Alibaba Cloud მეტასამყაროების შესაქმნელად პლატფორმას აამოქმედებს

ფოტო - Alibaba Cloud მეტასამყაროების შესაქმნელად პლატფორმას აამოქმედებს
Alibaba Cloud, Alibaba Group-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისების შვილობილი კომპანია, მეტასამყაროების განთავსებისთვის Cloudverse პლატფორმას ქმნის. ლაუნჩპადი იქმნება Ava Labs-თან და MUA DAO-სთან პარტნიორობით ბლოკჩეინზე Avalanche.
პლატფორმა გვთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებას საწარმოებისთვის ვირტუალური სივრცის შესაქმნელად. Cloudverse-ის დახმარებით  შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად დააპროექტოთ, შემდეგ აამოქმედოთ და შეინარჩუნოთ მეტასამყარო. ავატარები, NFT-მიწა, “ტარებადი”  მოწყობილობები - თითოეული ეს ელემენტი სხვადასხვა ბიზნესსაჭიროებას არის მორგებული.

როგორც Alibaba Cloud ვებსაიტი იუწყება, მეტასამყაროს შექმნა თვენახევარშია შესაძლებელი. ამის შემდეგ, საწარმოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა კომპანიებთან გლობალურ ღია ვირტუალურ სივრცეში. ისინი ასევე მიიღებენ წვდომას MUA და Avalanche მომხმარებელთა ბაზაზე, რაც არსებული აუდიტორიის გაფართოებას და მომხმარებელთა ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს.

Cloudverse-ის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა არის ბრენდის ცნობადობის გაზრდა. ეს ფუნქცია დაეკისრება MUA DAO-ს პროფესიონალურ ფუნქციონალს ვირტუალური მარკეტინგული კამპანიების მართვისთვის.

მეტასამყაროს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას მართავს  Alibaba Cloud. ის პასუხისმგებელია გამოთვლებზე, ინტელექტუალურ ოპერაციულ სისტემაზე და მონაცემთა ბაზის შენახვაზე. Ava Labs-ის როლი მდგომარეობს პროექტის ბლოკჩეინით უზრუნველყოფაში. MUA DAO ორიენტირებულია ვირტუალური სივრცის შიდა შევსების არქიტექტურაზე.

Alibaba Cloud-ის Global Web3-ის ხელმძღვანელის რაიმონდ სიაოს თქმით, Cloudverse დაეხმარება ნებისმიერ ბიზნესს გაიკვალოს გზა მეტასამყაროში, რათა ხელი შეუწყოს თავისი პროდუქტის პოპულარიზაციას, განავითაროს ინოვაციები და გააფართოვოს მომხმარებელთა ბაზა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აზიის რეგიონში არის ბევრი ბიზნესი, რომელსაც სურს საკუთარი თავის რეალიზება Web3-ის მიმართულებით. ეს  ბლოკჩეინისა და მეტასამყაროს ფართო გავრცელებით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ Alibaba Cloud და Avalanche პარტნიორები 2022 წელს გახდნენ. ისინი გაერთიანდნენ Node-as-a-Service ინიციატივის შესაქმნელად. შედეგად, Avalanche-ის  ვალიდატორებმა ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან დაიწყეს ნოდების გაშვება Alibaba Cloud ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

გარდა ამისა, გასულ წელს Alibaba Cloud-მა გამოუშვა საკუთარი Blockchain Node პლატფორმა, რომელიც Web3 დეველოპერებს ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

2023 წლის იანვარში კომპანიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას Mysten Labs-თან, რომელმაც შექმნა ბლოკჩეინი Sui. შეთანხმების მიზანია ვალიდატორების მიერ ღრუბლოვანი ნოდების გაშვების ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.

2023 წლის თებერვალში, Alibaba Cloud-მა, განაწილებულ რეესტრთან Elastos-თან  პარტნიორობით, დააანონსა ღრუბლოვანი ბლოკჩეინების შექმნა, როგორც გლობალური Web3 სტრატეგიის ნაწილისა. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დეცენტრალიზებული იდენტიფიკატორების (DID) შემუშავებას. გარდა ამისა, კომპანიები მხარს დაუჭერენ განვითარებად ბლოკჩეინ-პროექტებს, მოაწყობენ ჰაკათონებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს დეველოპერებისთვის.

საერთო ჯამში, Alibaba Cloud  ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინტერნეტის უფრო ინკლუზიური და უსაფრთხო ვერსიის განვითარების მნიშვნელოვან დაჩქარებას გეგმავს.