ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტოკენების მიმოხილვა

ფოტო - ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტოკენების მიმოხილვა
ChatGPT ბოტის მზარდმა პოპულარობამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების საფუძველზეა შემუშავებული, კრიპტოვალუტური AI-პროექტების მიმართ ინვესტორების ინტერესი გაზარდა. მოდით, ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტოკენებზე.

The Graph (GRT)

ტოკენი The Graph (GRT) ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტებს შორის ლიდერობს. მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობამ $150 მილიონს გადააჭარბა, რის გამოც ის CoinMarketCap-ის რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რომელიც $1,3 მილიარდს შეადგენს. ეს პროექტი ბლოკჩეინზე მონაცემების ინდექსირებისა და ძიების ახალ მიდგომას სთავაზობს და საშუალებას აძლევს ყველას შექმნას ქვეგრაფები, განსაზღვროს, თუ როგორ ხდება მონაცემების მიღება, ინდექსირება და დამუშავება ქსელში. GRT ტოკენების გამოყენება შესაძლებელია სტეიკინგისთვის, ქსელის შიგნით გადახდებისა და საკომისიოს შემცირებისთვის. პროექტი DeFi-სა და Web3-ის სფეროში პოპულარობით სარგებლობს.

ამჟამად, 24 000-ზე მეტმა დეველოპერმა განათავსა 31000-ზე მეტი ქვეგრაფი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (dApps), როგორიცაა: Uniswap, Synthetix, Aragon, AAVE, Gnosis, Balancer, Livepeer, Zora, Known Origin, DAOstack, Audius და Decentra.
The Graph-ის არქიტექტურა

The Graph-ის არქიტექტურა

2023 წლის თებერვლის პირველი დეკადის განმავლობაში, GRT ტოკენის ფასი $0,08-დან თითქმის $0,23-მდე გაიზარდა, რაც კვირაში თითქმის +200%-იან ზრდას აჩვენებს, რის შემდეგაც დაიწყო კორექტირება.

SingularityNET (AGIX)

ეს პროექტი, ფაქტობრივად, არის AI-სთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების მარკეტპლეისი. სავაჭრო პლატფორმა SingularityNET-ის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან, ნახონ, შეამოწმონ და AGIX პლატფორმის ნატიური ტოკენის გამოყენებით შეიძინონ სხვადასხვა AI სერვისები და მომსახურებები. აქტივი CoinMarketCap-ის რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ($448 მილიონი) 86-ე ადგილს იკავებს და მისი დღიური ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებლები GRT-ის მაჩვენებელს აღემატება - $180 მილიონი.

SingularityNET-ის განვითარების გუნდი ასევე ცნობილია ჰუმანოიდი რობოტი სოფიას შექმნით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის წყალობით მაღალი IQ აქვს. სოფიას "მსოფლიოში ყველაზე ექსპრესიულ რობოტს" უწოდეს, რადგან მას 60 ემოციის გამომხატველი მიმიკური რეაქცია აქვს და საჯარო განხილვების დროს არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებს.
რობოტი სოფია მაისურში SingularityNET-ის ლოგოთი პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის გვერდით

რობოტი სოფია მაისურში SingularityNET-ის ლოგოთი პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის გვერდით

2023 წლის 1-8 თებერვლის პერიოდში AGIX ტოკენმა აჩვენა დინამიური ზრდა $0.17-დან $0.65-მდე (+282%), თუმცა ინვესტორებმა დაიწყეს მოგების დაფიქსირება, ამიტომ აქტივის ფასი ოდნავ შემცირდა.

Fetch.ai (FET)

პროექტი Fetch.ai (FET) აერთიანებს ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, AI-ზე დაფუძნებული ერთრანგიანი აპლიკაციებისთვის განკუთვნილი ავტონომიური პროგრამული აგენტების (ორაკულების) ქსელის შექმნის მიზნით. ეს, ფაქტობრივად, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომ, მანქანური სწავლების ღია დეცენტრალიზებულ ქსელს ქმნის. Fetch.ai-ის მოდელი გამოიყენება DeFi სავაჭრო სერვისების, სატრანსპორტო ქსელების (პარკინგი, მიკრომობილურობა), ლოგისტიკის, "ჭკვიანი" ენერგოქსელების, მოგზაურობისა და ა.შ. ოპტიმიზაციისთვის. სხვა პლატფორმებთან კროსჩეინ ხიდების შექმნამ და ჯგუფის მუშაობამ  Autonomy of Things (AoT) ტექნოლოგიაზე ამ პროექტს მხოლოდ პოპულარობა შემატა.
აგენტი ორაკულების გამოყენების უპირატესობები

აგენტი ორაკულების გამოყენების უპირატესობები

2023 წლის თებერვლის დასაწყისში, FET ტოკენმა ასევე აჩვენა ზრდა, თუმცა არც ისე სწრაფი (ჯამში +126%), როგორც ამ კლასის სხვა აქტივებმა. FET ტოკენი CoinMarketCap-ის რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ($317 მლნ) მე-111 ადგილს იკავებს და მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $100 მილიონს აღემატება.

Ocean Protocol (OCEAN)

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტალღის დროს პოპულარული გახდა, არის Ocean Protocol (OCEAN). Ocean Protocol არის ღია საწყისი კოდის მქონე, ბლოკჩეინზე დაფუძნებული მონაცემთა გაცვლის სისტემა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან პროგრამები საზოგადოებისთვის. ცოტა ხნის წინ, ამ პროტოკოლმა მიიღო განახლება Ocean ONDA V4. მისი წყალობით, Ocean Protocol-მა მიიღო ინტეგრაცია არაჩანაცვლებად ტოკენებთან (NFT), გაუმჯობესებული უსაფრთხოება, მოქნილობა და ზოგადად ROI პროექტის მაჩვენებლები. განახლებამ მომხმარებლები დააინტერესა და პროტოკოლის პოპულარობა გაზარდა. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში OCEAN-ის ფასი $0.32-დან $0.56-მდე გაიზარდა (+75%).
Ethereum-ის ბლოკჩეინზე შექმნილი Ocean Protocol (OCEAN)

Ethereum-ის ბლოკჩეინზე შექმნილი Ocean Protocol (OCEAN)

OCEAN ტოკენი CoinMarketCap-ის რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ($256 მლნ) 132-ე ადგილს იკავებს და მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $68 მილიონია. 

Artificial Liquid Intelligence (ALI)

Artificial Liquid Intelligence (ALI)  არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც კომპანიამ Alethea AI კრიპტოვალუტური ინვესტორისა და მილიარდერის, მარკ კიუბანის მხარდაჭერით შექმნა. პროექტის მიზანია შექმნას მეტავერსი, რომელიც სავსეა ინტერაქციული და „ჭკვიანი“ არაჩანაცვლებადი ტოკენებით (NFT), რისთვისაც განისაზღვრა ახალი „ჭკვიანი NFT-ის“ (intelligent NFT) სტანდარტი.
ALI ტოკენის გამოყენების სფეროები

ALI ტოკენის გამოყენების სფეროები

ცოტა ხნის წინ, პლატფორმამ  Polygon-ის ბლოკჩეინზე გამოუშვა სპეციალიზებული დეცენტრალიზებული აპლიკაცია (dApp) CharacterGPT, რომელიც ნებისმიერს ადამიანს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნას, ასწავლოს და ივაჭროს AI პერსონაჟებით NFT ფორმატში. 2023 წლის თებერვალში ALI ტოკენის ღირებულება  190%-ით - $0.33-დან $0.96-მდე გაიზარდა.

ALI აქტივი CoinMarketCap-ის რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ($205 მილიონი) 225-ე ადგილს იკავებს.

Numerai (NMR)

Numerai არის Ethereum-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებსა და ანალიტიკოსებს ჩაატარონ ექსპერიმენტები, შექმნან მაღალი საიმედოობის მქონე, მანქანური სწავლების (ML) მოდელები. პლატფორმის მთავარი მიზანია მონაცემთა შესახებ მეცნიერების სფეროში დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფა და დეველოპერებისთვის ML-ზე დაფუძნებული, პროგნოზირების  ეფექტური მოდელების შექმნის შესაძლებლობის მიცემა. პროექტის უკან დგას ჰეჯფონდი, რომელიც საფონდო ბირჟის პროგნოზირების მოდელებით ექსპერიმენტებს ატარებს.
Numerai ალბათ პირველი ახალი თაობის ჰეჯ-ფონდია მსოფლიოში, რომელიც სმარტ კონტრაქტებსა და საკუთარ NMR ტოკენს იყენებს

Numerai ალბათ პირველი ახალი თაობის ჰეჯ-ფონდია მსოფლიოში, რომელიც სმარტ კონტრაქტებსა და საკუთარ NMR ტოკენს იყენებს

NMR ტოკენი CoinMarketCap-ის რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ($106 მლნ) 245-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $10-20 მლნ-ს შეადგენს. 

დასკვნა

ყველა კრიპტოაქტივის ფასი, რა თქმა უნდა, შემცირდება დათვური ციკლის, ან კორექტირების დროს. და მაინც, ზემოაღნიშნული, ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ციფრული აქტივები 2023 წლის განმავლობაში ინვესტორების რადარზე იქნება იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის დარგისა და AI სერვისებით აქტიურად მოსარგებლე სხვადასხვა მეტავერსების პოპულარობა მზარდი იქნება.