების შემდგომი რედაქტირებითა და ადაპტირებით არიან დაკავებულები.

Gagarin News მუდმივად აკვირდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას. 2023 წლის მარტში ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs გამოთვალა, რომ ხელოვნური ინტელექტი აშშ-სა და ევროპაში  300 მილიონ სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს.

ჩვენ ადრე ვწერდით ევროკავშირის პროგრესის შესახებ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების კუთხით.