ALTS – Adidas-ის NFT კოლექცია

icon NFT
ფოტო - ALTS – Adidas-ის NFT კოლექცია
Adidas-ის ALTS არის დინამიური NFT-ების კოლექცია. პროექტის განვითარებასთან ერთად, ტოკენიც ტრანსორმირდება თავისი მფლობელის მოქმედებებისა და პრეფერენციების მიხედვით.
ჯერჯერობით, მონაწილეები მხოლოდ გზის დასაწყისში არიან - თავი 1: ALT[er].  შემდეგ იქნება მეორე და მესამე თავები, რომელთა დასრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ჯილდოს. კომპანია აყალიბებს პროექტის საბოლოო მიზანს, როგორც Adidas-ის ექსკლუზიური ALTS იდენტობის მიღწევას. არსებითად, საუბარია PFP NFT-ზე (Profile Picture Non-fungible Token) , რომელიც იფუნქციონირებს როგორც მისი მფლობელის ავატარი.

როგორი იქნება თქვენი PFP NFT?

წყარო: collect.adidas.com

წყარო: collect.adidas.com

NFT ALT[er] Ego თავისთავად არის რვა მახასიათებლიდან ერთ-ერთის მატარებელი. თითოეული მახასიათებელი აღწერს ცხოვრების წესს ან ფიზიკური აქტივობის ტიპს: Strikes, Sprints, Hoops, Thrills, Amps, Soles, Decos და Drips. მომავალში ეს მახასიათებლები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს PFP-ის ფორმირებაზე.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Adidas-ი უკვე ახორციელებდა ორი მასშტაბური NFT პროექტის პოპულარიზაციას Into the Metaverse web3 ეკოსისტემის ფარგლებში. სინამდვილეში, კომპანიაში ALTS-ს უწოდებენ Into the Metaverse-ის მესამე ფაზას. ახლა კი, განვმეორდეთ, ეს პირველი თავია (დიახ, ცოტათი დამაბნეველი ჩანს). მთავარი აქ ის არის, რომ ახალი ALT[er] Ego-ს მიღება შესაძლებელია მხოლოდ წინა ორი ფაზის NFT-ების დაწვით.

ამის შემდეგ გაიგებთ, რომ ALT[er] Ego, რომელსაც ეძებთ, ინახება Rift Valley-ის ვირტუალური მოტელის ოთახებში. ტოკენის რვა მახასიათებლიდან თითოეული შეესაბამება თავის ოთახს. თუ გსურთ გახდეთ ALT[er] Ego-ს მფლობელი გარკვეული მახასიათებლით, დამატებით მოგიწევთ მოტელის შესაბამისი ოთახის გასაღების ყიდვა. აქვე გეტყვით, რომ ყველა გასაღები პროექტის დასაწყისშივე გაიყიდა.

ყველა 3500 ALT[er] Ego Keys გაყიდულია!

წყარო: პროექტის Instagram-ი

წყარო: პროექტის Instagram-ი

დანარჩენი NFT მფლობელები მიიღებენ თავიანთ მახასიათებელს (და ოთახში წვდომას) შემთხვევითობის პრინციპით. ადვილი მისახვედრია, რომ Adidas-ის მიერ მოფიქრებული სიუჟეტი,  ვითარდება „ათი პატარა ინდიელის“ სტილში. თავად კომპანია მომხმარებელს ჰპირდება საინტერესო ინტერაქტიულ თავგადასავალს, რომელიც მას მესამე თავის დასრულებამდე დაძაბულობაში ამყოფებს.
შეუერთდი ახალ თავგადასავალს მოტელში Rift Valley - იმ ადგილას, რომელიც გაძლევთ ზუსტად იმას, რაც გჭირდება. როგორიც იყავი ისეთი აღარ იქნები
-გვაფრთხილებენ Adidas-ში.
მაგრამ, სავარაუდოდ, ფინალში ყველა მონაწილე ცოცხალი და საღსალამათი დარჩება. ამბობენ, რომ ისინი ბრილიანტებით მოჭედილ ცას იხილავენ ვირტუალურ და ოფლაინ საქონელზე ექსკლუზიური წვდომის სახით, რომელიც მიესადაგება მომხმარებლის კონკრეტულ ALT[er] Ego-ს. ეს მოიცავს ბილეთებს სხვადასხვა შოუებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია Strikes-თან, Sprints-თან, Hoops-თან და ა.შ.