ალტკოინები საიმედო ფუნდამენტალით
კრიპტოში ინვესტირებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ პროდუქტი, რომელიც თითოეული მონეტის უკან დგას, კრიპტოვალუტურ სფეროში ან მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გამოიყენება.
Ethereum (ETH)
ეჭვგარეშეა, რომ ამ კრებულში საპატიო ადგილი ETH-მა უნდა დაიკავოს, რადგან ის ბაზარზე უძლიერესი ალტკოინია. კრიპტოვალუტა Ethereum, თავისი საიმედოობის გამო, ყველა კრიპტოვალუტას შორის მეორე ადგილს იკავებს, რადგან მას მომხმარებლის ნდობის მაღალი დონე გააჩნია. დიახ, მას აქვს უარყოფითი მხარეები, როგორიცაა დაბალი გამტარუნარიანობა და ტრანზაქციების მაღალი საკომისიოები. თუმცა, ეს მას არ უშლის ხელს ბაზარზე ტრენდების დამკვიდრებასა და ინოვაციების შემოტანაში.
Ethereum წყარო: ethereum.org
Ethereum გახდა პირველი ბლოკჩეინი, რომელიც სმარტ კონტრაქტებს უჭერდა მხარს. ისინი ყველა დეცენტრალიზებული აპლიკაციის ფუნქციონირების საფუძველია. გარდა ამისა, სწორედ ამ ქსელში ჩაეყარა საფუძველი NFT-ებს, რომლები კრიპტოვალუტური სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა.
პროექტში ETH-ის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს. ვალიდატორები ETH-ებს სტეიკინგში ინახავენ, მომხმარებლები კი ამ მონეტებს ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად იყენებენ. ამ კრიპტოვალუტის ემისია შეუზღუდავია, მაგრამ არსებობს შესანიშნავი დეფლაციური მოდელი - მონეტების წვა. რაც უფრო მოთხოვნადია ქსელი, მით უფრო მეტი მონეტა იწვება. ბაზარზე არც თუ საუკეთესო პერიოდის მიუხედავად, ეს მოთხოვნა საკმარისია იმისთვის, რომ ინფლაცია უარყოფითი იყოს.
Polygon (MATIC)
Polygon — გადაწყვეტილება Ethereum-ის მასშტაბირებისთვის, რომლის მიზანი სწრაფი და იაფი ტრანზაქციებია. ახლა პროექტი ბევრად უფრო დიდია, რადგან ის დეველოპერებს სთავაზობს მთელ ფრეიმვორკს საკუთარი საიდჩეინების შესაქმნელად.
Polygon წყარო: polygon.technology
Polygon-ის ქსელი პოპულარული ადგილია NFT და P2E პროექტებისთვის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას აკავშირებს დიდი რაოდენობით პარტნიორობა ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებთან. მათ შორისაა: Nike, Starbucks, Instagram, Reddit, Disney და უმსხვილესი ამერიკული ბანკი JPMorgan.
ქსელის ნატიურ ტოკენს წარმოადგენს MATIC. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად და ასრულებს მართვის ფუნქციას. მისი ემისია შეზღუდულია, ტოკენების მთლიანი მიწოდების 92%-ზე მეტი კი მიმოქცევაშია.
Chainlink (LINK)
Chainlink — ორაკულების დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტურ პროექტს ბლოკჩეინში ნებისმიერი წყაროდან მიღებული მონაცემების გამოყენების საშუალებას აძლევს. Chainlink-ის სერვისებით სარგებლობენ კრიპტოლენდინგური პროტოკოლები (Aave), დეცენტრალიზებული ბირჟები (SushiSwap), სინთეტიკური აქტივების პლატფორმები (Synthetix), მეტავერს თამაშები (Decentraland) და სხვა პროექტები.
Chainlink წყარო: chain.link
LINK არის Chainlink-ის ქსელის ნატიური ტოკენი, რომელიც ნოდების ოპერატორებს ორაკულების სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად სჭირდებათ. Chainlink-ის ქსელის მონაწილეები, რომლებიც მონაცემთა არხებს იყენებენ, საკომისიოს შესაბამის ტოკენებში იხდიან. ეს ტოკენები ასევე წარმოადგენს ჯილდოს ზემოთ აღნიშნული ნოდების ოპერატორებისა და სტეიკერებისთვის. LINK-ის ემისია შეზღუდულია, მიმოქცევაში კი ტოკენების არაუმეტეს 50%-ისა არის.
Filecoin (FIL)
Filecoin — დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც იყენებს მონაცემთა რეპლიკაციის უნიკალურ სისტემას. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფაილები უსაფრთხოდ შეინახონ და მათზე წვდომა მიიღონ. Filecoin-ის მეშვეობით, შეგიძლიათ გააქირაოთ მყარ დისკზე არსებული თავისუფალი ადგილი და ამისთვის ჯილდო მიიღოთ.
Filecoin წყარო: filecoin.io
Filecoin-ის კლიენტები არიან ისეთი პროექტები და კომპანიები, როგორიცაა Shoah Starling Labs, Internet Archive, OpenSea, Microsoft ION და Flow. დეველოპერებმა ახლახან დააანონსეს მონაცემთა შენახვის საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის ამოქმედება, სახელწოდებით Filecoin Web Services (FWS). ის შეიძლება გახდეს Google Cloud-ისა და Amazon Web Services-ის კონკურენტი.
FIL არის პროტოკოლ Filecoin-ის ნატიური ტოკენი. მისი მომხმარებლები იხდიან საკომისიოს ამ ტოკენებში მონაცემების შესანახად. ეს მოსაკრებელი მაინერებისთვის ჯილდოს სახით გამოიყოფა.
გაფრთხილება
ეს სტატია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. კრიპტოვალუტური პროექტის პროდუქტების გამოყენება არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ტოკენის ფასზე ახდენს გავლენას. ასევე უნდა გააცნობიეროთ, რომ მოთხოვნა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, პროექტი კი გახდეს კონკურენციის მსხვერპლი, ან დაიხუროს მარეგულირებელი შეზღუდვების გამო. ამიტომ მიზანშეწონილია საკუთარი ანალიზის ჩატარება და რისკების დივერსიფიკაცია.