Dogecoin–ის ღირებულების პროგნოზი

ფოტო - Dogecoin–ის ღირებულების პროგნოზი
Dogecoin (DOGE) არის მიმ-კოინი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, როგორც სატირა დიდი რაოდენობით ალტკოინების გამოჩენაზე, რომლებიც ბიტკოინის ბედის გამეორებას ცდილობენ. მონეტას სახელი შიბუ–ინუს ძაღლის გამოსახულებით პოპულარული მემის საპატივსაცემოდ ეწოდა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ Dogecoin-ის ფასის პროგნოზს.
მიუხედავად იმისა, რომ DOGE-ს შემქმნელები  არ განიხილავდნენ მას სერიოზულ ციფრულ აქტივად, მემის პოპულარობის გამო, მონეტამ სწრაფად შემოიკრიბა გულშემატკივრების ზრდადი საზოგადოება. წარმატებას  ხელი ასევე მისმა დაბალმა ღირებულებამ(თავიდან ალტკოინი  $0.000232 ღირდა) და გადაცემის მაღალმა სიჩქარემ შეუწყო.

მიმ–კოინის  მიმდევარი და პოპულარიზაციის ხელშემწყობია  ილონ მასკი, კრიპტო-საზოგადოება მას ხუმრობით " Dogecoin–ის გენერალურ დირექტორს" უწოდებს. მასკმა არაერთხელ გამოთქვა  საჯაროდ  დადებითი აზრი ტოკენზე  და თანამშრომლობდა პროექტის შემქმნელებთან.

Dogecoin–ის (DOGE) ღირებულება  60% -ზე მეტით შემცირდა 2022 წლის დასაწყისიდან და 90% -ით მის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით ($0.6) 2021წლის  მაისში. სტატიის წერის დროს აქტივი იყო $0.05–ის დონეზე. თუმცა, მონეტა CoinMarketCap–ის  კაპიტალიზაციის რეიტინგში  მე-10 ადგილზე რჩება.  

Wallet Investor-ის თანახმად, 2023 წლის ოქტომბრისთვის მონეტა შეიძლება $0.00326-მდე დაეცეს. თუმცა, პლატფორმაზე DigitalCoinPrice DOGE–ს ღირებულების ანალიზმა აჩვენა, რომ ალტკოინი საშუალოდ  $0.15 ეღირება 2023 წელს, $0.26 2025 წელს და $0.90 2030 წელს. პროგნოზი  ისტორიულ მონაცემებს ეფუძნება.

Price Prediction.net-ის ვარაუდით, DOGE-ის ფასმა  საშუალოდ შეიძლება  $0.10–ს მიაღწიოს  2023 წელს და  $0.23-მდე გაიზარდოს 2025 წელს. 2030 წლისთვის  Price Prediction.net-ის პროგნოზი კიდევ უფრო პოზიტიურია, მოსალოდნელია  მონეტის $1.48-მდე გაზრდა. პლატფორმის პროგნოზი  ხელოვნურ ინტელექტს და დამხმარე ტექნიკურ ანალიზს ეფუძნება.

DOGE მონეტის ღირებულების სხვადასხვა  პროგნოზის განხილვისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კრიპტოვალუტის ბაზრის ვოლატილობა, რომელიც ართულებს გრძელვადიან პერსპექტივაში მიმ–კოინის ზუსტი შეფასების შესაძლებლობას.  ნუ  დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი პროგნოზი  შეიძლება ცდებოდეს.  


Sidebar ad banner
Recommended